საქართველოს სატყეო მეურნეობის დარგის აღორძინებისა და მისი შემდგომი განვითარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ

  • Word
საქართველოს სატყეო მეურნეობის დარგის აღორძინებისა და მისი შემდგომი განვითარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 782
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 31/12/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 24, 31/12/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 09/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
782
31/12/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 24, 31/12/1997
000000000.00.000.000000
საქართველოს სატყეო მეურნეობის დარგის აღორძინებისა და მისი შემდგომი განვითარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/1997 - 28/08/1998)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №782

1997 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სატყეო მეურნეობის დარგის აღორძინებისა და მისი შემდგომი განვითარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ

ტყის – ეროვნული საუნჯის მოვლა, დაცვა, აღდგენა-განახლება და მისი რესურსების მრავალმიზნობრივი გამოყენება ეკოლოგიურად მდგრადი განვითარების პრინციპების საფუძველზე ამჟამად განსაკუთრებულ სახელმწიფოებრივ მზრუნველობასა და მხარდაჭერას საჭიროებს. ბოლო წლებში ქვეყანაში შექმნილი ენერგოკრიზისის და სხვა უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გავლენით შეიქმნა დიდი სიძნელეები ტყის მასივების დაცვის, მათი აღდგენის და ტყითსარგებლობის სფეროში. მიუხედავად აღნიშნულისა, ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა ტყის აღდგენა-განახლებისა და მოვლის სამუშაოები; ამასთან შემცირდა ტყის უკანონო ჭრების შემთხვევები.

ტყეების შენარჩუნების, მათი ეკოლოგიური და სოციალური ფუნქციების გაუმჯობესების, სატყეო მეურნეობის დარგის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით შემუშავდა სახელმწიფო პროგრამა.

1. მოწონებულ იქნეს და დამტკიცდეს საქართველოს სატყეო მეურნეობის დარგის აღორძინებისა და მისი შემდგომი განვითარების სახელმწიფო პროგრამა – სახელმწიფო ეროვნული პროგრამა ტყე.

პროგრამის განხორციელება ჩაითვალოს ქვეყნის გარემოს დაცვის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური სტაბილიზაციისათვის გასატარებელ ღონისძიებათა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად.

2. საქართველოს სატყეო მეურნეობის დარგის აღორძინებისა და მისი შემდგომი განვითარების სახელმწიფო ეროვნული პროგრამის დამტკიცებასთან დაკავშირებით გაუქმდეს საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 სექტემბრის №608 ბრძანებულებით შექმნილი სატყეო დარგის აღორძინებისა და მისი შემდგომი განვითარების სახელმწიფო პროგრამის შემმუშავებელი კომისია.

3. საქართველოს სატყეო მეურნეობის დარგის განვითარების სახელმწიფო ეროვნული პროგრამის განხორციელების კოორდინაციისა და კონტროლის, სატყეო სტრატეგიის სისტემატური სრულყოფის მიზნით შეიქმნას სატყეო დარგის განვითარების ხელშემწყობი საკოორდინაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ნიკო ლეკიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

თამაზ აგლაძე – საქართველოს მრეწველობის მინისტრი

თემურ ბასილია – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკური რეფორმების საკითხებში

ზურაბ გეგეჭკორი – საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

გიორგი გიგაური – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის დირექტორი

ბაკურ გულუა – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი

გრიგოლ დათუნაიშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური სამსახურის ოფლის მეურნეობის, სურსათის და გარემოს დაცვის განყოფილების უფროსი

კონსტანტინე ზალდასტანიშვილი – საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი

დავით ზუბიტაშვილი – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი

კახა თარგამაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

თეიმურაზ კანდელაკი – საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი

თევდორე ნინიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ვლადიმერ პაპავა – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი

დოდო ყარაულაშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოციოლოგიური სამსახურის უფროსი

მალხაზ ჩაჩავა – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

ნინო ჩხობაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი

მიხეილ ჭკუასელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გივი ჯაფარიძე – საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.

4. სატყეო დარგის განვითარების ხელშემწყობმა საკოორდინაციო კომისიამ:

ა) პერიოდულად მოისმინოს საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის, შესაბამისი სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ინფორმაციები სატყეო დარგის განვითარების სახელმწიფო ეროვნული პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულების თაობაზე;

ბ) შეიმუშაოს პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფის ეკონომიკური მექანიზმი წლების მიხედვით დამტკიცებულ მოცულობათა ფარგლებში, რისთვისაც გააქტიუროს მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან სატყეო დარგის განვითარების მხარდაჭერისათვის ინვესტიციების მოსაზიდად;

გ) მეცნიერების რეკომენდაციების საფუძველზე, საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშაოს და დაამტკიცოს მერქნის უდანაკარგოდ დამუშავებისა და გამოყენების მრავალწლიანი პროგრამა, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ავეჯის წარმოებისა და ხე-ტყის გადამმუშავებელი მრეწველობის განვითარებას;

დ) შექმნას ქვეკომისიები ცალკეული მიმართულებების მიხედვით, მათ შორის ერთ-ერთი – ტყის რესურსების შესანარჩუნებლად მოსახლეობის ენერგომატარებლებით მომარაგების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების გატარების მიზნით.

5. ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო ადმინისტრაციების, ქალაქებისა და რაიონების ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებმა ქმედითი დახმარება გაუწიონ საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემის ორგანიზაციებს სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულებაში.

6. საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტმა (გ. ჯაფარიძე) უზრუნველყოს:

ა) საზოგადოების ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ინტერესების შერწყმის საფუძველზე ტყეების დაცვის, კვლავწარმოებისა და ტყის რესურსებით სარგებლობის სფეროში ერთიანი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის განხორციელება;

ბ) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვ.გულისაშვილის სახელობის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტთან ერთად ტყის საშიში მავნებლების გავრცელების კერებში და მიმდებარე ტერიტორიებზე ტყეების დეტალური პათოლოგიური გამოკვლევების ჩატარება ამ მავნებლების რიცხობრიობის პროგნოზირებისათვის. მათ წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრიგებული ღონისძიებების დასახვა;

გ) ტყის რესურსების სრული გამოვლენა, სამეურნეო ბრუნვაში მაქსიმალური ჩართვა და რაციონალური სარგებლობა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მოსახლეობის სათბობი შეშით შესაძლებლობის ფარგლებში შეუფერხებელი მომარაგების საკითხს, ამ მიზნით აამოქმედოს კომპლექსურ ღონისძიებათა სისტემა, რომელიც ტყისათვის ზიანის მიყენების გარეშე გაზრდის საშეშე მერქნის პროდუქციის მოცულობას;

დ) ქვეყანაში სატყეო ბაზრის შექმნა და მისი ფუნქციონირების ხელისშეწყობა ტყის მერქნული და არამერქნული რესურსების, ხე-ტყის გადამუშავების პროდუქციის რეალიზაციის მოწესრიგების მიზნით. ამ პროცესში კერძო მეწარმეების მოზიდვა და მათ მიერ სათანადო ინვესტირება;

ე) სატყეო მეურნეობის სისტემის ორგანიზაციებსა და საწარმოებში საკუთარი შემოსავლების ეტაპობრივი ზრდა და მისი ხვედრითი წილის გადიდება ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ დაფინანსებაში;

ვ) პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების სრულად განხორციელების საფუძველზე ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და დარგში დასაქმებული მუშა-მოსამსახურეთა სოციალური დაცვის მექანიზმის ამოქმედება;

ზ) მეტყევეთა, როგორც ერთ-ერთი პრივილიგიური პროფესიის მოსამსახურეთა, სტატუსის ამაღლების, მათი მორალური და ეკონომიკური სტიმულირების (წოდებების მინიჭება, ნამსახურობისათვის შრომის ანაზღაურების გაზრდა, სახელმწიფო ჯილდოების გადაცემა) მიზნით ორ თვეში შესაბამისი პროგრამის შემუშავება და დამტკიცება.

7. ეთხოვოთ საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციას (ა. გოგელია) და სხვა საინფორმაციო საშუალებებს ფართო პროპაგანდა გაუწიონ სატყეო მეურნეობის აღორძინებისა და მისი შემდგომი განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების საქმეს.

ე. შევარდნაძე