საქართველოს მთავრობისათვის ნიდერლანდების მთავრობის მიერ გამოყოფილი დამატებითი გრანტის გამოყენების შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობისათვის ნიდერლანდების მთავრობის მიერ გამოყოფილი დამატებითი გრანტის გამოყენების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 548
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 20/08/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/08/1996
სარეგისტრაციო კოდი 190.020.060.05.002.000.
  • Word
548
20/08/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/08/1996
190.020.060.05.002.000.
საქართველოს მთავრობისათვის ნიდერლანდების მთავრობის მიერ გამოყოფილი დამატებითი გრანტის გამოყენების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №548

1996 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობისათვის ნიდერლანდების მთავრობის მიერ გამოყოფილი დამატებითი გრანტის გამოყოფის შესახებ

ქვეყანაში მიმდინარე სამეურნეო პროცესები, რაც გამოიხატება ეკონომიკური ვარდნის შეჩერებით და ერთობლივი შიდა პროდუქტის წარმოების ზრდით, მიმდინარეობს ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, რაც ქმნის მეურნეობის განვითარების დასახული ტემპების შეფერხების საშიშროებას.

ჰიდროენერგორესურსების მომჭირნეობით ხარჯვისა და ქვეყანაში ენერგეტიკული პოტენციალის ეფექტიანი გამოყენებისათვის:

1. საქართველოს მთავრობისთვის ნიდერლანდების მთავრობის მიერ გამოყოფილი დამატებითი გრანტი (8 მილიონი ჰოლანდიური გულდენი) მიმართულ იქნეს მაზუთის შესაძენად „თბილსრესის“ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კრედიტის სახით გამოუყოს „საქენერგოგენერაციას“ 8 მილიონი ჰოლანდიური გულდენი ერთი წლით 20-პროცენტიანი წლიური სარგებლობით და სესხის მომსახურებისათვის ერთი პროცენტის სარგებლობის გადახდით.

3. „თბილსრესის“ შეუფერხებელი მუშაობისათვის საჭირო მაზუთის შემოსატანად გამართულ კონკურსში მონაწილეობის უფლება შეუზღუდავად ეძლევა ყველა სამეურნეო ერთეულს.

კონკურსში მონაწილეობისა და გამარჯვებულის გამოვლენის პირობებს განსაზღვრავს საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ფინანსთა სამინისტოსთან ერთად.

4. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ (დ. ზუბიტაშვილი) საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელი ადეკვატური ფორმებით განახორციელოს კრედიტის გამოყოფილი თანხების ათვისების კონტროლი.

ე. შევარდნაძე