ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/10/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 52, 17/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 13/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016015
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
31
29/10/2010
სსმ, 52, 17/11/2010
010260020.35.136.016015
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/11/2010 - 15/12/2010)

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2010 წლი 29 ოქტომბერი

დაბა ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 23 აგვისტოს №40 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                   ნ. თავართქილაძე

 

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახური (შემდგომში სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ხანძრის თავიდან აცილებას, ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოებს.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. სამსახურის დებულებას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

4. სამსახურს აქვს შესაბამისი ბლანკი, შტამპი, ბეჭედი სახელწოდების აღნიშვნით.

5. სამსახურის ადგილსამყოფელია: დაბა ხულო, თამარ მეფის ქ. №17.

    მუხლი 2. სამსახურის უფლება-მოვალეობები

1. სახანძრო დაცვის სამსახურის ფუნქციაა:

ა) ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება, მათი ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება;

ბ) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება იმ ორგანიზაცია-დაწესებულებებში, რომლებიც წარმოადგენენ ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებს;

გ) სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებათა შესახებ წინადადებათა მომზადება და ამ ღონისძიებათა გატარების კოორდინაცია;

დ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის მიზნით შეითანხმოს მშენებლობის და ტექნიკური გადაიარაღების საპროექტო დოკუმენტაცია;

ე) სხვადასხვა სახის სამაშველო ღონისძიებების (ოპერაციების) განხორციელება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

2. სამსახურს უფლება აქვს:

ა) გააკონტროლოს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობადაქვემდებარებულ ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულება; ჩაატაროს ამ ობიექტების სახანძრო-ტექნიკური გამოკვლევა და შემოწმება;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მიწერილობები;

გ) მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ექსპლუატაცია, თუ გამოავლენს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევებს ან მათ შეუსრულებლობას, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას;

დ) კანონით დადგენილ წესით გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევისათვის, მათ შორის, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამდებობის პირთა მითითების შეუსრულებლობის ან არადროულად შესრულებისათვის;

ე) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;

ვ) განახორციელოს სხვადასხვა სახის სამაშველო ღონისძიებები (ოპერაციები);

ზ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;

თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

    მუხლი 3. სახანძრო დაცვის სამსახურის მუშაობის ორგანიზაცია

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (შემდგომში უფროსი), რომელსაც თანამდებობაბზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

2. სამსახურის ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობათა ჩამონათვალი განისაზღვრება ამ დებულებით და აგრეთვე იმ ამოცანებიდან, რომლებიც დაკისრებული აქვს სამსახურს.

3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს განსაზღვრავს საკრებულო, ხოლო საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

5. სამსახურის უფროსი:

ა) უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პასუხს აგებს დაკისრებულ ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის თანამშრომლებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას;

გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს;

დ) დადგენილი წესით ამზადებს საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებებსა და დამატების შეტანის თაობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

    მუხლი 4. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.