სააქციო საზოგადოებების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის, განკარგვისა და აღრიცხვის წესის შეასხებ

  • Word
სააქციო საზოგადოებების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის, განკარგვისა და აღრიცხვის წესის შეასხებ
დოკუმენტის ნომერი 299
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 30/04/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/04/1996
სარეგისტრაციო კოდი 240.060.000.05.002.000.
  • Word
299
30/04/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/04/1996
240.060.000.05.002.000.
სააქციო საზოგადოებების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის, განკარგვისა და აღრიცხვის წესის შეასხებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება N299

1996 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

სააქციო საზოგადოებების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის, განკარგვისა და აღრიცხვის წესის შესახებ

საქართველოში სააქციო საზოგადოებების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის, განკარგვისა და აღრიცხვის მოწესრიგებისა და ერთიანი წესის შემოღების მიზნით:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება სააქციო საზოგადოებების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის, განკარგვისა და აღრიცხვის წესის შესახებ.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს 1996 წლის 1 ივლისიდან.

ე. შევარდნაძე

დებულება

სააქციო საზოგადოებების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის, განკარგვისა და აღრიცხვის წესის შესახებ

1. ზოგადი დებულებანი

1.1. ამ წესით რეგულირდება სააქციო საზოგადოებების სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი აქციების (აქციათა პაკეტების) მართვა, განკარგვა და აღრიცხვა.

1.2. საქართველოში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვს, განკარგვსა და აღრიცხვას ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო.

1.3. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ აქციები (აქციათა პაკეტი) მართვის უფლებით გარკვეული ვადით შეიძლება გადასცეს დარგობრივ სამინსტროებსა და უწყებებს, ადგილობრივმმართველობის  ორგანოებს, იურიდიულ პირებს (სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმის მიუხედავად) ხელშეკრულების საფუძველზე.

2. აქციათა მართვა

2.1. დარგობრივი სამინისტროები და უწყებები, მმართველობის ადგილობრივი ორგანოები, ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირები (შემდგომში – უფლებამოსილი პირები) მათთვის სამართავად გადაცემულ სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილ აქციათა მართვის უფლებას ახორციელებენ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონისა და დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.

2.2. უფლებამოსილი პირი ვალდებულია სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეათანხმოს გადაწყვეტილებათა პროექტები, რომლებიც ეხება:

საზოგადოების საწესდებო კაპიტალის ცვლილებასა და ლიკვიდაციის საკითხს; გადაწყვეტილებებს სხვა საზოგადოებებთან შერწყმის შესახებ;

კაპიტალდაბანდებათა შეძენასა და გასხვისებას;

ძირითადი საშუალებების გასხვისებას და დაგირავებას;

სესხებისა და კრედიტების აღებას, რომლებიც აღემატება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილ ოდენობას.

2.3. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან შესაბამისი უფლებამოსილი პირი, რომელსაც მართვისათვის ხელშეკრულებით გადაცემული აქვს აქციათა პაკეტი, სააქციო საზოგადოებათა კრებაზე თავის უფლებამოსილებას ახორციელებს რწმუნებული პირის მეშვეობით განსახილველ საკითხებზე წინასწარი შეთანხმების შესაბამისად.

2.4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს (სახელმწიფო წარმომადგენლები) ირჩევს (ნიშნავს) სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან უფლებამოსილი პირი.

2.5. სამეთვლყურეო საბჭოში არჩეულ (დანიშნულ) წევრებთან ფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც ასახული უნდა იყოს:

ხელშეკრულების მოქმედების დრო და შეწყვეტის წესი;

სახელმწიფო წარმომადგენლის უფლება-მოვალეობანი;

შრომის ანაზღაურება;

მატერიალური და პასუხისმგებლობის სხვა პირობები ხელშეკრულების დარღვევისათვის.

2,6. სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფო წარმომადგენლები ვალდებულნი არიან სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ან მის მიერ უფლებამოსილ პირთან წერილობით შეათანხმონ გადაწყვეტილებათა პროექტები, რომელსაც წარადგენენ ან მხარს დაუჭერენ.

2.7. იმ შემთხვევაში, თუ სამეთვალყურეო საბჭოში არჩეულია რამდენიმე სახელმწიფო წარმომადგენელი, წინასწარ თანხმდება მათი ერთობლივი პოზიცია განსახილველ საკითხებზე.

2.8. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფო წარმომადგენლები სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან უფლებამოსილ პირს წელიწადში არანაკლებ ორჯერ წარუდგენენ ანგარიშგებას თავიანთი საქმიანობის შესახებ სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

3. სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი აქციების პრივატიზების წესი

3.1. სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი აქციების (აქციათა პაკეტების) პრივატიზებას ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო საქართველოში სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. აქციათა აღრიცხვის წესი

4.1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციები (აქციათა პაკეტები) ექვემდებარება სავალდებულო აღრიცხვას.

4.2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების (აქციათა პაკეტების) აღრიცხვის წესს ადგენს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო.