დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110513012, 13/05/2011 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240070.22.025.016018 |
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №36
2011 წლის 13 მაისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 11 მარტის №4385 კანონის მე-2 მუხლის მე-19 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 (სსმ 18.03.2011წ. ვებ პორტალი 110318015) ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის;“.
ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) წარმოადგენს სააგენტოს ინტერესებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში ან ანიჭებს სააგენტოს თანამშრომლებს უფლებამოსილებას სააგენტოს წარმომადგენლობაზე, მათ შორის სასამართლოში;“.
გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, მათ შორის, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების მფლობელების მიერ სალიცენზიო ან სანებართვო პირობების და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი მოთხოვნების შესრულების შემოწმების განხორციელებისათვის. ასევე კანონით განსაზღვრული წესით გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას და ზედამხედველობს მის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების შესრულებას;“.
2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:
„ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სააგნეტოს კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართო პირობების დარღვევისას, განსაზღვრავს გონივრულ ვადას სალიცენზიო/სანებართო პირობების დაკმაყოფილებისათვის და ადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის;“.
3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“, „პ“, „ჟ“, და „რ“ ქვეპუნქტები:
„ო) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა წახალისებას, ასევე დადგენილი წესით მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას;
პ) უფლებამოსილია განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ზოგიერთი უფლებამოსილების ან საკითხის გადაწყვეტის უფლების დელეგირება სააგენტოს სხვა თანამშრომელზე;
ჟ) საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაავალოს სააგენტოს ცენტრალური აპარატის ან ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელ(ებ)ს შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელება მისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებს (მუდმივი სამსახურის ადგილს) გარეთ;
რ) სააგენტოს საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სააგენტოს სისტემა და სტრუქტურა
1. სააგენტო თავის საქმიანობას ახორციელებს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.
2. სააგენტოს ცენტრალური აპარატი შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან (დეპარტამენტებისაგან):
ა) ტყის მართვის დეპარტამენტი;
ბ) ნავთობისა და გაზის დეპარტამენტი;
გ) ლიცენზირების დეპარტამენტი;
დ) სივრცული და გეოლოგიური დეპარტამენტი;
ე) იურიდიული დეპარტამენტი;
ვ) მონიტორინგის დეპარტამენტი;
ზ) გენერალური ინსპექცია;
თ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ი) საერთაშორისო ურთერთობების დეპარტამენტი.
3. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოებია:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს კახეთის სამსახური;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ქვემო ქართლის სამსახური;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მცხეთა - მთიანეთის სამსახური;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შიდა ქართლის სამსახური;
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს იმერეთის სამსახური;
ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სამეგრელო ზემო-სვანეთის სამსახური;
ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამსახური;
თ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გურიის სამსახური;
ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამსახური;
კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს აჭარის სამსახური;
ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შავი ზღვის სამსახური.
4. სააგენტოს ტერიტორიული ორგანო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სააგენტოს.
5. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურა და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულების №1, №2 და №3 დანართების შესაბამისად.
6. სააგენტოს ცენტრალური აპარატის დეპარტამენტებისა და ტერიტორიული ორგანოების სტრუქტურული ქვედანაყოფების რაოდენობა განისაზღვრება სააგენტოს საშტატო ნუსხითა და მოქმედი კანონმდებლობით.
7. სააგენტოს დეპარტამენტების დებულებებს ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.”.
5. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ1“ ქვეპუნქტი:
„ჯ1) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია, ასევე მათთვის პრაქტიკული და მეთოდური დახმარების გაწევა;“.
6. მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ლიცენზიის მფლობელების მიერ წარმოდგენილი ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშების განხილვა და ანალიზი;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში, მოითხოვოს შესაბამისი ახსნა-განმარტებები, დაუბრკოლებლად მიიღოს ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხება განვლილ და მიმდინარე საქმიანობას სააგენტოს კონტროლს დაქვემდებარებულ საკითხებზე;
დ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტების, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება და შემოწმება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში მყოფი ნივთები და საგნები. დაუმორჩილებლობის, ასევე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს შესაბამისი იძულებითი ღონისძიებები და გაატაროს შესაბამისი ზომები;
ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, ჩადენილი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა. დამრღვევი პიროვნების დადგენის მიზნით და დადგენილი წესით ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა. სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში ობიექტების შემოწმების ან დათვალიერების პროცესში დადგენილი წესით შესაბამისი აქტის შედგენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები ან ამ მიზნით უზრუნველყოს საქმის მასალების შესაბამის სასამართლოში გადაგზავნა. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსთვის მიყენებული ზიანი და დააკისროს სამართალდამრღვევებს ზიანის ანაზღაურება;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების თაობაზე დასაბუთებული დასკვნის მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით განახორციელოს სინჯების აღება, გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი დარგის სპეციალისტების ან დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევისთვის საკითხის დაყენება, ასევე გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები, ფოტო-ვიდეოაპარატურა, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობები;
ი) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია, ასევე მათთვის პრაქტიკული და მეთოდური დახმარების გაწევა;
კ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევისას, მათ გამოსასწორებლად შეიმუშაოს წინადადებები გონივრული ვადის განსაზღვრისა და იმ პირობების დადგენის თაობაზე, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის. დადგენილი წესით უზრუნველყოს ადმინისტრაციული მიწერილობის შედგენა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება, მათ შორის, მიწერილობის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
ლ) იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დამრღვევი უცნობია, დამრღვევის დადგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოტანილი დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისა და მის აღსრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
ნ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის სანებართვო პირობებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების მონიტორინგი. ამ მიზნით განსახორციელებელი მონიტორინგის გეგმების შემუშავება და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა, ასევე, განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე შესაბამისი ანგარიშების წარმოდგენა ხელმძღვანელობასთან;
ო) კომპეტენციის ფარგლებში წერილობითი მომართვების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა; და მათში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირების გატარება.
პ) დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში მონიტორინგის დეპარტამენტი უფლებამოსილია დააყენოს საკითხი სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ჩართულობის (მონაწილეობის) თაობაზე;
ჟ) გამოვლენილი დარღვევის საქმეთა მასალების საქართველოს კანონმდებლობის თანახმად შესაბამის ორგანოებში გადაგზავნის უზრუნველყოფა;
რ) კომპეტენციის ფარგლებში საააგენტოს მიერ გამოვლენილი დარღვევების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და ანალიზი. სააგენტოს შესაბამისი მონაცემთა ბაზების მართვის ორგანიზება, ამ მიზნით სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების კოორდინაცია;
ს) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს საქმიანობის შესახებ შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს მიერ გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდების უზრუნველყოფა;
უ) კომპეტენციის ფარგლებში კანონდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელების მიზნით, შესაბამისი წინადადების შემუშავება;
ფ) სააგენტოს მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო კონტროლის პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება და დაგეგმვა;
ქ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში ობიექტების შემოწმების გეგმის შემუშავება და დამტკიცებული გეგმის შესრულების მიმდინარეობის კონტროლის უზრუნველყოფა;
ღ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.”.
7. მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. გენერალური ინსპექციის ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს შიდა აუდიტის, ინსპექტირებისა და შიდა უწყებრივი კონტროლის განხორციელება;
ბ) სააგენტოს სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების, მიზნობრიობის, მიზანშეწონილობის, ეკონომიურობისა და შედეგობრიობის შესწავლა და ანალიზი, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;
დ) სააგენტოს სისტემაში დისციპლინის და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სააგენტოს სტრუქტურული დანაყოფების გეგმიური და არაგეგმური სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, სააგენტოს ხელმძღვანელთან შეთანხმებით. სამსახურებრივი შემოწმების მეშვეობით სააგენტოს სისტემის თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა. ამ კუთხით შემოსული წერილების, შეტყობინებების, განცხადებების, საჩივრების (მხოლოდ სააგენტოს სისტემის თანამშრომელთა დისციპლინური გადაცდომის საკითხებთან დაკავშირებით) ან სხვა სახის ინფორმაციის განხილვა, შესწავლა და შემდგომი კანონშესაბამისი რეაგირების განხორციელება;
ე) სააგენტოს სისტემის თანამშრომლის მხრიდან ჩადენილი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმებისა და აუდიტის შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა, ასევე, ასეთი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახის შესაბამისი ღონისძიებების გამოყენების შესახებ საკითხის დაყენება;
ვ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ დარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს თანამშრომელთა მიერ გაწეული მუშაობის ანალიზი და მისი სრულყოფის ხელშეწყობა;
ზ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, სათანადო დოკუმენტებისა და მასალების მომზადება შესაბამის ორგანოებში გადაგზავნის მიზნით;
თ) სააგენტოს საქმიანობაში პოტენციური რისკის გამოაშკარავება, რისკების მართვისათვის შემუშავებული შიდა კონტროლის სისტემების ადეკვატურობისა და ეფექტიანობის გამოკვლევა და შეფასება;
ი) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით რეკომენდაციების მომზადება;
კ) სააგენტოს ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების მომზადება, სააგენტოს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია;
ლ) შიდა აუდიტის გეგმის შედგენა და განხორციელება, შიდა აუდიტის შედეგად შიდა აუდიტორული ანგარიშის შედგენა და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა;
მ) ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ საკმარისი მონაცემების არსებობისას, თუ შეიძლება საფრთხე შეექმნას შესაბამის მტკიცებულებებს მტკიცებულებების მოპოვებისთვის გადაუდებელი რეაგირების გატარების მიზნით, უფლებამოსილია განახორციელოს ბუნებრივი რესურსების, მათი მოპოვებისთვის გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დადგენილი წესით დათვალიერება და შემოწმება ბუნებრივი რესურსების მოპოვებისა და პირველადი გადამუშავების ადგილებში, აგრეთვე მათი ტრანსპორტირებისას. ამ მიზნით, გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება (მათ შორის მცურავი სატრანსპორტო საშუალება), მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების კანონდებლობით დადგენილი დოკუმენტები, მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების, მათ შორის ნივთებისა და საგნების ვიზუალური დათვალიერება, ხოლო დარღვევების გამოვლენისას, მოახდინოს სამართალდარღვევების ჩადენის იარაღების, საშუალებების, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების ჩამორთმევა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღსაკვეთად, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, პიროვნების დასადგენად და კანონით დადგენილ სხვა შემთხვევებში უფლებამოსილია განახორციელოს ადმინისტრაციული დაკავება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენისას შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს სააგენტოს შესაბამისი თანამშრომლების მონაწილეობა.
ნ) შიდა აუდიტის ან სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებამდე, ასევე მათი მიმდინარეობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია დააყენოს საკითხი შესაბამისი სპეციალისტის ან ექსპერტის მოწვევის თაობაზე. შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების ან კომპეტენციის ფარგლებში, სხვა ქმედების განხორციელების მიზნით სააგენტოს სისტემიდან შეუზღუდავად მოითხოვოს საჭირო დოკუმენტის თუ სხვა სახის ინფორმაცია, სააგენტოს სისტემის ნებისმიერი თანამშრომლის შესაბამისი ინფორმაციის ან განმარტების მიღების მიზნით გამოძახება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.”.
8. მე-6 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:
„11. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის მომზადება და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში წარდგენა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
გ) სააგენტოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ორგანიზება;
დ) სააგენტოს საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) სააგენტოს ფინანსური და მატერიალური აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით ფინანსური სახსრების მართვის ორგანიზება;
ზ) სააგენტოს წლიური ან/და კორექტირებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის წარდგენის უზრუნველყოფა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში;
თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება;
ი) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება;
კ) სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ოპერატიული და შესრულების მიმდინარეობის თაობაზე შესყიდვების სააგენტოში ანგარიშების წარდგენის უზრუნველყოფა;
ლ) სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით დადგენილი წესით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
მ) სააგენტოს ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით მიღება, განაწილება და მის გამოყენებაზე კონტროლი. სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება;
ნ) სააგენტოს საქმისწარმოების ორგანიზება და კონტროლი, ამ მიზნით სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ო) სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია;
პ) სააგენტოს საკადრო საკითხების განხორციელება, სააგენტოს თანამშრომელთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, განთავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ჟ) ლოკალური კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება;
რ) მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება;
ს) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მონიტორინგი, ოპტიმიზაცია და პრევენციული ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.”.
9. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:
„12. საერთაშორისო ურთერთობების დეპარტამენტი:
ა) სააგენტოს მხრიდან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო და ადმინისტრაციულ ორგანოებთან, საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან სააგენტოს ურთიერთობის კოორდინაცია;
გ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, მოლაპარაკებაში მონაწილეობა;
დ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით სხვადასხვა ორგანიზაციებთან სააგენტოს ურთიერთობის კოორდინაცია;
ე) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებში დონორი ორგანიზაციებისა და ინვესტორების მონაწილეობის კოორდინაცია;
ვ) სააგენტოს შესაბამის სამსახურებთან ურთერთთანამშრომლობით კანონმდებლობით დადგენილი წესით ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შესაბამისი პროექტების განხორციელების კოორდინაცია;
ზ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში საინვესტიციო წინადადებების განხილვაში მონაწილეობის მიღება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.”.
10. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 და მე-14 პუნქტები:
„13. გენერალურ ინსპექციაში სააგენტოს საშტატო ნუსხის შესაბამისად განისაზღვრება ინსპექტორთა ჯგუფები, რომლებიც გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციით გენერალური ინსპექციის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ უფლებამოსილებას საქართველოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.
14. სააგენტოს ხელმძღვანელებს, ტყის მართვის დეპარტამენტის, მონიტორინგის დეპარტამენტისა და გენერალური ინსპექციის თანამშრომელებს აქვთ არანორმირებული სამუშაო დღე (საათები).“.
11. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №1:
„დანართი №1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს ტიპური
დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სამსახური (შემდგომში – სააგენტოს სამსახური) არის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტერიტორიული ორგანო.
2. სააგენტოს სამსახური თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სააგენტოს.
3. სააგენტოს სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, სხვა ნორმატიული აქტებით, ამ დებულებით და სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტებით.
4. სააგენტოს სამსახურის საშტატო ნუსხას ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.
5. სააგენტოს სამსახურს აქვს სატიტულო ფურცელი (ბლანკი) და ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, ასევე შესაძლოა ჰქონდეს სხვა შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
6. სააგენტოს სამსახური ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსის წინაშე.
მუხლი 2. სააგენტოს სამსახურის სამოქმედო ტერიტორიები და იურიდიული მისამართები
სააგენტოს სამსახურის სამოქმედო ტერიტორიები და იურიდიული მისამართებია:
ა) სააგენტოს კახეთის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ქ. თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, ახმეტის, ყვარლის, სიღნაღის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ყვარელი, დავით აღმაშენებლის ქ. IV. ჩიხი №6;
ბ) სააგენტოს ქვემო ქართლის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის და წალკის, თეთრიწყაროს, მარნეულის, გარდაბანის, ბოლნისის, დმანისის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ბოლნისი, დავით აღმაშენებლის ქ.№5;
გ) სააგენტოს შიდა ქართლის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ხაშური, სტალინის ქ.№14.
დ) სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. დუშეთი, სტალინის ქ.№47;
ე) სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ახალციხე, ასპინძის ქ.№32;
ვ) სააგენტოს იმერეთის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. წყალტუბო, სოფ. გუმბრა;
ზ) სააგენტოს გურიის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ოზურგეთი, გ. გიორგაძის ქ.№5;
თ) სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ამბროლაური, სოფ. სადმელი;
ი) სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ზუგდიდი, სტალინის N 1.
მუხლი 3. სააგენტოს სამსახურის ძირითადი ამოცანები
სააგენტოს სამსახურის ძირითადი ამოცანებია სამოქმედო ტერიტორიაზე:
ა) ბუნებრივი რესურსების მართვისა და სარგებლობისთვის ხელშეწყობა;
ბ) ტყეების აღდგენა-განახლების ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
გ) უკანონო ტყითსარგებლობისგან ტყის დაცვის ღონისძიებების შემუშავება, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
დ) ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა;
ე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებით/ნებართვებით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი;
ზ) ასევე კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.
მუხლი 4. სააგენტოს სამსახურის უფლება-მოვალეობანი
სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით სააგენტოს სამსახურის უფლება-მოვალეობებია:
ა) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ლიცენზიის მფლობელების მიერ წარმოდგენილი ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშების განხილვა და ანალიზი;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში, მოითხოვოს შესაბამისი ახსნა-განმარტებები, დაუბრკოლებლად მიიღოს ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხება განვლილ და მიმდინარე საქმიანობას სააგენტოს კონტროლს დაქვემდებარებულ საკითხებზე;
დ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტების, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება და შემოწმება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში მყოფი ნივთები და საგნები. დაუმორჩილებლობის, ასევე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს შესაბამისი იძულებითი ღონისძიებები და გაატაროს შესაბამისი ზომები;
ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, ჩადენილი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა. დამრღვევი პიროვნების დადგენის მიზნით და დადგენილი წესით ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა. სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში ობიექტების შემოწმების ან დათვალიერების პროცესში დადგენილი წესით შესაბამისი აქტის შედგენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები ან ამ მიზნით უზრუნველყოს საქმის მასალების შესაბამის სასამართლოში გადაგზავნა. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსთვის მიყენებული ზიანი და დააკისროს სამართალდამრღვევებს ზიანის ანაზღაურება;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების თაობაზე დასაბუთებული დასკვნის მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით განახორციელოს სინჯების აღება, გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი დარგის სპეციალისტების ან დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევისთვის საკითხის დაყენება, ასევე გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები, ფოტო-ვიდეოაპარატურა, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობები;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართო პირობების დარღვევისას, მათ გამოსასწორებლად განსაზღვროს გონივრული ვადა და დაადგინოს ის პირობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის. დადგენილი წესით უზრუნველყოს ადმინისტრაციული მიწერილობის შედგენა და შესაბამისი პირებისთვის წარდგენის უზრუნველყოფა, ასევე მიწერილობის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
კ) იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დამრღვევი უცნობია, დამრღვევის დადგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით სააგენტოს სამსახურის მიერ გამოტანილი დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისა და მის აღსრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
მ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის სანებართვო პირობებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების მონიტორინგი. ამ მიზნით განსახორციელებელი მონიტორინგის გეგმების შემუშავება და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა, ასევე, განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე შესაბამისი ანგარიშების წარმოდგენა ხელმძღვანელობასთან;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში წერილობითი მომართვების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და მათში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირების გატარება;
ო) დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს სამსახური უფლებამოსილია დააყენოს საკითხი სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ჩართულობის (მონაწილეობის) თაობაზე;
პ) გამოვლენილი დარღვევის საქმეთა მასალების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესაბამის ორგანოში გადაგზავნის უზრუნველყოფა;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში საააგენტოს სამსახურის მიერ გამოვლენილი დარღვევების აღრიცხვა, შედგენილი აქტების აღრიცხვა, ამ მიზნით შესაბამისი მონაცემთა ბაზის წარმოება;
რ) მონაწილეობის მიღება იმ სამართლებრივი აქტების პროექტთა მომზადებაში, რომლებიც უშუალოდ ეხება საააგენტოს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ს) დადგენილი წესით განახორციელოს ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშების მიღება, განხილვა და ანალიზი;
ტ) ბუნებრივი რესურსების მართვისა და სარგებლობისთვის ხელშეწყობა;
უ) ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება;
ფ) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტების ხელშეწყობა;
ქ) დადგენილი წესით ტყის ფონდის მონიტორინგის განხორციელება, მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება, აღრიცხვა და ანალიზი;
ღ) კომპეტენციის ფარგლებში ტყის ფონდში სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის შესახებ დოკუმენტაციის მომზადება;
ყ) კომპეტენციის ფარგლებში ტყის ფონდის აღრიცხვისა და დაგეგმვის განხორციელების უზრუნველყოფა;
შ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 5. სააგენტოს სამსახურის ორგანიზაცია და მართვა
1. სააგენტოს სამსახურს ხელძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი;
2. სააგენტოს სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს სამსახურის საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია სააგენტოს სამსახურზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია სააგენტოს სამსახურისთვის გადაცემული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვის, მიზნობრივად და კანონიერად გამოყენებისთვის;
გ) წარმოადგენს სააგენტოს სამსახურს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, სასამართლოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას. ასევე, ანიჭებს სააგენტოს სამსახურის თანამშრომლებს უფლებამოსილებას წარმომადგენლობაზე (მათ შორის, სასამართლო ორგანოებში);
დ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს. ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს.
ე) განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად და გამოაქვს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;
ვ) სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტების შემოწმების ჩატარების თაობაზე სპეციალურად ამისთვის სააგენტოს უფროსის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ან წარუდგენს შესაბამის წინადადებებს სააგენტოს უფროსს შემოწმების ჩატარების თაობაზე;
ზ) ხელს აწერს სააგენტოს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) წარუდგენს სააგენტოს უფროსს წინადადებებს სააგენტოს სამსახურის თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) ახორციელებს სააგენტოს სამსახურისთვის გადაცემული ბეჭდების, შტამპებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების კონტროლს და პასუხიმგებელია მათ შენახვაზე;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სააგენტოს სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;
ლ) დადგენილი წესით, ადმინისტრაციული მიწერილობით აცნობებს სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ პირებს (ფიზიკური და იურიდიული პირები), მითითებულ გონივრულ ვადაში აღმოფხვრას დარღვევები ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებებისაგან;
მ) აბარებს სააგენტოს უფროსს სააგენტოს სამსახურის საქმიანობის ანგარიშს;
ნ) მისი დროებით არყოფნის შემთხვევაში სააგენტოს უფროსს განსახილველად წარუდგენს დროებით მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას;
ო) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამაცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6. სააგენტოს სამსახურის სტრუქტურა
1. სააგენტოს სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სხვა თანამშრომლების მეშვეობით.
2. სააგენტოს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) მონიტორინგის სამმართველო;
ბ) ტყის მართვის სამმართველო.
3. სააგენტოს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (სამმართველოს) ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
4. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ხელმოწერით ადასტურებს და ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) სააგენტოს სამსახურის უფროსს წარუდგენს ინფორმაციას სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) წარუდგენს სააგენტოს სამსახურის უფროსს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
თ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სააგენტოს სამსახურის უფროსის სხვა დავალებებსა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. სააგენტოს სამსახურის სამმართველოში საშტატო ნუსხის შესაბამისად შესაძლებელია შეიქმნას დანაყოფები, რომლებიც სააგენტოს სამსახურის ხელმძღვანელობის დავალებითა და მათთან კოორდინაციით, სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას.
მუხლი 7. სააგენტოს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი კომპეტენცია
1. სააგენტოს სამსახურის სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით მონიტორინგის სამმართველოს ძირითადი კომპეტენციაა:
ა) კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) სამოქმედო ტერიტორიის გათვალისწინებით, ლიცენზიის მფლობელების მიერ წარმოდგენილი ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშების განხილვა და ანალიზი;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში, მოითხოვოს შესაბამისი ახსნა-განმარტებები, დაუბრკოლებლად მიიღოს ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხება განვლილ და მიმდინარე საქმიანობას სააგენტოს კონტროლს დაქვემდებარებულ საკითხებზე;
დ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება და შემოწმება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში მყოფი ნივთები და საგნები. დაუმორჩილებლობის, ასევე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს შესაბამისი იძულებითი ღონისძიებები და გაატაროს შესაბამისი ზომები;
ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, ჩადენილი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა. დამრღვევი პიროვნების დადგენის მიზნით და დადგენილი წესით ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა. სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტების შემოწმების ან დათვალიერების პროცესში დადგენილი წესით შესაბამისი აქტის შედგენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები ან ამ მიზნით უზრუნველყოს საქმის მასალების შესაბამის სასამართლოში გადაგზავნა. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსთვის მიყენებული ზიანი და დააკისროს სამართალდამრღვევებს ზიანის ანაზღაურება;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების თაობაზე დასაბუთებული დასკვნის მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით განახორციელოს სინჯების აღება, გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი დარგის სპეციალისტების ან დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევისთვის საკითხის დაყენება, ასევე გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები, ფოტო-ვიდეოაპარატურა, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობები;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართო პირობების დარღვევისას, მათ გამოსასწორებლად შეიმუშავოს წინადადებები გონივრული ვადის განსაზღვრისა და იმ პირობების დადგენის თაობაზე, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის. დადგენილი წესით უზრუნველყოს ადმინისტრაციული მიწერილობის შედგენა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება, მათ შორის მიწერილობის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
კ) იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დამრღვევი უცნობია, დამრღვევის დადგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა;
ლ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის სანებართვო პირობებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების მონიტორინგი. ამ მიზნით განსახორციელებელი მონიტორინგის გეგმების შემუშავება და სააგენტოს სამსახურის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა, ასევე, განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე შესაბამისი ანგარიშების წარმოდგენა ხელმძღვანელობასთან;
მ) კომპეტენციის ფარგლებში წერილობითი მომართვების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და მათში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირების გატარება;
ნ) დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში მონიტორინგის დეპარტამენტი უფლებამოსილია დააყენოს საკითხი სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ჩართულობის (მონაწილეობის) თაობაზე;
ო) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ან/და სააგენტოს სამსახურის უფროსის სხვა დავალებების, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
2. სააგენტოს სამსახურის სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით ტყის მართვის სამმართველოს ძირითადი კომპეტენციაა:
ა) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტების ხელშეწყობა, ამ მიზნით საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ბ) ტყის ფონდის სატყეო უბნებად, სატყეოებად, კვარტალებად, ლიტერებად დაყოფის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება;
გ) ტყის ფონდის სამცველოებად დაყოფის მიზნით წინადადებების მომზადება;
დ) დადგენილი წესით ტყის ფონდის მონიტორინგის განხორციელება, მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება, აღრიცხვა და ანალიზი;
ე) ტყის ფონდთან დაკავშირებულ გეოინფორმაციული სისტემის ფუნქციონირების ორგანიზების ხელშეწყობა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ტყის ფონდში სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ტყის ფონდის აღრიცხვისა და დაგეგმვის განხორციელების უზრუნველყოფა;
თ) შესაბამისი მონაცემთა ბაზების (რეესტრების) წარმოების უზრუნველყოფა;
ი) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების თაობაზე წინადადებების შემუშავება, კონტროლის დაგეგმვა და განხორციელება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში ტყითსარგებლობის გეგმებთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ქმედებების განხორციელება;
ლ) ტყითსარგებლობის დაგეგმვასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებების განხორციელება;
ნ) ტყის რესურსების კვლავწარმოების, სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების, აღდგენა-განახლების, ხანძრების პრევენციის, მავნებელთა და დაავადებებისაგან დაცვის მიზნით წინადადებებისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
ო) ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობა. ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
პ) უკანონო ტყითსარგებლობისგან ტყის დაცვის შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ჟ) ტყით სარგებლობასთან დაკავშირებული მკაცრი აღრიცხვის შესაბამისი დოკუმენტების დადგენილი წესით გაცემა;
რ) ტყეკაფის მონიშვნასა და გამოყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;
ს) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, ჩადენილი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა. დამრღვევი პიროვნების დადგენის მიზნით და დადგენილი წესით ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა. სააგენტოს სახელმწიფო კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტების შემოწმების ან დათვალიერების პროცესში დადგენილი წესით შესაბამისი აქტის შედგენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
ტ) ტყის ფონდში ჩადენილი სამართალდარღვევების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, ანალიზი;
უ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გარემოზე მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება);
ფ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ან/და სააგენტოს სამსახურის უფროსის სხვა დავალებების, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 8. სააგენტოს სამსახურის თანამშრომლები
1. სააგენტოს სამსახურის უფროსს, სააგენტოს სამსახურის სამმართველოს თანამშრომლებს აქვთ არანორმირებული სამუშაო დღე (საათები). სააგენტოს სამსახურის სხვა თანამშრომლის მუშაობის პირობები ძირითადად განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამუშაო საათების ნორმების ფარგლებში, ამასთან, სამსახურეობრივი ინტერესებისა და სააგენტოს სამსახურის წინაშე დასახული ამოცანების გათვალისწინებით, აუცილებლობის შემთხვევაში, მისი უშუალო უფროსის, სააგენტოს სამსახურის ან სააგენტოს უფროსის დავალებით, შეიძლება ჩაებან სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაში სამუშაოს ხანგრძლივობის დადგენილი ნორმის ზემოთ (ღამით, უქმე და სადღესასწაულო დღეებში მუშაობისათვის).
2. სააგენტოს სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია ამ დებულებით ან სააგენტოს სამსახურის უფროსის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები, მათ შორის სამართალდამრღვევს დააკისროს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
3. სააგენტოს სამსახურის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დადგენილი წესით იყენებს სპეციალურ ტანსაცმელს (უნიფორმას), სამსახურებრივი პირადობის მოწმობას, ლუქს, ბეჭედსა და სხვა საშუალებებს.
4. თავისი მოვალეობის შესრულებისას, სააგენტოს სამსახურის თანამშრომელი გამოიყენებს სატრანსპორტო და მცურავ საშუალებებს.
5. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, მინიჭებული უფლების ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი.
6. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სააგენტოს სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია იმ გონივრული ვადითა და საქმიანობის იმ ნაწილში შეაჩეროს სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტების საქმიანობა (ასევე სატრანსპორტო, მათ შორის, მცურავი საშუალების ან/და მისი ტექნიკური საშუალების ფუნქციონირება), რაც საჭიროა საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების შემოწმებისთვის და დადგენილი წესით უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ზომების გატარება.
7. სააგენტოს სამსახურის თანამშრომელი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით სააგენტოს სამსახურისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
მუხლი 9. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
2. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ”.
12. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №2:
„დანართი №2
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ბუნებრივი რესურსების აჭარის სამსახურის
დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) აჭარის სამსახური (შემდგომში – აჭარის სამსახური) არის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტერიტორიული ორგანო.
2. აჭარის სამსახური თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სააგენტოს.
3. აჭარის სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, სხვა ნორმატიული აქტებით, ამ დებულებით და სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტებით.
4. აჭარის სამსახურის საშტატო ნუსხას ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.
5. აჭარის სამსახურს აქვს სატიტულო ფურცელი (ბლანკი) და ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, ასევე შესაძლებელია ჰქონდეს სხვა შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
6. აჭარის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს თვითმმართველი ქალაქი ბათუმი, ხელვაჩაურის, ქობულეთის, შუახევის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართია – საქართველო, თვითმმართველი ქალაქი ბათუმი, გორგასლის ქ. N124.
7. აჭარის სამსახური ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსის წინაშე.
მუხლი 2. აჭარის სამსახურის ძირითადი ამოცანები
აჭარის სამსახურის ძირითადი ამოცანებია სამოქმედო ტერიტორიაზე:
ა) ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა;
ბ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებით/ნებართვებით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი;
დ) ასევე კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.
მუხლი 3. აჭარის სამსახურის უფლება–მოვალეობანი
სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით აჭარის სამსახურის უფლება–მოვალეობებია:
ა) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ლიცენზიის მფლობელების მიერ წარმოდგენილი ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშების განხილვა და ანალიზი;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში, მოითხოვოს შესაბამისი ახსნა-განმარტებები, დაუბრკოლებლად მიიღოს ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხება განვლილ და მიმდინარე საქმიანობას სააგენტოს კონტროლს დაქვემდებარებულ საკითხებზე;
დ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტების, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება და შემოწმება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში მყოფი ნივთები და საგნები. დაუმორჩილებლობის, ასევე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს შესაბამისი იძულებითი ღონისძიებები და გაატაროს შესაბამისი ზომები;
ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, ჩადენილი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა. დამრღვევი პიროვნების დადგენის მიზნით და დადგენილი წესით ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა. სააგენტოს სახელმწიფო კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტების შემოწმების ან დათვალიერების პროცესში დადგენილი წესით შესაბამისი აქტის შედგენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები ან ამ მიზნით უზრუნველყოს საქმის მასალების შესაბამის სასამართლოში გადაგზავნა. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსთვის მიყენებული ზიანი და დააკისროს სამართალდამრღვევებს ზიანის ანაზღაურება;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების თაობაზე დასაბუთებული დასკვნის მომზადება და ხელმძღვანელობასთან წინადადებების დაყენების უზრუნველყოფა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით განახორციელოს სინჯების აღება, გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი დარგის სპეციალისტების ან დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევისთვის საკითხის დაყენება, ასევე გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები, ფოტო-ვიდეოაპარატურა, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობები;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართო პირობების დარღვევისას, მათ გამოსასწორებლად განსაზღვროს გონივრული ვადა და დაადგინოს ის პირობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის. დადგენილი წესით უზრუნველყოს ადმინისტრაციული მიწერილობის შედგენა და შესაბამისი პირებისთვის წარდგენის უზრუნველყოფა, ასევე მიწერილობის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
კ) იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დამრღვევი უცნობია, დამრღვევის დადგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით სააგენტოს სამსახურის მიერ გამოტანილი დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისა და მის აღსრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
მ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის სანებართვო პირობებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების მონიტორინგი. ამ მიზნით განსახორციელებელი მონიტორინგის გეგმების შემუშავება და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა, ასევე, განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე შესაბამისი ანგარიშების წარმოდგენა ხელმძღვანელობასთან;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში წერილობითი მომართვების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და მათში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირების გატარება;
ო) დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში აჭარის სამსახური უფლებამოსილია დააყენოს საკითხი სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ჩართულობის (მონაწილეობის) თაობაზე;
პ) გამოვლენილი დარღვევის საქმეთა მასალების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესაბამის ორგანოში გადაგზავნის უზრუნველყოფა;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში აჭარის სამსახურის მიერ გამოვლენილი დარღვევების აღრიცხვა, შედგენილი აქტების აღრიცხვა, ამ მიზნით შესაბამისი მონაცემთა ბაზის წარმოება;
რ) მონაწილეობა მიიღოს იმ სამართლებრივი აქტების პროექტთა მომზადებაში, რომელიც უშუალოდ ეხება აჭარის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ს) დადგენილი წესით განახორციელოს ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშების მიღება, განხილვა და ანალიზი;
ტ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 4. აჭარის სამსახურის ორგანიზაცია და მართვა
1. აჭარის სამსახურს ხელძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი;
2. აჭარის სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს აჭარის სამსახურის საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია აჭარის სამსახურზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია აჭარის სამსახურისთვის გადაცემული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვის, მიზნობრივად და კანონიერად გამოყენებისთვის;
გ) წარმოადგენს აჭარის სამსახურს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, სასამართლოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას. ასევე ანიჭებს აჭარის სამსახურის თანამშრომლებს უფლებამოსილებას წარმომადგენლობაზე (მათ შორის სასამართლო ორგანოებში);
დ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ანაწილებს მოვალეობებს აჭარის სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს. ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს.
ე) განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად და გამოაქვს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;
ვ) სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტების შემოწმების ჩატარების თაობაზე სპეციალურად ამისთვის სააგენტოს უფროსის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ან წარუდგენს შესაბამის წინადადებებს სააგენტოს უფროსს შემოწმების ჩატარების თაობაზე;
ზ) ხელს აწერს აჭარის სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) წარუდგენს სააგენტოს უფროსს წინადადებებს აჭარის სამსახურის თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) ახორციელებს აჭარის სამსახურისთვის გადაცემული ბეჭდების, შტამპებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების კონტროლს და პასუხისმგებელია მათ შენახვაზე;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა აჭარის სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;
ლ) დადგენილი წესით, ადმინისტრაციული მიწერილობით აცნობებს სამართალდამრღვევ პირებს (ფიზიკური და იურიდიული პირები), მითითებულ გონივრულ ვადაში აღმოფხვრას დარღვევები ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებებისაგან;
მ) აბარებს სააგენტოს უფროსს აჭარის სამსახურის საქმიანობის ანგარიშს;
ნ) მისი დროებით არყოფნის შემთხვევაში სააგენტოს უფროსს განსახილველად წარუდგენს დროებით მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას;
ო) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამაცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს;
მუხლი 5. აჭარის სამსახურის სტრუქტურა
1. აჭარის სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის და სხვა თანამშრომლების მეშვეობით.
2. აჭარის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია მონიტორინგის სამმართველო;
3. აჭარის სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (სამმართველოს) ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
4. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ხელმოწერით ადასტურებს და ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) აჭარის სამსახურის უფროსს წარუდგენს ინფორმაციას სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) წარუდგენს აჭარის სამსახურის უფროსს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
თ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აჭარის სამსახურის უფროსის სხვა დავალებებსა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. სააგენტოს აჭარის სამსახურის სამმართველოში საშტატო ნუსხის შესაბამისად შესაძლებელია შეიქმნეს დანაყოფები, რომლებიც სააგენტოს სამსახურის ხელმძღვანელობის დავალებითა და მათთან კოორდინაციით სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შესაბამის უფლებამოსილებას.
მუხლი 6. აჭარის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს ძირითადი კომპეტენცია
აჭარის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით მონიტორინგის სამმართველოს ძირითადი კომპეტენციაა:
ა) კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) სამოქმედო ტერიტორიის გათვალისწინებით, ლიცენზიის მფლობელების მიერ წარმოდგენილი ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშების განხილვა და ანალიზი;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში, მოითხოვოს შესაბამისი ახსნა-განმარტებები, დაუბრკოლებლად მიიღოს ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხება განვლილ და მიმდინარე საქმიანობას სააგენტოს კონტროლს დაქვემდებარებულ საკითხებზე;
დ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტების, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება და შემოწმება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში მყოფი ნივთები და საგნები. დაუმორჩილებლობის, ასევე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს შესაბამისი იძულებითი ღონისძიებები და გაატაროს შესაბამისი ზომები;
ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, ჩადენილი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა. დამრღვევი პიროვნების დადგენის მიზნით და დადგენილი წესით ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა. სააგენტოს სახელმწიფო კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დაქვემდებარებული ობიექტების შემოწმების ან დათვალიერების პროცესში დადგენილი წესით შესაბამისი აქტის შედგენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები ან ამ მიზნით უზრუნველყოს საქმის მასალების შესაბამის სასამართლოში გადაგზავნა. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსთვის მიყენებული ზიანი და დააკისროს სამართალდამრღვევებს ზიანის ანაზღაურება;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების თაობაზე დასაბუთებული დასკვნის მომზადება და ხელმძღვანელობასთან წინადადებების დაყენების უზრუნველყოფა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით განახორციელოს სინჯების აღება, გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი დარგის სპეციალისტების ან დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევისთვის საკითხის დაყენება, ასევე გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები, ფოტო-ვიდეოაპარატურა, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობები;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართო პირობების დარღვევისას, მათ გამოსასწორებლად შეიმუშაოს წინადადებები გონივრული ვადის განსაზღვრისა და იმ პირობების დადგენის თაობაზე, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის. დადგენილი წესით უზრუნველყოს ადმინისტრაციული მიწერილობის შედგენა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება, მათ შორის, მიწერილობის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
კ) იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დამრღვევი უცნობია, დამრღვევის დადგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა;
ლ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის სანებართვო პირობებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების მონიტორინგი. ამ მიზნით განსახორციელებელი მონიტორინგის გეგმების შემუშავება და სააგენტოს აჭარის სამსახურის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა, ასევე, განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე შესაბამისი ანგარიშების წარმოდგენა ხელმძღვანელობასთან;
მ) კომპეტენციის ფარგლებში წერილობითი მომართვების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და მათში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირების გატარება;
ნ) დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია დააყენოს საკითხი სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ჩართულობის (მონაწილეობის) თაობაზე;
ო) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ან/და აჭარის სამსახურის უფროსის სხვა დავალებების, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 7. აჭარის სამსახურის თანამშრომლები
1. აჭარის სამსახურის უფროსს, აჭარის სამსახურის სამმართველოს თანამშრომლებს აქვს არანორმირებული სამუშაო დღე (საათები). აჭარის სამსახურის სხვა თანამშრომელის მუშაობის პირობები ძირითადად განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამუშაო საათების ნორმების ფარგლებში, ამასთან სამსახურებრივი ინტერესებისა და აჭარის სამსახურის წინაშე დასახული ამოცანების გათვალისწინებით, აუცილებლობის შემთხვევაში, მისი უშუალო უფროსის, აჭარის სამსახურის ან სააგენტოს უფროსის დავალებით, შეიძლება ჩაებან სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაში სამუშაოს ხანგრძლივობის დადგენილი ნორმის ზემოთ (ღამით, უქმე და სადღესასწაულო დღეებში მუშაობისათვის).
2. აჭარის სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია ამ დებულებით ან აჭარის სამსახურის უფროსის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები, მათ შორის სამართალდამრღვევს დააკისროს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
3. აჭარის სამსახურის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, იყენებს სპეციალურ ტანსაცმელს (უნიფორმას), სამსახურებრივი პირადობის მოწმობას, ლუქს, ბეჭედსა და სხვა საშუალებებს.
4. თავისი მოვალეობის შესრულებისას, აჭარის სამსახურის თანამშრომელი გამოიყენებს სატრანსპორტო და მცურავ საშუალებებს.
5. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, მინიჭებული უფლების ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით, აჭარის სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;
6. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში აჭარის სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია იმ გონივრული ვადითა და საქმიანობის იმ ნაწილში შეაჩეროს სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტების საქმიანობა (ასევე სატრანსპორტო, მათ შორის მცურავი საშუალების ან/და მისი ტექნიკური საშუალების ფუნქციონირება), რაც საჭიროა საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების შემოწმებისთვის და დადგენილი წესით განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ზომების გატარება.
7. აჭარის სამსახურის თანამშრომელი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით სააგენტოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
მუხლი 8. აჭარის სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. აჭარის სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
2. აჭარის სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.”.
13. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №3:
„დანართი №3
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შავი ზღვის სამსახურის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შავი ზღვის სამსახური (შემდგომში – შავი ზღვის სამსახური) არის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტერიტორიული ორგანო.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას შავი ზღვის სამსახური წარმოადგენს სააგენტოს.
3. შავი ზღვის სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, სხვა ნორმატიული აქტებით, ამ დებულებით და სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტებით.
4. შავი ზღვის სამსახურის საშტატო ნუსხას ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.
5. შავი ზღვის სამსახურს აქვს სატიტულო ფურცელი (ბლანკი) და ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, ასევე შესაძლებელია ჰქონდეს სხვა შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
6. შავი ზღვის სამსახური ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსის წინაშე.
7. შავი ზღვის სამსახურის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. ბათუმი რუსთაველის 51.
მუხლი 2. შავი ზღვის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია და ძირითადი ამოცანები
1. შავი ზღვის სამსახური სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ძირითადად საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში, ტერიტორიულ ზღვაში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში.
2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში შავი ზღვის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე შავი ზღვის დაბინძურებისა და ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;
ბ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
გ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
დ) ასევე კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.
მუხლი 3. შავი ზღვის სამსახურის უფლებამოსილებები
შავი ზღვის სამსახური უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი:
ა.ა) გემმისადგომების, წყალქვეშა მილსადენებისა და სხვა კომუნიკაციების განთავსებასა და ექსპლუატაციაზე;
ა.ბ) სამშენებლო, ფსკერდასაღრმავებელი, ბურღვითი, ასაფეთქებელი და სხვა სამუშაოების წარმოებისას გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებაზე;
ა.გ) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული “ბალასტური წყლების ფორმის“ წარმოებაზე და გემებიდან იზოლირებული ბალასტური წყლების ზღვაში ჩაშვებაზე;
ა.დ) საზღვაო სივრცეში მიწის მასის ჩაყრაზე, ტოქსიკური და რადიაციული ნივთიერებების ან სხვა ნარჩენებისა და მასალების ჩამარხვაზე;
ა.ე) შავი ზღვის ნავთობპროდუქტებითა და სხვა მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემთხვევაში სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულებაზე;
ა.ვ) ლაბორატორიული კვლევების ჩატარება ნავსადგურებში, საწარმოო ნარჩენების მიმღებ-გადამამუშავებელ ობიექტებზე, მათ შორის მცურავ საშუალებებზე, დამაბინძურებელ (ნავთობშემცველ, ფეკალურ, საყოფაცხოვრებო-ნახმარ წყლებზე და სხვა) და ბალასტურ წყლებზე;
ა.ზ) საწარმოო-დაწესებულების, რომელთაც ჰყავთ შავ ზღვაში მცურავი საშუალებები ან აწარმოებენ მცურავ საშუალებებით ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებს, გამწმენდი ნაგებობებიდან წყლების ზღვაში ჩაშვებაზე;
ა.თ) შავი ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის პირობებისა და თევზჭერის წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე;
ა.ი) შავ ზღვაზე თევზისა და წყლის რესურსების სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების წარმოებისას საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესრულებაზე;
ბ) კონტროლის განხორციელების მიზნით სააგნეტოს კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით შეამოწმოს შესაბამის ობიექტები;
გ) შავ ზღვაში ნავთობითა და სხვა მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემთხვევაში ლაბორატორიული, ინსტრუმენტალური და ვიზუალური მეთოდით განსაზღვროს დაღვრილი ნივთიერებების ოდენობა;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეამოწმოს ფიზიკური და იურიდიული პირები (საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, გარდა სამხედრო და სხვა სპეციალური დანიშნულებისა), მათ შორის საწარმო-დაწესებულებები, ხელოვნური კუნძულები, მეურნეობები, მოწყობილობები და ნაგებობები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიაზე და შეადგინონ შესაბამისი აქტი. ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს საქართველოს საზღვაო ნავსადგურების ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მათი აღჭურვილობის საერთაშორისო სამართლებრივი აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით, ავიდეს ნავსადგურში მდგომ გემებსა და სხვა მცურავ საშუალებებზე და განახორციელოს დათვალიერება ან/და შემოწმება;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით გააჩეროს და შეამოწმოს გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის თევზჭერასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამრღვევი გემები და სხვა მცურავი საშუალებები საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონის ფარგლებში და აცნობოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ნავსადგურის კაპიტანს და სასაზღვრო სამხედრო საზღვაო ძალებს, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გემების და სხვა მცურავი საშუალებების საქმიანობისა და ტვირთის შესახებ;
ვ) დათვალიერების ან შემოწმების პროცესში ფიზიკურ და იურიდიულ პირთაგან კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს ახსნა-განმარტებები, დაუბრკოლებლად მიიღოს ყველა ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია, მათ შორის ცდების, ლაბორატორიული ანალიზების პასუხები, გემის შესაბამისი დოკუმენტების ასლები, ამონაწერები და სხვა მასალები, რომელიც შეეხება განვლილ და მიმდინარე საქმიანობას შავი ზღვის სამსახურის კონტროლს დაქვემდებარებულ საკითხებზე;
ზ) მიიღოს თევზმჭერი ორგანიზაციებიდან ინფორმაცია თევზჭერის მიმდინარეობის შესახებ (მოპოვებული რესურსის და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მისი გადამუშავების შესახებ სახეობებისა და ოდენობების ჩვენებით. აგრეთვე, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მის მომსახურებაში მყოფი მცურავი სატრანსპორტო საშუალებების თაობაზე);
თ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ლიცენზიის მფლობელების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები და, თუ წარმოდგენილი ანგარიშგებით ნათლად არ არის დეკლარირებული ან საერთოდ არ არის მითითებული სალიცენზიო პირობების დაცვის (შესრულების) ფაქტი, მოითხოვოს სალიცენზიო პირობების შესრულების დამადასტურებელი ინფორმაციის გონივრულ ვადაში წარმოდგენა;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით დათვალიერების ან შემოწმების პროცესში შეადგინოს შესაბამისი აქტი, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები ან ამ მიზნით გადააგზავნოს საქმის მასალები შესაბამის სასამართლოში;
ლ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალები კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცეს საგამოძიებო ორგანოებს შემდგომი რეაგირებისათვის დარღვევაში მხილებულ პირთა სხვა სახის პასუხისმგებლობის საკითხის გადასაწყვეტად;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს დასაბუთებული დასკვნა და დააყენოს საკითხი ლიცენზიის ან ნებართვის გაუქმების თაობაზე;
ნ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე უზრუნველყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. დამრღვევი პიროვნების დადგენის მიზნით და კანონით დადგენილ შემთხვევებში, ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, მოპოვებული ბუნებრივი რესურსის, გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად მოახდინოს დათვალიერების ან შემოწმების განხორციელება ბუნებრივი რესურსების მოპოვების, გადატვირთვის ადგილებში ან ტრანსპორტირებისას, ასევე კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ამავე მიზნით, ასევე კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ამოღების (ჩამორთმევის) მიზნით, მოახდინოს ნივთებისა და საგნების დათვალიერება, ზღვაში მცურავი ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების გაჩერება-დათვალიერება, მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმება, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა რეაგირების ზომების გატარება;
პ) იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია სააგენტოს ქვემდებარეობას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დამრღვევი უცნობია, დამრღვევის დადგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა;
ჟ) გარემოს დაბინძურებით, ბუნებრივი რესურსების უკანონო და არარაციონალური გამოყენებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის სახელმწიფოსთვის ასანაზღაურებლად, მათ შორის გემებიდან, ზღვაში აგებული კონსტრუქციებიდან ან პლატფორმებიდან, ნებისმიერი ობიექტიდან, ფიზიკური პირის მიერ მავნე ნივთიერებებით ზღვის წყლის დაბინძურებისას, შავი ზღვის წყლებში მავნე და პათოგენური ორგანიზმების მოხვედრისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსთვის მიყენებული ზიანი და სხვა ადმინისტრაციულ ზომების გამოყენებასთან ერთად დააკისროს დამრღვევ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მათი ანაზღაურება ან/და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში წარადგინოს შესაბამისი სარჩელი სასამართლოში;
რ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართო პირობების დარღვევისას, მათ გამოსასწორებლად განსაზღვროს გონივრული ვადა და დაადგინოს ის პირობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის. დადგენილი წესით უზრუნველყოს ადმინისტრაციული მიწერილობის შედგენა და შესაბამისი პირებისთვის წარდგენის უზრუნველყოფა, ასევე მიწერილობის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
ს) თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში, დააყენოს საკითხი სააგენტოს სხვა დანაყოფების ჩართულობის (მონაწილეობის) თაობაზე;
ტ) ზღვაში გარემოსდაცვითი, მათ შორის თევზჭერასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დამრღვევი გემისა და სხვა მცურავი საშუალების დევნისა და დაკავებისას, გადაუდებელი აუცილებლობისას, დადგენილი წესით ისარგებლოს საქართველოს დროშით მცურავი საზღვაო ტრანსპორტით (მიუხედავად მისი საკუთრების და სამართლებრივი ფორმისა) და რადიოკავშირის საშუალებებით, აგრეთვე ამ მიზნით დახმარება სთხოვონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის საზღვაო ქვედანაყოფებსა და ხომალდებს;
უ) ქვეყნის და ქვეყნის გარეთ შესაბამის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაამყაროს ურთიერთობები და სააგენტოს უფროსთან შეთანხმებით გააფორმოს ხელშეკრულებები ან შეიმუშავოს და წარუდგინოს შესაბამისი წინადადებები;
ფ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს იმ სამართლებრივი აქტების პროექტთა მომზადებაში, რომელიც უშუალოდ ეხება შავი ზღვის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ქ) სახელმწიფო კონტროლის პროცესში დადგენილი წესით განახორციელოს სინჯების აღება, გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დასკვნების მომზადება, ასევე ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი დარგის სპეციალისტების ან დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევისთვის საკითხის დაყენება, ასევე გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები, ფოტო-ვიდეოაპარატურა, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობები;
ღ) კომპეტენციის ფარგლებში წერილობითი მომართვების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და მათში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირების გატარება;
ყ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 4. შავი ზღვის სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზაცია
1. შავი ზღვის სამსახურს ხელძღვანელობს უფროსი, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
2. შავი ზღვის სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია შავი ზღვის სამსახურზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია შავი ზღვის სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვის, მიზნობრივად და კანონიერად გამოყენებისთვის;
გ) აწესრიგებს შავი ზღვის სამსახურის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
დ) წარმოადგენს შავი ზღვის სამსახურს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, სასამართლოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას. ანიჭებს შავი ზღვის სამსახურის თანამშრომლებს წარმომადგენლობას (მათ შორის სასამართლო ორგანოებში);
ე) დადგენილი წესით, სააგენტოს უფროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს შავი ზღვის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამშრომლების კომპეტენციებს ან მიზნით წარმოადგენს შესაბამის წინადადებებს სააგენტოს უფროსთან;
ვ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს. ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს;
ზ) განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად და გამოაქვს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, მათ შორის რეგულირების ობიექტს აკისრებს დადგენილი წესით განსაზღვრულ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ან/და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში წარადგენს შესაბამის სარჩელს სასამართლოში;
თ) შავი ზღვის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტების შემოწმების ჩატარებასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს შავი ზღვის სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს და გარემოს დაბინძურებით, ბუნებრივი რესურსების უკანონო გამოყენებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელებს.
კ) წარუდგენს სააგენტოს უფროსს წინადადებებს შავი ზღვის სამსახურის თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ლ) ახორციელებს შავი ზღვის სამსახურისთვის გადაცემული ბეჭდების, შტამპებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების კონტროლს და პასუხისმგებელია მათ შენახვაზე;
მ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა შავი ზღვის სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;
ნ) დადგენილი წესით, ადმინისტრაციული მიწერილობით აცნობებს შესაბამის პირებს (ფიზიკური და იურიდიული პირები), მითითებულ გონივრულ ვადაში აღმოფხვრას დარღვევები ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებებისაგან;
ო) აბარებს სააგენტოს უფროსს შავი ზღვის სამსახურის საქმიანობის ანგარიშს;
პ) ანაწილებს შავი ზღვის სამსახურის უფლებამოსილ თანამშრომელთა შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს განსახილველად;
ჟ) მისი დროებით არყოფნის შემთხვევაში სააგენტოს უფროსს განსახილველად წარუდგენს დროებით მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას;
რ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამაცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
3. შავი ზღვის სამსახურის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს შავი ზღვის სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
მუხლი 5. შავი ზღვის სამსახურის სტრუქტურა
1. შავი ზღვის სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით, რომელთა უფლებამოსილებები სამოქმედო ტერიტორიის გათვალისწინებით განისაზღვრება ამ დებულების შესაბამისად.
2. შავი ზღვის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ბათუმის სამმართველო;
ბ) ფოთის სამმართველო.
3. შავი ზღვის სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (სამმართველოს) ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
4. შავი ზღვის სამსახურის სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე;
გ) აწესრიგებს სამმართველოს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
დ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომელბის მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
ე) განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად და გამოაქვს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, მათ შორის სამართალდამრღვევს აკისრებს დადგენილი წესით განსაზღვრულ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას;
ვ) აბარებს შავი ზღვის სამსახურის უფროსს სამმართველოს საქმიანობის ანგარიშს;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) ანაწილებს სამმართველოს უფლებამოსილ თანამშრომელთა შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს განსახილველად;
ი) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
5. შავი ზღვის სამსახურის სამმართველოებს გააჩნია ბეჭედი თავისი სახელწოდებით, რომელიც გამოიყენება ლაბორატორიული სინჯებისა და მიღებული ანალიზის პასუხების, ასევე სამმართველოს მიერ შექმნილი დოკუმენტების ასლების დასამოწმებლად.
მუხლი 6. შავი ზღვის სამსახურის თანამშრომლები
1. შავი ზღვის სამსახურის უფროსს, შავი ზღვის სამსახურის სამმართველოების თანამშრომლებს აქვს არანორმირებული სამუშაო დღე (საათები).შავი ზღვის სამსახურის სხვა თანამშრომელის მუშაობის პირობები ძირითადად განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამუშაო საათების ნორმების ფარგლებში, ამასთან სამსახურეობრივი ინტერესებისა და შავი ზღვის სამსახურის წინაშე დასახული ამოცანების გათვალისწინებით, აუცილებლობის შემთხვევაში, მისი უშუალო უფროსის, შავი ზღვის სამსახურის ან სააგენტოს უფროსის დავალებით, შეიძლება ჩაებან სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაში სამუშაოს ხანგრძლივობის დადგენილი ნორმის ზემოთ (ღამით, უქმე და სადღესასწაულო დღეებში მუშაობისათვის).
2. შავი ზღვის სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია ამ დებულებით ან შავი ზღვის სამსახურის უფროსის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები, მათ შორის სამართალდამრღვევს დააკისროს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
3. შავი ზღვის სამსახურის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას გამოიყენებს სპეციალურ ტანსაცმელს (უნიფორმას), სამსახურებრივი პირადობის მოწმობას, ლუქს, ბეჭედსა და სხვა საშუალებებს.
4. თავისი მოვალეობის შესრულებისას შავი ზღვის სამსახურის თანამშრომელი გამოიყენებს სატრანსპორტო და მცურავ საშუალებებს;
5. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, მინიჭებული უფლების ფარგლებში, შავი ზღვის სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;
6. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში შავი ზღვის სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია იმ გონივრული ვადითა და საქმიანობის იმ ნაწილში შეაჩეროს შესაბამისი ობიექტების საქმიანობა (მათ შორის მცურავი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი ტექნიკური საშუალების ფუნქციონირება), რაც საჭიროა საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების შემოწმებისთვის და დადგენილი წესით განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ზომების გატარება.
7. შავი ზღვის სამსახურის თანამშრომელი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით სააგენტოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
მუხლი 7. შავი ზღვის სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. შავი ზღვის სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
2. შავი ზღვის სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 2 ივლისის №24 ბრძანება“;
ბ) „გარემოს დაცვის ინსპექციის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის №51 ბრძანება”.
მუხლი 3. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს 2011 წლის 15 მაისიდან.
ა. ხეთაგური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები