დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სააქციო საზოგადოება ,,მადნეულის" რეაბილიტაცია-განვითარებასთან დაკავშირებული საინვესტიციო წინადადებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 830 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 20/12/1996 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/12/1996 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240.060.000.05.002.000. |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/12/1996 - 29/01/1997)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №830
1996 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
სააქციო საზოგადოება "მადნეულის" რეაბილიტაცია-განვითარებასთან დაკავშირებული საინვესტიციო წინადადებების შესახებ
სააქციო საზოგადოება "მადნეულის" პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების, მადნეულის საბადოს რაციონალური და ეფექტიანი გამოყენებისა და საწარმოში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით:
1. გამოცხადდეს ტენდერი სააქციო საზოგადოება "მადნეულის" საკონტროლო პაკეტის 5 წლის ვადით გადაცემაზე.
2. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შექმნას სატენდერო კომისია.
კომისიამ 10 დღეში შეიმუშაოს ტენდერის პირობები და მაქსიმალურად უზრუნველყოს ინფორმაციების გავრცელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოების მეშვეობით.
3. სატენდერო კომისიამ 1997 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს საინვესტიციო წინადადებათა განხილვა სააქციო საზოგადოება "მადნეულის" საკონტროლო პაკეტის მართვაზე.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები