დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 280 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 21/07/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 75, 26/07/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/07/2004 - 25/09/2004)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №280
2004 წლის 21 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები თანდართული ნუსხის მიხედვით.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცებისა და „აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №139 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 20 ივნისის №272 ბრძანებულება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2003 წ. №61, მუხ. 528).
3. საქართველოს მთავრობამ ერთ თვეში მოამზადოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი `საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.
4. ბრძანებულება (გარდა პირველი და მე-2 პუნქტებისა) ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ბრძანებულების პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს `საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანისთანავე.
მ. სააკაშვილი
დანართი
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების ნუსხა (ლარებში)
| № | თანამდებობის დასახელება | თანამდებობრივი სარგო (სტრუქტურული ქვედანაყოფები) | თანამდებობრივი სარგო (ტერიტორიული ორგანოები) |
| 1. | მინისტრი | 460 | - |
| 2. | მინისტრის პირველი მოადგილე | 410 | - |
| 3. | მინისტრის მოადგილე | 380 | - |
| 4. | სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი და მასთან გათანაბრებული პირები |
270 |
250 |
| 5. | სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოად-გილე, სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსი, ცენტრის უფროსი და მათთან გათანაბრებული პირები |
260 |
240 |
| 6. | სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფრო-სის მოადგილე, ცენტრის უფროსის მოადგილე, სამინისტროს დეპარტამენტში შემავალი სამ-მართველოს უფროსი და მათთან გათანაბრებული პირები |
250 |
230 |
| 7.
| სამინისტროს დეპარტამენტში შემავალი სამ-მართველოს უფროსის მოადგილე და მასთან გათანაბრებული პირები |
230 |
210 |
| 8. | სამინისტროს დეპარტამენტში შემავალი განყოფილების უფროსი, სამინისტროს სამმართველოში შემავალი განყოფილების უფროსი და მათთან გათანაბრებული პირები |
190 |
170 |
| 9. | სამინისტროს დეპარტამენტში შემავალი განყოფილების უფროსის მოადგილე, სამინის-ტროს სამმართველოში შემავალი განყოფილების უფროსის მოადგილე და მათთან გათანაბ-რებული პირები |
160 |
150 |
| 10. | სამინისტროს ქვეგანყოფილების უფროსი და მასთან გათანაბრებული პირები |
140 |
130 |
| 11. | სამინისტროს ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე და მასთან გათანაბრებული პირები |
120 |
110 |
| 12. | სამინისტროს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი და მასთან გათანაბრებული პირები |
110 |
100 |
| 13. | სამინისტროს ოპერატიული თანამშრომელი და მასთან გათანაბრებული პირები |
90 |
80 |
| 14. | სამინისტროს თანამშრომელი და მასთან გათანაბრებული პირები |
80 |
70 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები