“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 15 ნოემბრის №1-1/1799 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1-1/775
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 25/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110527013, 30/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 08/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.024.016077
  • Word
1-1/775
25/05/2011
ვებგვერდი, 110527013, 30/05/2011
010320040.22.024.016077
“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 15 ნოემბრის №1-1/1799 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 15 ნოემბრის №1-1/1799 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ

ბრძანება №1-1/775

2011 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 15 ნოემბრის №1-1/1799 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 15 ნოემბრის №1-1/1799 ბრძანებაში (სსმ III, 18.11.2010, №151, მუხ. 2155) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე”.

2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.”.

3. ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები” ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოადგილე                    დ. გიორგაძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);

ბ) სასურველია აშშ- ის ან ევროპის უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული მაგისტრის აკადემიური ხარისხი სამართალში (LLM);

გ) თანამდებობის შესაბამისი პროფილით (სამოქალაქო, ადმინისიტრაციული სამართლის სპეციალიზაციით) მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;

დ) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამის ცოდნა.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);

ბ) იურისტად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის ცოდნა.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

გ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ე) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ“;

თ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;

ი) საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“

კ) საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;

ლ) საქართველოს კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ”

მ) საქართველოს კანონი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ”

ნ) საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”;

ო) ”საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონი;

პ) სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.