დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/1799 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 151, 18/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/10/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.024.016019 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/11/2010 - 25/05/2011)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1799
2010 წლის 15 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე , ვბრძანებ :
1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად თანდართული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის პირველი მოადგილე ა . კეკელია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული ბაკალავრის აკადემიური ხარისხი);
ბ) აშშ-ის ან ევროპის უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული მაგისტრის აკადემიური ხარისხი სამართალში (LLM);
გ) თანამდებობის შესაბამისი პროფილით (სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით) მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;
დ) საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საფუძვლიანი ცოდნა;
ე) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის ცოდნა.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
ბ) კანდიდატს სასურველია ჰქონდეს აშშ-ის ან ევროპის უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული მაგისტრის აკადემიური ხარისხი სამართალში (LLM);
გ) იურისტად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
დ) საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საფუძვლიანი ცოდნა;
ე) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის ცოდნა.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები