ტიპოგრაფიულ-გეოდეზიურ სამუშაოებზე დასაქმებულ მუშაკთა შრომის საველე ანაზღაურების შესახებ

  • Word
ტიპოგრაფიულ-გეოდეზიურ სამუშაოებზე დასაქმებულ მუშაკთა შრომის საველე ანაზღაურების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 251
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 03/04/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/04/1996
სარეგისტრაციო კოდი 380.090.000.05.002.000.
  • Word
251
03/04/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/04/1996
380.090.000.05.002.000.
ტიპოგრაფიულ-გეოდეზიურ სამუშაოებზე დასაქმებულ მუშაკთა შრომის საველე ანაზღაურების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №251

1996 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

ტოოგრაფიულ-გეოდეზიურ სამუშაოებზე დასაქმებულ მუშაკთა შრომის საველე ანაზღაურების შესახებ

ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური სამუშაოების საველე პირობებში შესრულების ორგანიზაციის სრულყოფის მიზნით:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება საველე ანაზღაურების შესახებ, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური სამუშაოების შესრულებისათვის საველე ანაზღაურების წესს.

2. ტოპოგრაფიულ-გეოდეზიურ სამუშაოებზე დასაქმებულ მუშაკთა შრომის საველე ანაზღაურება მოხდეს გეოლოგიურ სამუშაოებზე დასაქმებულ მუშაკთა შრომის საველე ანაზღაურების დონეზე გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მთავარი სამმართველოსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

ე. შევარდნაძე

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

საველე ანაზღაურების შესახებ

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური სამუშაოების შესრულებისათვის საველე ანაზღაურების საერთო წესს.

2. საველე ანაზღაურებას უხდიან მუშაკებს, რომლებიც ასრულებენ ტოპოგრაფიულ – გეოდეზიურ სამუშაოებს საველე პირობებით გამოწვეული გაზრდილი ხარჯების დასაფარავად.

3. საველე ანაზღაურების მიღების უფლება აქვთ: ძირითად და დამხმარე ქვედანაყოფთა მუშაკებს, იმათ, ვინც საველე პირობებში იმყოფება და დროებით ცხოვრობს სამუშაოთა წარმოების ადგილზე.

4. საველე ანაზღაურება ტაბელში აღნიშნული ყოველი კალენდარული საველე დღისათვის მიეცემათ მუშაკებს, რომელთაც აქვთ მისი მიღების უფლება. ორგანიზაციის საველე პერიოდი წლის განმავლობაში განისაზღვრება სამუშაოების წარმოების პროექტით და ფორმდება ორგანიზაციის ბრძანებით.

საველე პირობებში მუშაობისას საველე ანაზღაურება გაიცემა დასვენების დღეებისთვისაც.

საველე პერიოდის დაწყებისა და დამთავრების დღეები ითვლება ორ დღედ.

5. საველე ანაზღაურება ეძლევათ მუშაკებს თანამდებობისა და განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს მიუხედავად.

6. სამივლინებო საველე ანაზღაურება არ იბეგრება, არ მიიღება მხედველობაში საშუალო ხელფასის გაანგარიშებისას და არ ჩაითვლება მოხმარების ფონდში.

7. მუშაკის მივლინებისას საველე ანაზღაურების გადახდა წყდება და მივლინების თანხები გაიცემა საერთო წესით.