საქართველოს სამხედრო ძალებისათვის რეზერვის ოფიცრებად სტუდენტთა მომზადების დამატებით ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოს სამხედრო ძალებისათვის რეზერვის ოფიცრებად სტუდენტთა მომზადების დამატებით ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 629
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 23/09/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/09/1996
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.05.002.000.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
629
23/09/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/09/1996
120.340.000.05.002.000.
საქართველოს სამხედრო ძალებისათვის რეზერვის ოფიცრებად სტუდენტთა მომზადების დამატებით ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/09/1996 - 07/05/1997)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №629

1996 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სამხედრო ძალებისათვის რეზერვის ოფიცრებად სტუდენტთა მომზადების დამატებით ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს სამხედრო ძალებისათვის უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში რეზერვის ოფიცრად სტუდენტთა სამხედრო მომზადების მოწესრიგების მიზნით:

1. გაგრძელდეს რეზერვის ოფიცრებად სტუდენტთა სამხედრო მომზადება: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, თბილისის ეკნომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის, ქუთაისის ნ.მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტის, თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტისა და თბილისის ა. ბენაშვილის სახელობის ტოპოგრაფიული ტექნიკუმის სამხედრო კათედრებზე.

შეიქმნას სამხედრო კათედრები და დაწესდეს რეზერვის ოფიცრებად სტუდენტთა სამხედრო მომზადება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ სამხედრო აკადემიას (თ.შუბლაძე) ბათუმის საზღვაო აკადემიის გაერთიანებული სამხედრო აკადემიის საზღვაო ფილიალში, გარდა კადრის ოფიცრებისა, საზღვაო აკადემიის კურსანტთაგან მოამზადოს რეზერვის ოფიცრები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საზღვაო ძალებისათვის.

2. აღნიშნულ სასწავლებლებში რეზერვის ოფიცრებად სტუდენტთა სამხედრო მომზადება განხორციელდეს ამავე სასწავლებლის დღის დასწრებულ განყოფილებათა სტუდენტი ვაჟების (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში – აგრეთვე ქალებისა) პირადი განცხადების საფუძველზე.

რეზერვის ოფიცრებად სამხედრო მომზადებისათვის არ იქნენ გათვალისწინებული სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ უმაღლესი სასწავლებლების ფასიან სექტორებზე, ფილიალებში, სხვა ქალაქების სასწავლებლებში და ფაკულტეტებზე, აგრეთვე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისები.

3. საქართველოს საშუალო სასწავლებლებისათვის სამხედრო ხელმძღვანელთა მოსამზადებლად საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნას დაწყებითი სამხედრო მომზადებისა და ფიზიკური აღრზდის ფაკულტეტები სპეციალობით დაწყებითი სამხედრო მომზადება და ფიზიკური აღზრდა. აღნიშნულმა ფაკულტეტებმა ყოველწლიურად გამოუშვან 50 კაცი. ფაკულტეტებზე აბიტურიენტთა შერჩევა განახორციელონ ამ სასწავლებლების, სამხედრო ნაწილებისა და სამხედრო კომისარიატების წარმომადგენლებმა იმ პირთაგან, რომლებიც ამთავრებენ სამხედრო სამსახურს ან დაამთავრეს სამხედრო სამსახური.

ფაკულტეტებზე სწავლება დაიწყოს 1997-1998 სასწავლო წლიდან.

გაგრძელდეს ამავე სპეციალობით და წესით სამხედრო ხელმძღვანელთა მომზადება თელავის ი.გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში.

4. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ვ.ნადიბაიძე) საქართველოს განათლების სამინისტროსთან (თ.კვაჭანტირაძე) შეთანხმებით ერთ თვეში დაადგინოს სამხედრო სპეციალობები, რომელთა მიხედვით სტუდენტები (ტექნიკუმის მოსწავლეები) შესაბამის სამხედრო კათედრებზე დაექვემდებარებიან სამხედრო სწავლებას, ამასთანავე გაითვალისწინოს სამხედრო სწავლება იმ სამოქალაქო სპეციალობათა მიხედვით, რომლებიც ენათესავებიან სამხედრო სპეციალობებს, განსაზღვროს ახალი სამხედრო სპეციალობებზე გადასვლისა და გაუქმებულ სამხედრო სპეციალობებზე სწავლების შეწყვეტის ვადები.

5. საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს განათლების სამინისტროებმა:

– განახორციელონ რეზერვის ოფიცრებად სტუდენტთა სამხედრო მომზადების საერთო ხელმძღვანელობა;

– მიიღონ საჭირო ზომები სამხედრო კათედრების სასწავლო პროგრამებით, ტაბელებით, სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოებითა და მასალებით უზრუნველყოფა;

– გაუწიონ სამხედრო კათედრებს დახმარება შესაბამისი სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნაში.

6. მიზანშეწონილად ჩაითვალოს საქართველოს განათლების სამინისტროში სამხედრო მომზადების განყოფილების აღდგენა 5 საშტატო ერთეულით (მათ შორის – 3 კადრის ან რეზერვის ოფიცერი).

7. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (დ.იაკობიძე) 1997 წლის ცენტრალური ბიუჯეტის ფორმირებისას საქართველოს თავდაცვისა და განათლების სამინისტროების მიერ წარმოდგენილი გაანგარიშების საფუძველზე გაითვალისწინოს შესაბამის ასიგნებათა გამოყოფა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამხედრო კათედრების ჩამოსაყალიბებლად და ახლად შექმნილ ფაკულტეტებზე დაწყებითი სამხედრო მომზადებისა და ფიზიკური აღზრდის სპეციალობით სტუდენტების მოსამზადებლად, აგრეთვე საქართველოს განათლების სამინისტროში სამხედრო მომზადების განყოფილების აღსადგენად.

8. საქართველოს სამხედრო ძალების ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში რეზერვის ოფიცრებად სტუდენტთა სამხედრო მომზადების შემოღება ან მისი გაუქმება განხორციელდეს საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს განათლების სამინისტროების წინადადებათა საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

9. გაუქმდეს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 6 აპრილის №398 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ივლისის №455 და საქართველო-საფრანგეთის ერთობლივი უმაღლესი სასწავლებლის ESM თბილისის სტუდენტთა სამხედრო მომზადების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 10 ივნისის №353 დადგენილებანი.

10. ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაევალოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს (ნ.საჯაია).

ე. შევარდნაძე