საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის დაქვემდებარებიდან გასამხედროებული სამთო-მაშველი ნაწილების შტაბის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაცემის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 683
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 21/10/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/10/1996
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.000.
  • Word
683
21/10/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/10/1996
010.340.000.05.002.000.
საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის დაქვემდებარებიდან გასამხედროებული სამთო-მაშველი ნაწილების შტაბის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაცემის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №683

1996 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის დაქვემდებარებიდან გასამხედროებული სამთო-მაშველი ნაწილების შტაბის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაცემის შესახებ

1. ქვეყანაში საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისა და პარალელური სტრუქტურების ლიკვიდაციის მიზნით საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის დაქვემდებარებიდან საქართველოს გასამხედროებული სამთო-მაშველი ნაწილების შტაბი 1996 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტს მის ბალანსზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონებით, რიცხოვნობითა და დაფინანსებით.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის გასამხედროებული სამთო-მაშველი ნაწილების შტაბსა და მის ქვედანაყოფებს შეუნარჩუნდეთ ადრე არსებული შრომის ანაზღაურების პირობები და მათზე მოქმედი ყველა ნორმატიული დოკუმენტი.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. თარგამაძე) შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელობასთან ერთად უზრუნველყოს პირდაპირი სამეურნეო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების აუცილებელი შესრულება დადგენილ ვადაში, რათა არ მოიშალოს სამთო-მაშველი ნაწილების შტაბისა და მისი საქვეუწყებო ქვედანაყოფების ნორმალური ფუნქციონირება.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მისდამი დაქვემდებარებულმა საგანგებო სიტუაციათა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტმა მიიღონ ცნობად, რომ გასამხედროებული სამთო-მაშველი ნაწილების შტაბის ძირითადი საქმიანობა განსაზღვრულია „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის დებულებისა და სტრუქტურის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 22 ივლისის №477 ბრძანებულებით.

ე. შევარდნაძე