გარემოს დაცვის ინსპექციის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ

  • Word
გარემოს დაცვის ინსპექციის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 11/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 150, 16/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 15/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016013
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
51
11/11/2010
სსმ, 150, 16/11/2010
360160000.22.023.016013
გარემოს დაცვის ინსპექციის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/11/2010 - 13/05/2011)

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №51

2010 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

გარემოს დაცვის ინსპექციის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს – ბიუროს თანდართული ტიპური დებულება (დანართი 1);

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციის ტერიტორიული ორგანოს – შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის თანდართული დებულება (დანართი 2).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 21 აგვისტოს №743 ბრძანება – „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებ – გარემოს დაცვის ინსპექციის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს – ბიუროს ტიპური დებულებებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის ტერიტორიული ორგანოს – შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“.

3. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

გ. ხაჩიძე

დანართი 1

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს – ბიუროს ტიპური

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ბიურო არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციის (შემდგომში – ინსპექცია) ტერიტორიული ორგანო, რომელიც შექმნილია გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ბიურო თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს ინსპექციას.

3. ბიურო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, „გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების, ამ დებულებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

4. ბიუროს საშტატო ნუსხას ამტკიცებს ინსპექციის უფროსი.

5. ბიუროს აქვს სატიტულო ფურცელი (ბლანკი) და ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, ასევე სხვა შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.

6. ბიუროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

7. ბიურო ანგარიშვალდებულია ინსპექციის უფროსის წინაშე, რომელიც ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 2. ბიუროები, მათი სამოქმედო ტერიტორიები და იურიდიული მისამართები

ბიუროების სამოქმედო ტერიტორიები და იურიდიული მისამართებია:

ა) კახეთის ბიურო – ქ. თელავი, საგარეჯოს, გურჯაანის, ახმეტის, ყვარლის, სიღნაღის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები. იურიდიული მისამართი – საქართველო, ქ. თელავი, ი. დავითაშვილის ქ. №17ა;

ბ) ქვემო ქართლის ბიურო – თვითმმართველი ალაქი რუსთავი, წალკის, თეთრიწყაროს, მარნეულის, გარდაბანის, ბოლნისის, დმანისის მუნიციპალიტეტები. იურიდიული მისამართი – საქართველო, თვითმმართველი ალაქი რუსთავი, ფიროსმანის №19;

გ) აღმოსავლეთ ცენტრალური ბიურო – ქ. მცხეთა, გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, თიანეთის, ყაზბეგის, დუშეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტები. იურიდიული მისამართი – საქართველო, ქ. მცხეთა, აღმაშენებლის ქ. №51;

დ) სამცხე-ჯავახეთის ბიურო – ქ. ახალციხე, ბორჯომის, ადიგენის, ახალქალაქის, ასპინძისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები. იურიდიული მისამართი – საქართველო, ახალციხე, კეცხოველის ქ. №6;

ე) დასავლეთ ცენტრალური ბიურო – თვითმმართველი ალაქი ქუთაისი, საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, ხარაგაულის, ბაღდათის, თერჯოლის, ტყიბულის, წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის, ვანის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ოზურგეთის, ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტები. იურიდიული მისამართი – საქართველო, თვითმმართველი ალაქი ქუთაისი, ჭავჭავაძის გამზირი. 31;

ვ) სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიურო – ქ. ზუგდიდი, ხობის, აბაშის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილის, მესტიის მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ალაქი ფოთი. იურიდიული მისამართი – საქართველო, ქ. ზუგდიდი, კოსტავას ქ. №58;

ზ) აჭარის ბიურო – თვითმმართველი ალაქი ბათუმი, ხელვაჩაურის, ქობულეთის, შუახევის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტები. იურიდიული მისამართი – საქართველო, თვითმმართველი ალაქი ბათუმი, გორგასლის ქ. 124;

თ) ზემო აფხაზეთის ბიურო – აჟარის მუნიციპალიტეტი. იურიდიული მისამართი – საქართველო, ქ. თბილისი, გ. გულუას ქ. №6.

    მუხლი 3. ბიუროს საქმიანობის სფერო და ძირითადი ამოცანები

1. სამოქმედო ტერიტორიის შესაბამისად, ბიუროს საქმიანობის ძირითადი სფეროა ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, წიაღისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის, მათ შორის, საქართველოს ტყის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის და აღწარმოების, ნარჩენების მართვისა და ქიმიური უსაფრთხოების სფერო, გარემოს დაცვის სფეროში სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გაცემული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიების პირობების შესრულების კონტროლის სფერო.

2. ბიუროს ძირითადი ამოცანებია სამოქმედო ტერიტორიაზე:

ა) გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ბ) ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა;

გ) გარემოს დაბინძურების ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებით/ნებართვებით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი;

ე) გარემოს დაცვის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია და გამოვლენა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე;

ვ) ასევე კომპეტენციის ფარგლებში „გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ამოცანები.

 

    მუხლი 4. ბიუროს უფლებამოსილებანი

სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით ბიურო უფლებამოსილია:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, მათ შორის, გეგმური და არაგეგმური გარემოსდაცვითი შემოწმებების განხორციელება;

ბ) უფლებამოსილებების განხორციელებისას რეგულირების ობიექტებისგან კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს (წერილობით ან სიტყვიერად) და დაუბრკოლებლად, უსასყიდლოდ მიიღოს (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) წერილობითი ინფორმაცია, სხვა საჭირო დოკუმენტაცია და მასალები, რომელიც შეეხება მათ განვლილ და მიმდინარე საქმიანობას გარემოს დაცვის სფეროში, ასევე არსებობის შემთხვევაში ლაბორატორიული ანალიზის შედეგები, ასევე ახსნა-განმარტებები და ზეპირი ინფორმაცია;

გ) გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში წარუდგინოს რეგულირების ობიექტებს ადმინისტრაციული მიწერილობა, მოთხოვოს მათ გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის აღმოსაფხვრელად სავალდებულო გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება, კონტროლი დააწესოს მის განხორციელებაზე;

დ) საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს, დაუბრკოლებლად განახორციელოს ლაბორატორიული სინჯების აღება და გაზომვების ჩატარება რეგულირების ობიექტ(ებ)ის გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც შესაძლებელია წარმოადგენდეს კანონიერ საფუძველს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგულირების ობიექტ(ებ)ის ინსპექტირების ჩასატარებლად;

ე) გარემოსდაცვითი შემოწმების პროცესში დაუბრკოლებლად შევიდეს რეგულირების ობიექტების ტერიტორიაზე ლაბორატორიული სინჯების აღებისა და გაზომვების ჩასატარებლად, გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები, ფოტო-ვიდეოაპარატურა, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობები;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, ინსპექტირების პროცესში მონაწილეობის მისაღებად, მათ შორის, რეგულირების ობიექტების საქმიანობის შესწავლისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების, ლაბორატორიული სინჯების აღებისა და გაზომვების ჩატარების მიზნით, მოიწვიოს სამინისტროს შესაბამისი დარგის სპეციალისტები, ასევე სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული სააგენტოს ან დამოუკიდებელი ექსპერტები და სპეციალისტები ან ამის თაობაზე დააყენოს საკითხი ინსპექციის უფროსთან;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ჩამორთმევა;

თ) იმ შემთხვევაში, როდესაც გარემოს დაცვის სფეროში რეგულირების ობიექტის (საწარმოს) საქმიანობა ხორციელდება უკანონოდ, ან/და ამ საქმიანობის შედეგად შეიძლება მეყსეული და უშუალო საფრთხე შეექმნას სახელმწიფო უშიშროებას, ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ან/და მტკიცებულებებს, დროებით შეაჩეროს რეგულირების ობიექტის (საწარმოს) საქმიანობა ამ ნაწილში (საჭიროების შემთხვევაში დალუქოს ობიექტი, დანადგარი, აგრეგატი, მოწყობილობა) და შესაბამისი შუამდგომლობით დაუყოვნებლივ მიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. შუამდგომლობის წარდგენისას ბიურომ უნდა დაასაბუთოს რეგულირების ობიექტის (საწარმოს) საქმიანობის შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა;

ი) ამ მუხლის „თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ რეგულირების ობიექტის (საწარმოს) საქმიანობის შეჩერება შეუძლებელია ან იგი მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს რეგულირების ობიექტს (საწარმოს), ბიურო უფლებამოსილია ამ საფუძვლების გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს;

კ) საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის მიმართოს პოლიციას გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დაკარგული ბუნებრივი რესურსებისა და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის ძებნასა და დადგენაში;

ლ) კანონმდებლობით დადგენილ წესით განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსთვის მიყენებული ზიანი და დააკისროს რეგულირების ობიექტებს ზიანის ანაზღაურება ან/და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში წარადგინოს შესაბამისი სარჩელი სასამართლოში;

მ) უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტებთან ბუნებრივი რესურსების შესაბამისობის დადგენის მიზნით, უფლებამოსილია განახორციელოს ბუნებრივი რესურსების მოპოვებისთვის გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დათვალიერება/შესწავლა ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში ან მათი ტრანსპორტირებისას, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ამ მიზნით, აგრეთვე მის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით, გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების კანონდებლობით დადგენილი დოკუმენტები, მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების, მათ შორის ნივთებისა და საგნების ვიზუალური დათვალიერება. შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ინსპექციის უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, გამოიყენოს იძულებითი ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ნ) მონაწილეობა მიიღოს ქვეყანაში მოქმედი გარემოს დაცვის ნორმებისა და წესების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საქმიანობაში;

ო) მონაწილეობა მიიღოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებული (გამოცემული) იმ სამართლებრივი აქტების პროექტთა მომზადებაში, რომელიც უშუალოდ ეხება ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;

პ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს საქართველოს მიერ გარემოს დაცვის სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კონტროლის განხორციელება;

ჟ) განახორციელოს გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგი, რეგულირების ობიექტების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება (შეგროვება), მათ შორის საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის მოპოვება რეგულირების ობიექტების საქმიანობის ადგილზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ანგარიშგების უწყვეტი შეგროვება, მათ შორის, ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშების მიღება, განხილვა და ანალიზი;

რ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინსპექციის უფროსის ბრძანების შესაბამისად, დასახლებულ პუნქტებში ან/და საგზაო მაგისტრალებზე – რეიდების განხორციელებისას, ამასთან დამატებითი ღონისძიებების უზრუნველყოფა ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით; ამ შემთხვევებში ბიუროს შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ს) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.

    მუხლი 5. ბიუროს ვალდებულებები

 გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ბიურო ვალდებულია:

ა) განიხილოს რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები და, თუ წარმოდგენილი ანგარიშგებით ნათლად არ არის დეკლარირებული ან საერთოდ არ არის მითითებული სალიცენზიო პირობების დაცვის (შესრულების) ფაქტი, მოითხოვოს სალიცენზიო პირობების შესრულების დამადასტურებელი ინფორმაციის გონივრულ ვადაში წარმოდგენა;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ინსპექტირების პროცესში შეადგინოს ინსპექტირების აქტი, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი;

გ) გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში რეგულირების ობიექტის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის გამოვლენის შემთხვევაში საქმის მასალები, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადასცეს საგამოძიებო ორგანოებს შემდგომი რეაგირებისათვის;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები ან ამ მიზნით გადააგზავნოს საქმის მასალები შესაბამის სასამართლოში;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს ლიცენზიის ან ნებართვის გაუქმების თაობაზე საკითხის დაყენება;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღკვეთოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულება;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს რეგულირების ობიექტებისა და მოქალაქეების კანონიერი უფლებების დაცვა;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს წერილობითი მომართვები, განცხადებები და საჩივრები, მათ შორის, „ცხელ ხაზზე” შემოსული შეტყობინებები და მათში მოყვანილ გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, აცნობოს განმცხადებელს მის მიერ გატარებული ზომების შესახებ.

    მუხლი 6. ბიუროს ორგანიზაცია და მართვა

1. ბიუროს ხელძღვანელობს უფროსი, რომელსაც ინსპექციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

2. ბიუროს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს ბიუროს საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია ბიუროზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია ბიუროსთვის გადაცემული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვის, მიზნობრივად და კანონიერად გამოყენებისთვის;

) წარმოადგენს ბიუროს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, სასამართლოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას. ასევე, ანიჭებს ბიუროს თანამშრომლებს უფლებამოსილებას წარმომადგენლობაზე (მათ შორის სასამართლო ორგანოებში);

) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული მუშაკების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ანაწილებს მოვალეობებს ბიუროს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს. ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს;

) განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად და გამოაქვს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;

) სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, რეგულირების ობიექტების გარემოსდაცვითი შემოწმების ჩატარების თაობაზე სპეციალურად ამისთვის ინსპექციის უფროსის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთაც გააჩნიათ სავალდებულო იურიდიული ძალა რეგულირების ობიექტებისთვის, ან წარუდგენს შესაბამის წინადადებებს ინსპექციის უფროსს გარემოსდაცვითი შემოწმების ჩატარების თაობაზე;

) ხელს აწერს ბიუროში მომზადებულ დოკუმენტებს და გარემოს დაბინძურებით, ბუნებრივი რესურსების უკანონო გამოყენებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ შესაბამის სარჩელებს;

) წარუდგენს ინსპექციის უფროსს წინადადებებს ბიუროს მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

) ახორციელებს ბიუროსთვის გადაცემული ბეჭდების, შტამპებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და შენახვის კონტროლს;

) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა ბიუროს ამოცანების შესასრულებლად;

) დადგენილი წესით, ადმინისტრაციული მიწერილობით აცნობებს რეგულირების ობიექტს მითითებულ გონივრულ ვადაში აღმოფხვრას დარღვევები ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებებისაგან;

) აბარებს ინსპექციის უფროსს ბიუროს საქმიანობის ანგარიშს;

) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამაცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 7. ბიუროს სტრუქტურა

1. ბიურო თავის საქმიანობას ახორციელებს მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.

2. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ინსპექტირების განყოფილება;

) სწრაფი რეაგირების განყოფილება.

3. ბიუროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს (განყოფილებას) ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.

4. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს განყოფილების საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

გ) თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში ხელმოწერით ადასტურებს და ვიზას ადებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) ბიუროს უფროსს წარუდგენს ინფორმაციას განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

) წარუდგენს ბიუროს უფროსს წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა განყოფილების ამოცანების შესასრულებლად;

) პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ბიუროს უფროსის სხვა დავალებებსა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. ბიუროს ჰყავს საშტატო ნუსხით განსაზღვრული უფროსი სპეციალისტი (ანალიტიკოსი), რომლის კომპეტენციაა:

ა) ინსპექციაში შემოსული კორესპოდენციებისა და გასული დოკუმენტების აღრიცხვის განხორციელება;

ბ) გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევების, შედგენილი ინსპექტირების აქტების აღრიცხვა, ამ მიზნით რეგულირების ობიექტების მონაცემთა ბაზის წარმოება;

გ) იმ ბეჭდების, შტამპებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა, რომლებიც გამოიყენება ბიუროს საქმისწარმოებისათვის;

დ) ამ დებულებით დადგენილ შემთხვევებში ბიუროს უფროსის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია, შემსრულებლებისათვის დროული გადაცემის უზრუნველყოფა;

ე) ბიუროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის მომზადების ორგანიზება;

ვ) ბიუროს მიერ გამოვლენილი გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მისაწოდებელი ინფორმაციის მომზადების უზრუნველყოფა;

) კომპეტენციის ფარგლებში ბიუროს უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

6. ბიუროს უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ბიუროს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

    მუხლი 8. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი კომპეტენცია

1. ბიუროს სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით ინსპექტირების განყოფილების ძირითადი კომპეტენციაა:

ა) „გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) გარემოს დაცვის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და აღკვეთა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე. რეგულირების ობიექტების ინსპექტირების პროცესში დადგენილი წესით ინსპექტირების აქტის შედგენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;

დ) გამოვლენილი დარღვევის საქმეთა მასალების შესაბამის ორგანოში (ან თანამდებობის პირთან) გადაგზავნის უზრუნველყოფა;

ე) სამოქმედო ტერიტორიის გათვალისწინებით, რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშების განხილვა და ანალიზი;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგულირების ობიექტებისაგან ახსნა-განმარტებების, ყველა ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაციის დაუბრკოლებლად მიღება, რომელიც შეეხება მათ განვლილ და მიმდინარე საქმიანობას გარემოს დაცვის სფეროში;

ზ) ამ დებულების მე-4 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების თაობაზე საკითხის დაყენების უზრუნველყოფა;

ი) რეგულირების ობიექტის მიერ გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევებში, დადგენილი წესით გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება);

კ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება, მათ შორის, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით რეგულირების ობიექტებისთვის დაკისრება ან/და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში შესაბამის სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადება;

ლ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტებთან მოპოვებული ბუნებრივი რესურსების შესაბამისობისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვებისთვის გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დადგენის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს დათვალიერება/შესწავლის განხორციელება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ამ მიზნებისთვის, აგრეთვე მის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით, გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების კანონდებლობით დადგენილი დოკუმენტები, მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების, მათ შორის, ნივთებისა და საგნების ვიზუალური დათვალიერება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით სინჯების აღება, გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს შესაბამისი დარგის სპეციალისტების, ასევე სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული სააგენტოს ან დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სპეციალისტების მოწვევა ან ამის თაობაზე საკითხის დაყენების უზრუნველყოფა ინსპექციის უფროსთან;

ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართო პირობების დარღვევისას, მათ გამოსასწორებლად ლიცენზიის ან ნებართვის გამცემის მიერ საჭირო გონივრული ვადის განსაზღვრისა და შემდგომში რეგულირების ობიექტებისთვის მიწოდების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი საკითხის დაყენების უზრუნველყოფა ინსპექციის უფროსთან;

ო) დადგენილი წესით ადმინისტრაციული მიწერილობის შემუშავებისა და რეგულირების ობიექტებისთვის წარგდენის უზრუნველყოფა, ასევე მიწერილობის განხორციელებაზე კონტროლის განხორციელება;

პ) იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დამრღვევი უცნობია, დამრღვევის დადგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა;

ჟ) ბიუროს უფროსის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე ვიზირება;

რ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით ბიუროს მიერ გამოტანილი დადგენილებების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისა და მის აღსრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა;

ს) კომპეტენციის ფარგლებში ინსპექციის ან/და ბიუროს უფროსის სხვა დავალებების, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

2. ბიუროს სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით სწრაფი რეაგირების განყოფილების ძირითადი კომპეტენციაა:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოს დაცვის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, მათი გამოვლენა და აღკვეთა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე. პიროვნების დადგენის მიზნით და კანონით დადგენილ შემთხვევებში ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა.

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ჩამორთმევა;

გ) დათვალიერება/შესწავლისას დადგენილი წესით შესაბამისი ინსპექტირების აქტის შედგენა, ხოლო დათვალიერება/შესწავლის პროცესში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, ხოლო გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის საჭიროების მიზნით, ბიუროს ინსპექტირების განყოფილებაში დროულად გადაგზავნის უზრუნველყოფა. გამოვლენილი დარღვევის საქმეთა მასალების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამის ორგანოში (ან თანამდებობის პირთან) გადაგზავნის უზრუნველყოფა;

დ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტებთან მოპოვებული ბუნებრივი რესურსების შესაბამისობისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვებისთვის გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დადგენის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს დათვალიერება/შესწავლის განხორციელება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში ან მათი ტრანსპორტირებისას, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ამ მიზნებისთვის, აგრეთვე მის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით, გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების კანონდებლობით დადგენილი დოკუმენტები, მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების, მათ შორის, ნივთებისა და საგნების ვიზუალური დათვალიერება, ასევე შესაბამისი ღონისძიებების გატარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას რეგულირების ობიექტებისგან ახსნა-განმარტებების, ყველა ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაციის დაუბრკოლებლად მიღება, რომელიც შეეხება მათ განვლილ და მიმდინარე საქმიანობას გარემოს დაცვის სფეროში;

ვ) ინსპექციის გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი თანამშრომელთათვის თავისი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას დახმარების გაწევა, გარემოსდაცვითი შემოწმების განხორციელებისას მასში მონაწილეობის მიღება;

ზ) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში რეგულირების ობიექტის (საწარმოს) შეჩერების საფუძვლების აღმოჩენისას, საწარმოს შეჩერების საჭიროებისას დააყენოს საკითხი შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ან/და საჭიროების შემთხვევაში ინსპექციის ცენტრალური აპარატის გარემოსდაცვითი შემოწმების განმახორციელებელი დანაყოფების მონაწილეობის (ჩართულობის) შესახებ;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

3. ზემო აფხაზეთის ბიუროს უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება ამ დებულების მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად, ხოლო მისი ორგანიზაციული მოწყობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე განისაზღვრება ინსპექციის უფროსის მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხით.

    მუხლი 9. ბიუროს თანამშრომლები, მათი მატერიალური და სოციალური დაცვის გარანტიები

1. ბიუროს თანამშრომელი არის საჯარო მოსამსახურე, რომელზედაც ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები;

2. ბიუროს უფროსს, ბიუროს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებს აქვს არანორმირებული სამუშაო დღე (საათები). ბიუროს ინსპექტირების განყოფილების თანამშრომელის მუშაობის პირობები ძირითადად განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამუშაო საათების ნორმების ფარგლებში. სამსახურებრივი ინტერესებისა და ბიუროს წინაშე დასახული ამოცანების გათვალისწინებით, ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლები, აუცილებლობის შემთხვევაში, მისი უშუალო უფროსის, ბიუროს ან ინსპექციის უფროსის დავალებით, შეიძლება ჩაებან სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაში სამუშაოს ხანგრძლივობის დადგენილი ნორმის ზემოთ (ღამით, უქმე და სადღესასწაულო დღეებში მუშაობისათვის).

3. ბიუროს თანამშრომელს თანამდებობისა და წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ენიჭება შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდება.

4. ბიუროს თანამშრომელს აქვს სპეციალური ტანსაცმელი (უნიფორმა) განმასხვავებელი ნიშნებით, სამსახურებრივი პირადობის მოწმობა, ლუქი, ბეჭედი, სპეციალური დისკი მოძრავი სატრანსპორტო საშუალების გასაჩერებლად.

5. თავისი მოვალეობის შესრულებისას, ბიუროს თანამშრომელი გამოიყენებს სატრანსპორტო და მცურავ საშუალებებს, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნიშნები (მათ შორის, ინსპექციის ლოგო).

6. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, მინიჭებული უფლების ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბიუროს თანამშრომელს უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი.

7. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ბიუროს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია მხოლოდ იმ გონივრული ვადითა და საქმიანობის მხოლოდ იმ ნაწილში შეაჩეროს დროებით შესაბამისი რეგულირების ობიექტების საქმიანობა (ასევე სატრანსპორტო, მათ შორის, მცურავი საშუალების ან/და მისი ტექნიკური საშუალების ფუნქციონირება), რაც საჭიროა მხოლოდ გარემოს დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების შემოწმებისთვის და დადგენილი წესით განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ზომების გატარება.

8. დაუშვებელია ბიუროს თანამშრომლის საქმიანობაში ჩარევა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

9. ბიუროს თანამშრომელი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით ინსპექციისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ასევე იგი ვალდებულია დაიცვას სამსახურებრივი ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.

    მუხლი 10. ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. ბიუროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.

2. ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დანართი 2

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციის ტერიტორიული ორგანოს – შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექცია (შემდგომში – კონვენციური ინსპექცია) წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციის (შემდეგში – ინსპექცია) ტერიტორიულ ორგანოს. კონვენციური ინსპექცია შექმნილია გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. თავისი ამოცანების განხორციელებისას კონვენციური ინსპექცია წარმოადგენს ინსპექციას.

3. კონვენციური ინსპექცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტებით, ინსპექციისა და ამ დებულებით.

4. კონვენციური ინსპექციის საშტატო ნუსხას ამტკიცებს ინსპექციის უფროსი.

5. ინსპექციას აქვს დასრულებული ბალანსი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გახსნილი ანგარიში ხაზინაში.

6. კონვენციური ინსპექციას აქვს სატიტულო ფურცელი (ბლანკი) და ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, ასევე სხვა შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.

7. კონვენციური ინსპექციის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

8. კონვენციური ინსპექცია ანგარიშვალდებულია ინსპექციის უფროსის წინაშე, რომელიც ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. კონვენციური ინსპექციის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. ბათუმი, ქუთაისის ქ. №1.

    მუხლი 2. კონვენციური ინსპექციის სამოქმედო ტერიტორია და ძირითადი ამოცანები

1. კონვენციური ინსპექცია გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ძირითადად საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში, ტერიტორიულ ზღვაში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში.

2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონვენციური ინსპექციის ძირითადი ამოცანებია:

ა) თავის სამოქმედო ტერიტორიაზე გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ბ) საქართველოს მიერ გარემოს დაცვის სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

გ) გარემოს დაცვის სფეროში სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გაცემული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

დ) შავი ზღვის დაბინძურებისა და ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე;

ე) გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგის წარმოება, მათ შორის, რეგულირების ობიექტების მონაცემთა ბაზის წარმოება;

ვ) ასევე კომპეტენციის ფარგლებში „გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

    მუხლი 3. კონვენციური ინსპექციის უფლებამოსილებები

კონვენციური ინსპექცია უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლი:

ა.ა) გემმისადგომების, წყალქვეშა მილსადენებისა და სხვა კომუნიკაციების განთავსებასა და ექსპლუატაციაზე;

ა.ბ) სამშენებლო, ფსკერდასაღრმავებელი, ბურღვითი, ასაფეთქებელი და სხვა სამუშაოების წარმოებისას გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებაზე;

ა.გ) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ბალასტური წყლების ფორმის“ წარმოებაზე და გემებიდან იზოლირებული ბალასტური წყლების ზღვაში ჩაშვებაზე;

ა.დ) საზღვაო სივრცეში მიწის მასის ჩაყრაზე, ტოქსიკური და რადიაციული ნივთიერებების ან სხვა ნარჩენებისა და მასალების ჩამარხვაზე;

ა.ე) შავი ზღვის ნავთობპროდუქტებითა და სხვა მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემთხვევაში სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულებაზე;

ა.ვ) ლაბორატორიული კვლევების ჩატარება ნავსადგურებში, საწარმოო ნარჩენების მიმღებ-გადამმუშავებელ ობიექტებზე, მათ შორის, მცურავ საშუალებებზე, დამაბინძურებელ (ნავთობშემცველ, ფეკალურ, საყოფაცხოვრებო-ნახმარ წყლებზე და სხვა) და ბალასტურ წყლებზე;

ა.ზ) საწარმო-დაწესებულების, რომელთაც ჰყავთ შავ ზღვაში მცურავი საშუალებები ან აწარმოებენ მცურავ საშუალებებით ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებს, გამწმენდი ნაგებობებიდან წყლების ზღვაში ჩაშვებაზე;

ა.თ) შავი ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის პირობებისა და თევზჭერის წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე;

ა.ი) შავ ზღვაზე თევზისა და წყლის რესურსების სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების წარმოებისას გარემოსდაცვითი და სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესრულებაზე;

ბ) გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დადგენილი წესით შეამოწმოს რეგულირების ობიექტები;

გ) შავ ზღვაში ნავთობითა და სხვა მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემთხვევაში ლაბორატორიული, ინსტრუმენტალური და ვიზუალური მეთოდით განსაზღვროს დაღვრილი ნივთიერებების ოდენობა;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეამოწმოს ფიზიკური და იურიდიული პირები (საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, გარდა სამხედრო და სხვა სპეციალური დანიშნულებისა), მათ შორის, საწარმო-დაწესებულებები, ხელოვნური კუნძულები, მეურნეობები, მოწყობილობები და ნაგებობები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიაზე და შეადგინონ შესაბამისი აქტი. ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს საქართველოს საზღვაო ნავსადგურების ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მათი აღჭურვილობის საერთაშორისო სამართლებრივი აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით, ავიდეს ნავსადგურში მდგომ გემებსა და სხვა მცურავ საშუალებებზე და განახორციელოს ინსპექტირება;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით გააჩეროს და შეამოწმოს გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევი გემები და სხვა მცურავი საშუალებები საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონის ფარგლებში და აცნობოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ნავსადგურის კაპიტანს და სასაზღვრო სამხედრო საზღვაო ძალებს, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გემების და სხვა მცურავი საშუალებების საქმიანობისა და ტვირთის შესახებ;

ვ) შემოწმების პროცესში ფიზიკურ და იურიდიულ პირთაგან კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს ახსნა-განმარტებები, დაუბრკოლებლად მიიღოს ყველა ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია, მათ შორის, ცდების, ლაბორატორიული ანალიზების პასუხები, გემის შესაბამისი დოკუმენტების ასლები, ამონაწერები და სხვა მასალები, რომლებიც ახასიათებენ მათ საქმიანობას გარემოს დაცვის სფეროში;

ზ) მიიღოს თევზმჭერი ორგანიზაციებიდან ინფორმაცია თევზჭერის მიმდინარეობის შესახებ (მოპოვებული რესურსის და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მისი გადამუშავების შესახებ სახეობებისა და ოდენობების ჩვენებით. აგრეთვე, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მის მომსახურებაში მყოფი მცურავი სატრანსპორტო საშუალებების თაობაზე);

თ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები და, თუ წარმოდგენილი ანგარიშგებით ნათლად არ არის დეკლარირებული ან საერთოდ არ არის მითითებული სალიცენზიო პირობების დაცვის (შესრულების) ფაქტი, მოითხოვოს სალიცენზიო პირობების შესრულების დამადასტურებელი ინფორმაციის გონივრულ ვადაში წარმოდგენა;

ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინსპექტირების პროცესში შეადგინოს ინსპექტირების აქტი, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი;

) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები ან ამ მიზნით გადააგზავნოს საქმის მასალები შესაბამის სასამართლოში;

) გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში რეგულირების ობიექტის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის გამოვლენის შემთხვევაში საქმის მასალები, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადასცეს საგამოძიებო ორგანოებს შემდგომი რეაგირებისათვის დარღვევაში მხილებულ პირთა სხვა სახის პასუხისმგებლობის საკითხის გადასაწყვეტად;

) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში დააყენოს საკითხი ლიცენზიის ან ნებართვის გაუქმების თაობაზე;

) უზრუნველყოს გარემოს დაცვის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე; პიროვნების დადგენის მიზნით და კანონით დადგენილ შემთხვევებში, ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა;

) კომპეტენციის ფარგლებში, მოპოვებული ბუნებრივი რესურსის, გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად მოახდინოს დათვალიერება/შესწავლის განხორციელება ბუნებრივი რესურსების მოპოვების, გადატვირთვის ადგილებში ან ტრანსპორტირებისას, ასევე კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ამავე მიზნით, ასევე კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ამოღების (ჩამორთმევის) მიზნით, მოახდინოს ნივთებისა და საგნების დათვალიერება, ზღვაში მცურავი ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების გაჩერება-დათვალიერება, მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმება, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა რეაგირების ზომების გატარება;

) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში რეგულირების ობიექტის (საწარმოს) შეჩერების საფუძვლების აღმოჩენისას, მისი შეჩერების საჭიროებისას ვალდებულია კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება ან/და ამ მიზნით ინსპექციის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ჩართულობა მათი სამოქმედო ტერიტორიის გათვალისწინებით;

) დადგენილი წესით ადმინისტრაციული მიწერილობის შემუშავებისა და რეგულირების ობიექტებისთვის წარგდენის უზრუნველყოფა, ასევე მის განხორციელებაზე კონტროლის გატარება;

) იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დამრღვევი უცნობია, დამრღვევის დადგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა;

) გარემოს დაბინძურებით, ბუნებრივი რესურსების უკანონო და არარაციონალური გამოყენებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, მათ შორის, გემებიდან, ზღვაში აგებული კონსტრუქციებიდან ან პლატფორმებიდან, ნებისმიერი ობიექტიდან, ფიზიკური პირის მიერ მავნე ნივთიერებებით ზღვის წყლის დაბინძურებისას, შავი ზღვის წყლებში მავნე და პათოგენური ორგანიზმების მოხვედრისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსთვის მიყენებული ზიანი და სხვა ადმინისტრაციულ ზომების გამოყენებასთან ერთად დააკისროს დამრღვევ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მათი ანაზღაურება ან/და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში წარადგინოს შესაბამისი სარჩელი სასამართლოში;

) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართო პირობების დარღვევისას, მათ გამოსასწორებლად ლიცენზიის ან ნებართვის გამცემის მიერ საჭირო გონივრული ვადის განსაზღვრისა და შემდგომში რეგულირების ობიექტებისთვის მიწოდების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი საკითხის დაყენება ინსპექციის უფროსთან;

) თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლოს გარემოს დაცვის ინსპექციის სწრაფი რეაგირების დანაყოფების თანამშრომელთა დახმარებით;

) ზღვაში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დამრღვევი გემისა და სხვა მცურავი საშუალების დევნისა და დაკავებისას, გადაუდებელი აუცილებლობისას, დადგენილი წესით ისარგებლოს საქართველოს დროშით მცურავი საზღვაო ტრანსპორტით (მიუხედავად მისი საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) და რადიოკავშირის საშუალებებით, აგრეთვე ამ მიზნით დახმარება სთხოვონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის საზღვაო ქვედანაყოფებსა და ხომალდებს;

) ქვეყნის და ქვეყნის გარეთ შესაბამის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაამყაროს ურთიერთობები და ინსპექციის უფროსთან შეთანხმებით გააფორმოს ხელშეკრულებები ან შეიმუშაოს და წარუდგინოს შესაბამისი წინადადებები;

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს მოქმედი გარემოს დაცვის ნორმებისა და წესების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საქმიანობაში, ასევე იმ სამართლებრივი აქტების პროექტთა მომზადებაში, რომელიც უშუალოდ ეხება ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;

) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით უზრუნველყოს სინჯების აღება, გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს შესაბამისი დარგის სპეციალისტების, ასევე სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული სააგენტოს ან დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სპეციალისტების მოწვევა ან ამის თაობაზე საკითხის დაყენება ინსპექციის უფროსთან;

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს წერილობითი მომართვები, განცხადებები და საჩივრები, მათ შორის, „ცხელ ხაზზე” შემოსული შეტყობინებები და მათში მოყვანილ გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, აცნობოს განმცხადებელს მის მიერ გატარებული ზომების შესახებ;

) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

    მუხლი 4. კონვენციური ინსპექციის მართვა და საქმიანობის ორგანიზაცია

1. კონვენციურ ინსპექციას ხელძღვანელობს უფროსი, რომელსაც გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი;

2. კონვენციური ინსპექციის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს კონვენციური ინსპექციის საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია კონვენციურ ინსპექციაზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია კონვენციური ინსპექციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვის, მიზნობრივად და კანონიერად გამოყენებისთვის;

გ) აწესრიგებს კონვენციური ინსპექციის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

დ) წარმოადგენს კონვენციურ ინსპექციას სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, სასამართლოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას. ანიჭებს კონვენციური ინსპექციის მუშაკებს წარმომადგენლობას (მათ შორის, სასამართლო ორგანოებში);

ე) დადგენილი წესით, ინსპექციის უფროსთან შეთანხმებით, განსაზღვრავს კონვენციური ინსპექციის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეების კომპეტენციებს;

ვ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული მუშაკების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ანაწილებს მოვალეობებს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს. ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს;

ზ) განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად და გამოაქვს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, მათ შორის რეგულირების ობიექტს აკისრებს დადგენილი წესით განსაზღვრულ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ან/და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში წარადგენს შესაბამის სარჩელს სასამართლოში;

თ) კონვენციური ინსპექციის კომპეტენციის ფარგლებში გარემოსდაცვითი შემოწმების ჩატარებასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთაც გააჩნიათ სავალდებულო იურიდიული ძალა რეგულირების ობიექტებისთვის;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს კონვენციურ ინსპექციაში მომზადებულ დოკუმენტებს და გარემოს დაბინძურებით, ბუნებრივი რესურსების უკანონო გამოყენებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელებს;

კ) წარუდგენს ინსპექციის უფროსს წინადადებებს კონვენციური ინსპექციის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ლ) ახორციელებს კონვენციური ინსპექციისთვის გადაცემული ბეჭდების, შტამპებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და შენახვის კონტროლს;

მ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა კონვენციური ინსპექციის ამოცანების შესასრულებლად;

ნ) დადგენილი წესით, ადმინისტრაციული მიწერილობით აცნობებს რეგულირების ობიექტს, მითითებულ გონივრულ ვადაში აღმოფხვრას დარღვევები ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებებისაგან;

ო) აბარებს გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსს კონვენციური ინსპექციის საქმიანობის ანგარიშს;

პ) ანაწილებს განყოფილების უფლებამოსილ თანამშრომელთა შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს განსახილველად;

ჟ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამაცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

3. კონვენციური ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კონვენციური ინსპექციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

    მუხლი 5. კონვენციური ინსპექციის სტრუქტურა

1. კონვენციური ინსპექცია თავის საქმიანობას ახორციელებს მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების საშუალებით.

2. კონვენციური ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ბათუმის განყოფილება;

ბ) ფოთის განყოფილება.

3. კონვენციური ინსპექციის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (განყოფილებას) ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.

4. კონვენციური ინსპექციის განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე;

გ) აწესრიგებს განყოფილების გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

დ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული მუშაკების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;

ე) განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად და გამოაქვს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, მათ შორის რეგულირების ობიექტს აკისრებს დადგენილი წესით განსაზღვრულ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას;

ვ) აბარებს კონვენციური ინსპექციის უფროსს განყოფილების საქმიანობის ანგარიშს;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;

თ) ანაწილებს განყოფილების უფლებამოსილ თანამშრომელთა შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს განსახილველად;

ი) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

5. კონვენციური ინსპექციის უფროსს თავის დაქვემდებარებაში ჰყავს უფროსი სპეციალისტი (ანალიტიკოსი), მთავარი სპეციალისტი (იურისტი) და ბუღალტერი.

ა) უფროსი სპეციალისტის – ანალიტიკოსის კომპეტენციაა:

ა.ა) კონვენციურ ინსპექციაში შემოსული კორესპოდენციებისა და გასული დოკუმენტების აღრიცხვის განხორციელება;

ა.ბ) კონვენციური ინსპექციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია, შემსრულებლებისათვის დროული გადაცემის უზრუნველყოფა;

ა.გ) გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევების აღრიცხვა, ამ მიზნით რეგულირების ობიექტების მონაცემთა ბაზის წარმოება;

ა.დ) კონვენციური ინსპექციის გაწეული საქმიანობის ანგარიშის მომზადების ორგანიზება;

ა.ე) ბიუროს მიერ გამოვლენილი გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მისაწოდებელი ინფორმაციის მომზადების უზრუნველყოფა;

ა.ვ) კომპეტენციის ფარგლებში კონვენციური ინსპექციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

ბ) მთავარი სპეციალისტის (იურისტის) კომპეტენციაა:

ბ.ა) კონვენციური ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ.ბ) კონვენციური ინსპექციის უფროსის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე ვიზირება;

ბ.გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებისა და ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე წინადადებების მომზადება;

ბ.დ) სამინისტროდან და სხვადასხვა უწყებებიდან შემოსულ ნორმატიული აქტების პროექტებთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;

ბ.ე) შესაბამისი მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე, კონვენციური ინსპექციის ინტერესების წარმომადგენლობა სასამართლო და სხვა სახის დავებში;

ბ.) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით რეგულირების ობიექტებისთვის დაკისრება ან/და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში სასამართლოში წარსადგენად შესაბამისი სარჩელის მომზადება;

ბ.) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით კონვენციური ინსპექციის მიერ გამოტანილი დადგენილებების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისა და მის აღსრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა.

გ) ბუღალტერის კომპეტენციაა:

გ.ა) კონვენციური ინსპექციის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ხარჯთაღრიცხვის და შესაბამისი დოკუმენტების წარმოება;

გ.ბ) მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე რიცხული ქონების და სხვა მატერიალური ფასეულობის აღრიცხვის წარმოება;

გ.გ) კონვენციური ინსპექციის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სწორად წარმართვა;.

გ.დ) იმ ბეჭდების, შტამპებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვის განხორციელება, რომლებიც გამოიყენება კონვენციური ინსპექციის საქმისწარმოებისათვის.

6. კონვენიური ინსპექციის განყოფილებებს გააჩნია ბეჭედი თავისი სახელწოდებით, რომელიც გამოიყენება ლაბორატორიული სინჯებისა და მიღებული ანალიზის პასუხების, ასევე განყოფილების მიერ შექმნილი დოკუმენტების ასლების დასამოწმებლად.

    მუხლი 6. კონვენციური ინსპექციის თანამშრომლები, მათი მატერიალური და სოციალური დაცვის გარანტიები

1. კონვენციური ინსპექციის თანამშრომელი არის საჯარო მოსამსახურე, რომელზედაც ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები.

2. კონვენციური ინსპექციის უფროსს, კონვენციური ინსპექციის განყოფილების თანამშრომლებს აქვ არანორმირებული სამუშაო დღე (საათები). მათი მუშაობის პირობები ძირითადად განისაზღვრება სამსახურეობრივი ინტერესებისა და კონვენციური ინსპექციის წინაშე დასახული ამოცანების გათვალისწინებით.

3. კონვენციური ინსპექციის თანამშრომელს თანამდებობისა და წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ენიჭება შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდება.

4. კონვენციური ინსპექციის თანამშრომელს აქვს სპეციალური ტანსაცმელი (უნიფორმა) განმასხვავებელი ნიშნებით, სამსახურებრივი პირადობის მოწმობა, ლუქი, ბეჭედი.

5. თავისი მოვალეობის შესრულებისას კონვენციური ინსპექციის თანამშრომელი გამოიყენებს სატრანსპორტო და მცურავ საშუალებებს, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნიშნები (მათ შორის, ინსპექციის ლოგო).

6. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, მინიჭებული უფლების ფარგლებში, კონვენციური ინსპექციის თანამშრომელი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი.

7. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში კონვენციური ინსპექციის უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია მხოლოდ იმ გონივრული ვადითა და საქმიანობის მხოლოდ იმ ნაწილში შეაჩეროს დროებით შესაბამისი რეგულირების ობიექტების საქმიანობა (მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი ტექნიკური საშუალების ფუნქციონირება), რაც საჭიროა მხოლოდ გარემოს დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების შემოწმებისთვის და დადგენილი წესით განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ზომების გატარება.

8. დაუშვებელია კონვენციური ინსპექციის თანამშრომლის საქმიანობაში ჩარევა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

9. კონვენციური ინსპექციის თანამშრომელი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით ინსპექციისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ასევე იგი ვალდებულია დაიცვას სამსახურებრივი ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.

    მუხლი 7. კონვენციური ინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. კონვენციური ინსპექციის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.

2. კონვენციური ინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.