გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ

  • Word
გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 55
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/10/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 51, 16/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 24/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016009
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
55
28/10/2010
სსმ, 51, 16/11/2010
010250020.35.108.016009
გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (16/11/2010 - 23/05/2017)

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება 55                                                                      

2010 წლის 28 ოქტომბერი

ქ. სენაკი

გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარე ვაჭრობის რეგულირების მიზნით,

 სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს „გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“ ნორმა თანდართული სახით.

2. დადგენილება ძალაშია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

   საკრებულოს თავმჯდომარე                       ბ. ნარმანია

გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ

     მუხლი 1

  1. სენაკის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობად (ვაჭრობად) მიჩნეულ იქნეს მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან (არასტაციონარული კონსტრუქციები (დროებითი შენობა-ნაგებობა) ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სამშენებლო სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები, აგრეთვე ამ მიზნით გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალება) ვაჭრობა საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში, დასასვენებელ ადგილებში, ასევე ისეთ ადგილებში რაც არ გამოიწვევს მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის მოვლა-შენახვის დადგენილი წესების დარღვევას, აგრეთვე გზის, რკინიგზაზე გადასასვლელისა თუ სხვა საგზაო ნაგებობის ან საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალების დაზიანებას.

      მუხლი 2

  1. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები უნდა მოეწყოს ისე, რომ ისინი აკმაყოფილებდნენ სხვადასხვა ტიპის დასახლებული პუნქტის იერსახის მოთხოვნებს და არ უნდა აფერხებდნენ ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების, და წესების (რომლებიც შეეხება დასუფთავებისა და უსაფრთხოების წესებს) დაცვით.

  2. საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების (კიოსკი, საჩრდილობელი, საყვავილე და სხვ.) მოწყობა, რომლებიც არ საჭიროებენ მზიდი ან საყრდენი სამშენებლო კონსტრუქციების აგებას, გარდა ტერიტორიის შემოღობვისა, დაიშვება მხოლოდ არქიექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით.

  3. არქიექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას საჭიროებს ასევე საზოგადოებრივ ადგილებში სადღესასწაულო და ბაზრობა-გამოფენებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა.

      მუხლი 3

  1. ქ. სენაკში გარე ვაჭრობის ადგილად განისაზღვროს ქ. სენაკი, ი. ჭავჭავაძის ქუჩა, ცენტრალური სტადიონის აღმოსავლეთით არსებული თავისუფალი ტერიტორია.

       მუხლი 4

  1. სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას გარე ვაჭრობის ორგანიზების მიზნით შესაძლებელია (დროებით) გამოიყოს დამატებითი ადგილები, რასაც სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დასამტკიცებლად წარუდგენს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. აღნიშნულს საკრებულო განიხილავს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს საკრებულოს განკარგულებას.

       მუხლი 5

  1. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილების მოწყობას და მათ შესაბამისობას სხვადასხვა ტიპის დასახლებული პუნქტის იერსახის მოთხოვნებან კონტროლს უწევს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახური.