დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის 1996 წლის 26 მარტს დადებული შეთანხმების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 307 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 07/05/1996 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/05/1996 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.140.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №307
1996 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის 1996 წლის 26 მარტს დადებული შეთანხმებების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. ვინაიდან „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის სავაჭრო ნაოსნობის შესახებ“ და „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის 1996-1997 წლებში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ არ საჭიროებენ საქართველოს პარლამენტის რატიფიცირებას, მათი ძალაში შესვლის მიზნით დადასტურდეს:
1996 წლის 26 მარტს ქ. მოსკოვში დადებული „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის სავაჭრო ნაოსნობის შესახებ“ და „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის 1996-1997 წლებში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების დადება:
ბ) შეატყობინოს რუსეთის ფედერაციის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესრულება.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები