დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის აპარატისა და სააქციო საზოგადოება ,,აისბერგს" შორის 1995 წლის 16 აგვისტოს საკრედიტო შეთანხმების პროლონგაციის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 670 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 14/10/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/10/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 330.110.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №670
1996 წლის 14 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის აპარატსა და სააქციო საზოგადოება „აისბერგს“ შორის 1995 წლის 16 აგვისტოს საკრედიტო შეთანხმების პროლონგაციის შესახებ
„საქართველოს 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 თებერვლის №162 ბრძანებულების მე-8 პუნქტის შესაბამისად:
1. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის აპარატსა და სააქციო საზოგადოება „აისბერგს“ შორის 1995 წლის 16 აგვისტოს საკრედიტო შეთანხმების ერთ-ერთ მხარედ (კონტრაგენტად), ნაცვლად ყოფილი მინისტრთა კაბინეტის აპარატისა მიჩნეულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
2. ქვეყნის სამომხმარებლო ბაზრის სასურსათო პროდუქტებით უზრუნველყოფისა და ამ საქმეში სააქციო საზოგადოება „აისბერგის“ მიერ გაწეული უწყვეტი მუშაობის ციკლის შენარჩუნების მიზნით, დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (დ.იაკობიძე) ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს სააქციო საზოგადოება „აისბერგთან“ შეთანხმებით უზრუნველყოს 1995 წლის 16 აგვისტოს საკრედიტო შეთანხმების პროლონგაცია.
3. ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესასრულებლად:
გაფორმდეს 1995 წლის 16 აგვისტოს საკრედიტო შეთანხმების დამატება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სააქციო საზოგადოება „აისბერგს“ შორის შეთანხმების საფუძველზე;
საკრედიტო შეთანხმების დამატებაში ძირითად მოთხოვნად გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო კრედიტით სარგებლობისა და დაბრუნების ვადის გახანგრძლივება 1996 წლის 31 დეკემბრამდე;
კრედიტის სარგებლობის საპროცენტო განაკვეთი წლიურზე გაანგარიშებით განისაზღვროს 20 პროცენტის ოდენობით.
4. ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაევალოთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები