დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 20 დეკემბრის №830 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 77 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 29/01/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 77, 31/01/1997 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №77
1997 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 20 დეკემბრის №830 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
სააქციო საზოგადოება „მადნეულის“ აქციათა საკონტროლო პაკეტის მართვაში გადასაცემად შექმნილი სატენდერო კომისიის წინადადების გათვალისწინებით შეტანილ იქნეს ცვლილებები „სააქციო საზოგადოება „მადნეულის“ რეაბილიტაცია-განვითარებასთან დაკავშირებული საინვესტიციო წინადადებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 20 დეკემბრის №830 ბრძანებულებაში:
1. ბრძანებულების 1-ლ და მე-3 პუნქტებში სიტყვები „საკონტროლო პაკეტი“ შეიცვალოს სიტყვებით „სპილენძისა და ბარიტის გადამუშავება-წარმოებისათვის“ სააქციო საზოგადოება „მადნეულის“ მიერ დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების 51 პროცენტი წილის მართვაზე.“
2. სატენდერო კომისიის მიერ საინვესტიციო წინადადებათა განხილვის საბოლოო ვადად განისაზღვროს 1997 წლის 15 აპრილი.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები