საქართველოს სატყეო მეურნეობის დარგში არსებული მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოს სატყეო მეურნეობის დარგში არსებული მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 608
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 16/09/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/09/1996
სარეგისტრაციო კოდი 390.050.000.05.002.000.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
608
16/09/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/09/1996
390.050.000.05.002.000.
საქართველოს სატყეო მეურნეობის დარგში არსებული მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/09/1996 - 18/08/1997)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №608

1996 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სატყეო მეურნეობის დარგში არსებული მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

უკანასკნელ წლებში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა ეროვნული მეურნეობის სხვა დარგებთან ერთად მნიშვნელოვნად შეანელა სატყეო მეურნეობის დარგის განვითარების ტემპი.მკვეთრად გაიზარდა დისბალანსი ტყის რესურსების კვლავწარმოების, ტყითსარგებლობასა და მოხმარებას შორის. მიუხედავად საქართველოს ტერიტორიის მაღალი ტყიანობის დონისა, ქვეყანაში ტყის მერქნის რესურსებით სარგებლობის მნიშვნელოვანი დეფიციტი აღინიშნება. იზრდება უკანონო ჭრების მოცულობა.

ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკურ ურთიერთობათა დამკვიდრებამ დღის წესრიგში დააყენა ტყის მეურნეობის გაძღოლისა და ტყის რესურსების გამოყენებისადმი პრინციპულად ახლებური მიდგომა. საჭიროა დარგში შემუშავდეს მისი განვითარების გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამა, რომელშიც გათვალისწინებულ იქნება ტყეების დაცვის, აღდგენისა და ექსპლუატაციის გაუმჯობესების ძირითადი საკითხები.

სატყეო მეურნეობის დარგის საწარმოო-ეკონომიკური ფუნქციონირების ძირეული გაუმჯობესების მიზნით:

1. მთავრობის 1996 წლის 31 აგვისტოს გაფართოებულ სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით სატყეო დარგის აღორძინებისა და მისი შემდგომი განვითარების სახელმწიფო პროგრამის შემუშავების მიზნით შეიქმნას სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ნიკო ლეკიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

თემურ ბასილია – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკური რეფორმების საკითხებში

ვახტანგ ბურკაძე – აგროსამრეწველო კომპლექსის ეკონომიკისა და მართვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი

ავთანდილ გელაძე – საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი

გიორგი გიგაური – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის დირექტორი

ბაკურ გულუა – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი

გრიგოლ დათუნაიშვილი – სახელმწიფო კანცელარიის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი

ომარ ვაშაკიძე – საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის აგროსამრეწველო კომპლექსის განყოფილების გამგე

კონსტანტინე ზალდასტანიშვილი – საქართველოს ვაჭრობისა და საგარეოეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი

დავით ზუბიტაშვილი – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი

კახა თარგამაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

დავით იაკობიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

თეიმურაზ კანდელაკი – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სატყეო ეკონომიკისა და ხე-ტყის გადამუშავების კათედრის გამგე

როზა ლორთქიფანიძე – საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

ვალერიან მეტრეველი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი

თევდორე ნინიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ვლადიმერ პაპავა – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი

ალექსანდრე შუშანაშვილი – საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე

ვალერი ჩხეიძე – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

ნინო ჩხობაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი

გივი ჯაფარიძე – საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.

2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა მხარეებში და რაიონების გამგებლებმა.

3. კომისიამ მიმდინარე წლის ბოლომდე წარმოადგინოს სატყეო მეურნეობის დარგის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რომელშიც დასახული იქნება ტყეების დაცვის, აღდგენისა და ექსპლუატაციის ძირეული გაუმჯობესების ღონისძიებები.

4. საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტმა უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული მოცულობის ფარგლებში მოვლითი ჭრების, როგორც ტყის გაჯანსაღებისათვის საჭირო ღონისძიების განხორციელება. დამზადებული ხე-ტყის პროდუქციის რეალიზაცია სატყეო მეურნეობის სისტემის ორგანიზაციებმა აწარმოონ სატყეო ვაჭრობის, აუქციონებისა და ბირჟების მეშვეობით.

5. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (თ. ნინიძე) სატყეო მეურნეობის სისტემის ტყის დაცვის მუშაკებისათვის სასამსახურო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების აღდგენის მიზნით ერთ თვეში მოამზადოს სათანადო კანონპროექტი ცეცხლსასროლი იარაღის შესახებკანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე.

6. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (დ. იაკობიძე):

– ტყის ფონდის კადასტრის შედგენის, ტყის მეურნეობის გაფართოებული კვლავწარმოებისა და მავნებლებისაგან დაცვის ღონისძიებათა განხორციელებისათვის, აგრეთვე სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სრული დაკომპლექტებისა და საოპერაციო ხარჯებისათვის გაითვალისწინოს შესაბამისი დაფინანსება 1997 წლის ბიუჯეტის პროექტის შედგენისას;

– განიხილოს სატყეო მეურნეობის დარგში დასაქმებულ მუშათა კატეგორიისათვის შრომის ანაზღაურების მეთვარამეტე თანრიგის შესაბამისი დღიური სატარიფო განაკვეთის დაწესების საკითხი.

ე. შევარდნაძე