დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოში მედიცინის მეცნიერების მართვისა და დაფინანსების სისტემის სრულფყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 378 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 11/06/1996 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 28/06/1996 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.05.002.000. |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/06/1996 - 13/07/2012)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №378
1996 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოში მედიცინის მეცნიერების მართვისა და დაფინანსების სისტემის სრულყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
საქართველოში მიმდინარე ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მედიცინის მეცნიერების გადარჩენისა და განვითარებისათვის გამიზნული საქმიანობა.
ქვეყანაში არსებობს სამედიცინო პროფილის 31 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და მათთან გათანაბრებული დაწესებულება (სამედიცინო უნივერსიტეტისა და სამედიცინო აკადემიის ჩათვლით), სადაც მუშაობს 5824 მეცნიერი თანამშრომელი, მათ შორის არის 117 სამედიცინო და ბიოლოგიური პროფილის სხვადასხვა აკადემიის წევრი, 122 პროფესორი, 291 მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, 1244 მედიცინის მეცნიერების კანდიდატი. 1990-1995 წლებში დაცულია 341 საკანდიდატო და 136 სადოქტორო დისერტაცია, რეგისტრირებულია 104 გამოგონება და 56 რაციონალიზატორული წინადადება, გამოიცა 167 მეთოდური რეკომენდაცია და ინსტრუქცია.
ქვეყანაში შექმნილი რთული პირობების გამო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა დღემდე არსებული სრული საბიუჯეტო დაფინანსება ვერ აკმაყოფილებს ვერც შემკვეთის (ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო) და ვერც შემსრულებლის (სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება) მოთხოვნებს.
ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეორიენტაციის მეორე ეტაპის ღონისძიებათა წარმატებით განხორციელების, არსებული პროცესების რეგულირების, მედიცინის მეცნიერების გადარჩენისა და განვითარების მიზნით:
1. მედიცინის მეცნიერების პრიორიტეტულ მიმართულებებად უახლოესი 3-5 წლისათვის მიჩნეულ იქნეს:
– ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმის მეცნიერული უზრუნველყოფა;
– სამედიცინო განათლების მეცნიერული უზრუნველყოფა;
– ეროვნული 3-5-წლიანი პროგრამების შემუშავება და დანერგვა (მაგ.: კიბოს, ტუბერკულოზის, შიდსის, მაღალი წნევის და ა.შ.);
– არსებული ფედერალური და მუნიციპალური პროგრამების მეცნიერული უზრუნველყოფა;
– გამოკვლევები, რომლებიც სწრაფად იძლევა ეფექტს და უკუგებას (ეპიდემიოლოგიური და საინფორმაციო გამოკვლევები).
2. შეიცვალოს მედიცინის მეცნიერების დაფინანსების წესი შემდეგი პრინციპებით:
– დაფინანსდეს კონკრეტული მეცნიერული თემა და არა დაწესებულება;
– თემების დაფინანსება მოხდეს გრანტული სისტემით, კონკურსის შედეგების შეფასება განხორციელდეს საექსპერტო კომისიების მიერ;
– თემის ფინანსების განკარგვის უფლება დადგენილი წესით მიეცეს მის ხელმძღვანელს.
3. სამედიცინო პროფილის ყველა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაზე, განურჩევლად უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა, გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული წესები და პირობები.
4. სამედიცინო პროფილის ყველა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, განურჩევლად უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა, 1996 წლის 31 დეკემბრამდე გადავიდეს სამეურნეოანგარიშიან ურთიერთობებზე საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული განრიგის შესაბამისად.
5. სახელმწიფო სამედიცინო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ფუნქციონირების იურიდიულ-სამართლებრივ ფორმად განისაზღვროს სახაზინო საწარმო და მისი საქმიანობა განხორციელდეს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები