საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის შექმნის შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 140
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 08/04/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 17/04/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 29/09/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
140
08/04/2000
სსმ, 33, 17/04/2000
000000000.00.000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/04/2000 - 27/09/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №140

2000 წლის 8 აპრილი

 ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის შექმნის შესახებ

„საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 15 აპრილის №145 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის განვითარების პროგრამის შესრულებისათვის ხელშეწყობის და ავტოტრანსპორტზე სახელმწიფო კონტროლის სისტემის სრულფასოვნად ამოქმედების მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:

1. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის სტრუქტურაში არსებული რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახური.

2. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრომ (მ. ადეიშვილი) უზრუნველყოს საჯარო სამართლლის იურიდიული პირის – რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის დებულების დამტკიცება და ხელმძღვანელის დანიშვნა.

3. რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის დაფინანსების წყაროდ განისაზღვროს:

ა) ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) ავტოსატრანსპორტო საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების შედეგად ამოღებული საჯარიმო თანხების 40 პროცენტი კანონით დადგენილი წესით;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები.

4. საქართველოს ქონების მართვის სამინისტრომ (მ. უკლება) და ტრანსპორტის სამინისტრომ საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის (დ. ძოწენიძე) მეშვეობით თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ:

ა) რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურზე სახელმწიფო კონტროლის დაწესება დადგენილი წესით;

ბ) ამ სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო სახელმწიფო ქონების გადაცემა არსებული წესით.

5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 15 აპრილის N 145 ბრძანებულების მე-2 პუნქტი და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

6. ამ ბრძანებულების მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრომ შეიმუშაოს და წარმოადგინოს კანონპროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.

ე. შევარდნაძე