„ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმების“ დამტკიცების შესახებ"

  • Word
„ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმების“ დამტკიცების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 147
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/05/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 42, 13/05/2003
სარეგისტრაციო კოდი 140060000.11.118.005814
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
147
01/05/2003
სსმ, 42, 13/05/2003
140060000.11.118.005814
„ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმების“ დამტკიცების შესახებ"
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/05/2003 - 06/07/2007)

 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.060.000.11.118.005.814

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის

 ერთობლივი ბრძანება №147-12

2003 წლის 1 მაისი – 29 აპრილი

 ქ. თბილისი

„ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმების“ დამტკიცების შესახებ

საქართველოს კანონების „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და მათ შესასრულებლად ვბრძანებთ:

1. დამტკიცდეს თანდართული „ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმები.“

2. ბრძანება ძალაში შედის მისი ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებისთანავე.

კ. ნარჩემაშვილი

მ. ნიკოლაიშვილი

ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმები

ეს ნორმები ეფუძნება საქართველოს კანონს „სახანძარო უსაფრთხოების შესახებ“ და ადგენს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფების შენობა-ნაგებობების დაპროექტების ძირითად მოთხოვნებს.

ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფების შენობა-ნაგებობების დაპროექტებისას ის მოთხოვნები, რომლებიც არ არის მოყვანილი ამ ნორმებში, უნდა შესრულდეს შესაბამისი სამშენებლო ნორმებისა და წესების და სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მიღებული სხვა ნორმატიული დოკუმენტების გათვალისწინებით.

    მუხლი 1. ნორმებში გამოყენებული ტერმინები

1. სახანძრო დეპო – ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობისა და სახანძრო ტექნიკის განსათავსებლად და მოსავლელად განკუთვნილი შენობა-ნაგებობათა კომპლექსი.

    მუხლი 2. ზოგადი დებულებანი

1. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფების შენობა-ნაგებობების შემადგენლობაში შედის სახანძრო დეპო, საწყობები, საწარმოო, დამხმარე, საზოგადოებრივი და სხვა შენობა-ნაგებობები, რომელთა ნუსხას ადგენს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების მიერ შემუშავებული საპროექტო დავალება, ამ ნორმების დებულებების გათვალისწინებით.

2. სახანძრო დეპოები მათი დანიშნულების, ავტომობილების რაოდენობის, სათავსების შემადგენლობისა და ფართობის მიხედვით იყოფა შემდეგ ტიპებად:

ა) I ტიპის – ქალაქების დასაცავად განკუთვნილი ცენტრალური სახანძრო დეპო 6, 8, 10, 12 ავტომობილისათვის;

ბ) II ტიპის – ქალაქების დასაცავად განკუთვნილი სახანძრო დეპო 2,4,6 ავტომობილისათვის;

გ) III ტიპის – ეროვნული მეურნეობის ობიექტების დასაცავად განკუთვნილი ცენტრალური სახანძრო დეპო 6,8,10, 12 ავტომობილისათვის;

დ) IV ტიპის – ეროვნული მეურნეობის ობიექტების დასაცავად განკუთვნილი სახანძრო დეპო 2,4,6 ავტომობილისათვის;

ე) V ტიპის – დასახლებული პუნქტების (გარდა ქალაქებისა) დასაცავად განკუთვნილი სახანძრო დეპო 2,4 ავტომობილისათვის.

3. ეროვნული მეურნეობის ობიექტების დასაცავად განკუთვნილი სახანძრო დეპოს ტიპს განსაზღვრავს მათი მფლობელის ან მართვაზე უფლებამოსილი პირები.

4. ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტებისათვის სახანძრო დეპოებისა და სახანძრო ავტომობილების რაოდენობა განისაზღვრება ამ ნორმების 1-ლი და მე-8 დანართების შესაბამისად.

    მუხლი 3. მიწის ნაკვეთების მოწყობისა და სახანძრო დეპოების შენობების განთავსების მოთხოვნები

1. სახანძრო დეპოები უნდა იყოს განთავსებული მიწის ნაკვეთებზე, რომლებსაც გააჩნიათ გასასვლელები მაგისტრალურ ქუჩებზე ან საერთო საქალაქო დანიშნულების გზებზე.

2. მანძილი სახანძრო დეპოს ნაკვეთის საზღვრებიდან საზოგადოებრივ და საცხოვრებელ შენობებამდე უნდა იყოს არანაკლებ 15 მეტრი, ხოლო სკოლების, საბავშვო და სამკურნალო დაწესებულებების მიწის ნაკვეთის საზღვრებამდე – არანაკლებ 30 მეტრი.

3. სახანძრო დეპო უნდა განთავსდეს მიწის ნაკვეთზე ისე, რომ მანძილი წითელი ზოლიდან სახანძრო ავტომობილების გასავლელის ფრონტამდე იყოს არანაკლებ 15 მეტრი, II, IV, V ტიპის სახანძრო დეპოებისათვის აღნიშნული მანძილი შეიძლება შემცირდეს 10 მეტრამდე.

4. მიწის ნაკვეთების ფართობი სახანძრო დეპოს ტიპის მიხედვით განისაზღვრება ამ ნორმების დანართი 2-ის შესაბამისად.

5. სახანძრო დეპოს ტერიტორიაზე განლაგებული შენობებისა და ნაგებობების შემადგენლობა და ფართობი განისაზღვრება ამ ნორმების დანართი 3-ის შესაბამისად, ამასთანავე დასაშვებია მიწის ნაკვეთის ფართობის გაზრდა.

6. სახანძრო დეპოს ტერიტორია უნდა იყოს დაყოფილი საწარმოო, სასწავლო-სპორტულ და საცხოვრებელ ზონებად.

7. საწარმოო ზონაში უნდა იყოს განთავსებული: სახანძრო დეპოს შენობა, სათადარიგო ტექნიკის დახურული გარაჟი და საწყობები.

8. სახანძრო დეპოს სასწავლო-სპორტულ ზონაში უნდა განთავსდეს: სასწავლო სახანძრო კოშკი, ასმეტრიანი სიგრძის ზოლი წინააღმდეგობებით, მიწისქვეშა რეზერვუარი და სახანძრო ჰიდრანტი მოედნით სახანძრო ავტომობილების დასაყენებლად, სპორტული ნაგებობები (დანართი 3).

9. საცხოვრებელ ზონაში უნდა იყოს განთავსებული: სახანძრო დეპოს შენობის საცხოვრებელი ნაწილი ან საცხოვრებელი სახლი (სამსახურებრივი ბინები ან საერთო საცხოვრებელი), მოედნები დასვენებისათვის და საბავშვო თამაშებისათვის. სახანძრო დეპოს შენობის საცხოვრებელ ნაწილში შესასვლელი უნდა იყოს დაშორებული არანაკლები 15 მეტრის მანძილზე სახანძრო ტექნიკის სათავსიდან. ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით საცხოვრებელი სახლი შეიძლება განთავსდეს სახანძრო დეპოს ტერიტორიის გარეთ.

10. საპროექტო დავალების შესაბამისად, I და III ტიპის სახანძრო დეპოს ტერიტორიაზე შეიძლება განთავსდეს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ობიექტები, რომლებიც რეკომენდებულია ამ ნორმების მე-7 დანართში.

11. სახანძრო დეპოს ტერიტორიის გამწვანების ფართობი უნდა შეადგენდეს ნაკვეთის ფართობის არანაკლებ 15%-ს.

12. სახანძრო დეპოს ტერიტორიას უნდა ჰქონდეს:

ა) ორი შესასვლელი (გასავლელი), ჭიშკრის სიგანე შესასვლელში უნდა იყოს არანაკლებ 4,5 მეტრი;

ბ) არანაკლებ 2 მეტრის სიმაღლის შემოღობვა;

გ) მყარი საფარი არსებულ გზებსა და მოედნებზე.

13. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის წინ მდებარე ქუჩის სავალ ნაწილსა და ტროტუარზე უნდა იყოს მოწყობილი შუქნიშანი და აკუსტიკური სიგნალის მქონე შუქის მაჩვენებელი, რომლებიც სახანძრო ავტომობილების გარაჟიდან განგაშზე გასვლისას შესაძლებელს გახდიან ტრანსპორტისა და ქვეითების მოძრაობის შეჩერებას. შუქნიშნის ჩართვა და გამორთვა უნდა ხდებოდეს ქვედანაყოფის კავშირგაბმულობის კვანძიდან.

    მუხლი 4. სახანძრო დეპოს შენობის მოცულობით-გეგმარებითი და კონსტრუქციული გადაწყვეტა

1. სახანძრო დეპოს სათავსების შემადგენლობა და ფართობი მიიღება ამ ნორმების დანართი 4-ის შესაბამისად, ხოლო ცენტრალური სახანძრო დეპოებისა – დანართი 5-ის შესაბამისად.

2. სახანძრო დეპოები უნდა იყოს არანაკლებ II ხარისხის ცეცხლმედეგობისა. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემთხვევაში V ტიპის სახანძრო დეპოებისათვის დასაშვებია III, IIIა, V ხარისხის ცეცხლმედეგობის ერთსართულიანი შენობების დაპროექტება. ამასთანავე, V ხარისხის ცეცხლმედეგობის შენობებში ხის კედლების ტიხრები, ჭერის ზედაპირი სათავსების შიდა მხრიდან უნდა იყოს მობათქაშებული.

3. სახანძრო დეპოს ცენტრალური შესასვლელი უნდა იყოს შენობის მთავარი ფასადის მხრიდან.

4. განგაშის სიგნალზე სახანძრო ტექნიკის სათავსებთან პირადი შემადგენლობის მოძრაობის გზებზე დაუშვებელია ზღურბლების, საფეხურების, აგრეთვე კონსტრუქციების გამოწეული ნაწილების და დანადგარების მოწყობა იატაკის დონიდან 2,2 მეტრზე დაბლა.

5. განგაშის სიგნალზე მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის მოძრაობის გზებზე დერეფნების სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 1,4 მეტრი. თუ მორიგე ცვლა განთავსებულია შენობის მეორე სართულზე, ყველა კარი უნდა იღებოდეს სახანძრო ტექნიკის სათავსში ჩამოსასრიალებელი ბოძების განთავსების ადგილისაკენ მოძრაობის მიმართულებით.

6. სამრეცხაოს და სახანძრო ტექნიკის სათავსების სიმაღლე განისაზღვრება საპროექტო დავალებით, სახანძრო ტექნიკის ტიპის მიხედვით.

7. სახანძრო დეპოში მიმდინარე საწარმოო პროცესები სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების მიხედვით განეკუთვნება I ჯგუფს.

8. სახანძრო დეპოში კავშირგაბმულობის (კვანძი) სათავსი უნდა მდებარეობდეს გარაჟის გამოსასვლელიდან მარჯვნივ, ხოლო ტექნიკური მომსახურების საგუშაგო – მარცხნივ.

9. სახანძრო ტექნიკის სათავსში ავტომობილებს შორის, აგრეთვე ავტომობილებსა და შენობის კონსტრუქციებს შორის გასავლელების სიგანე მიიღება ამ ნორმების დანართი 6-ის შესაბამისად. სახანძრო ტექნიკის, ტექნიკური მომსახურების და სამრეცხაოს სათავსების სიღრმე უნდა შეადგენდეს I-IV ტიპის სახანძრო დეპოებისათვის 15-18 მეტრს, V ტიპისათვის  – 12-15 მეტრს, ხოლო დიდი გაბარიტების მქონე ავტოტექნიკის განთავსებისა – საპროექტო დავალების მიხედვით.

10. სახანძრო ტექნიკის სათავსის ჭიშკრის სიგანე უნდა იყოს შეიარაღებაში არსებული სახანძრო ავტომობილების სიგანეზე 1 მეტრით მეტი. თითოეულ ჭიშკარს უნდა ჰქონდეს ხელის და ავტომატური საკეტები, აგრეთვე ფიქსატორები, რომლებიც გამორიცხავს მათ თავისით დაკეტვას. ჭიშკრის ზედა ნაწილი უნდა იყოს შემინული ჭიშკრის მთელი ფართის არანაკლებ 30%. პირველ (კავშირგაბმულობის კვანძიდან) ჭიშკარზე უნდა იყოს არანაკლებ 0,7x2 მ ზომის კუტიკარი.

11. ავტომობილების გასაჩერებელი ადგილის გაბარიტები უნდა იყოს აღნიშნული 0,1 მეტრი სიგანის თეთრი ზოლებით, აგრეთვე უნდა იყოს გათვალისწინებული საბჯენები ავტომობილების უკანა თვლებისათვის. სახანძრო ტექნიკის სათავსი უნდა იყოს აღჭურვილი ამინდის პირობების ტაბლოთი. თითოეული ჭიშკართან წინა კედელზე უნდა იყოს უკანა ხედვის სარკე ზომით არანაკლებ 1x0,4 მეტრი.

12. სახანძრო დეპოს შენობის გასასვლელის წინ, გზის საფარის გეგმარებითი ნიშნული უნდა იყოს სახანძრო ტექნიკის სათავსის იატაკის ნიშნულზე 0,15 მეტრით დაბლა. სახანძრო ტექნიკის სათავსის იატაკის დონე უნდა იყოს მომიჯნავე სათავსების იატაკის დონეზე დაბლა არანაკლებ 0,05 მეტრით. სახანძრო ტექნიკის სათავსში იატაკს უნდა ჰქონდეს ქანობი ჭიშკრის წინ გათვალისწინებული ტრაპებისა და ღარების მიმართულებით, კედლები უნდა იყოს მოპირკეთებული კერამიკული ფილებით.

13. სახანძრო ტექნიკის სათავსში საჭიროა აირსარინების გათვალისწინება ავტომობილის მომუშავე ძრავიდან გამონაბოლქვი აირების მოსაცილებლად. აირსარინი სისტემა უნდა იყოს მუდმივად შეერთებული ავტომობილების გამოსაბოლქვ სისტემასთან და თვით გაითიშოს მისი მოძრაობის დასაწყისში.

14. I-IV ტიპის სახანძრო დეპოს სამრეცხაო უნდა იყოს ცალკე ბოქსში.

15. II,IV,V ტიპის სახანძრო დეპოებში დასაშვებია ტექნიკური მომსახურების საგუშაგოების შეთავსება სახანძრო ტექნიკის სათავსთან.

16. სახანძრო ტექნიკისა და ტექნიკური მომსახურების საგუშაგოს სათავსებში უნდა მოეწყოს სათვალიერებელი ორმოები შემდეგი გაანგარიშებით – ერთი ორმო 3 ავტომობილზე. სათვალიერებელ ორმოს უნდა ჰქონდეს ორი ჩასასვლელი (ერთი საფეხურებით, მეორე კავებით) და ზემოდან იხურებოდეს არანაკლებ 12 მილიმეტრი დიამეტრის ლითონის წნელის მოსასხსნელი გისოსით. ორმოს პერიმეტრზე უნდა მოეწყოს არანაკლებ 80 მილიმეტრი სიმაღლის დამცავი რებორდა, ორმოს იატაკი და კედლები უნდა იყოს მოპირკეთებული კერამიკული ფილებით, მის ძირზე უნდა დაეგოს ხის გისოსი, კედლებში უნდა იყოს გათვალისწინებული ნიშნები ინსტრუმენტებისათვის და ლამპრებისათვის. ნიშნები ლამპრებისათვის უნდა იყოს დაცული მექანიკური დაზიანებისაგან.

17. კავშირგაბმულობის კვანძს უნდა ჰქონდეს ბუნებრივი განათება და უნდა იყოს განთავსებული სახანძრო ტექნიკის სათავსთან მომიჯნავედ. მათ გამყოფ ტიხარში უნდა იყოს გათვალისწინებული 1,2x1,5 მ ზომის ფანჯარა იატაკიდან 0,6 მეტრ სიმაღლეზე, საგზურების გადასაცემად. დაუშვებელია კავშირგაბმულობის კვანძიდან უშუალოდ სახანძრო ტექნიკის სათავსში გასვლა.

18. კავშირგაბმულობის კვანძის სააკუმულატორო უნდა განთავსდეს მომიჯნავე ცალკე სათავსში, შესასვლელი უნდა ჰქონდეს ტამბურიდან.

19. სახანძრო სახელოების შენახვისა და ტექნიკური მომსახურების სათავსს უნდა ჰქონდეს ბუნებრივი განათება.

20. აირწინაღებისა და აპარატების სამრეცხაოს და საშრობის კედლები უნდა იყოს მოპირკეთებული კერამიკული ფილებით.

21. მორიგე ცვლის დასასვენებელი სათავსი უნდა იყოს განთავსებული პირველ ან მეორე სართულზე, სახანძრო ტექნიკისა და დასასვენებელ სათავსებს შორის უნდა იყოს ტამბური ან დერეფანი.

22. მორიგე ცვლის დასასვენებელი სათავსის მეორე სართულზე განთავსებისას, სახანძრო ტექნიკის სათავსში ჩასასვლელად, სართულთა შორის გადახურვაში უნდა იყოს გათვალისწინებული 1,2x1,2 მეტრი ზომის ღიობები 200 მილიმეტრი დიამეტრის ლითონის ბოძებით (1 ბოძი მორიგე ცვლის 7 კაცზე). ღიობების ზემოდან უნდა მოეწყოს კაბინები შიგნით გასახსნელი ორსაგდულიანი კარებით, რომლებიც უნდა აღიჭურვოს მაბლოკირებელი მოწყობილობებით კარების თავისით გაღების თავიდან ასაცილებლად.

23. სასწავლო კლასი და მორიგე ცვლის უფროსის კაბინეტი უნდა განთავსდეს მორიგე ცვლის სათავსების გვერდით.

24. რეგიონალური სპეციალიზებული რაზმებისთვის და ნაწილებისთვის, რომლებიც ახორციელებენ პირველი რიგის საავარიო-სამაშველო სამუშაოებს, სათავსების შემადგენლობა და ფართობი განისაზღვრება საპროექტო დავალებით.

    მუხლი 5. საინჟინრო მოწყობილობა

1. სახანძრო დეპოს შენობას, მოქმედი ნორმებისა და წესების შესაბამისად, უნდა ჰქონდეს კანალიზაცია, ცივი და ცხელი წყალმომარაგება, გათბობა, ვენტილაცია, ავტომატური და სუსტდენიანი მოწყობილობები (რადიოფიკაცია, საათიფიკაცია, ტელეფონიზაცია).

2. ავტომანქანების სამრეცხაო კანალიზაციის სისტემა გარე ქსელებთან უნდა იყოს მიერთებული სილანავთობდამჭერის მეშვეობით.

3. სახანძრო ტექნიკის სათავსში ჰაერის საანგარიშო ტემპერატურა უნდა იყოს +160C. სახანძრო ტექნიკის, სამრეცხაოს და ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების საგუშაგოს სათავსებში, როგორც წესი, უნდა იყოს გათვალისწინებული წყლით გათბობის სისტემა. სახანძრო ტექნიკის სათავსების ჭიშკარი უნდა იყოს მოწყობილი ხელით ჩასართველი ჰაერ-თბური ფარდებით.

4. სახანძრო ტექნიკის სათავსში უნდა იყოს გათვალისწინებული შიგა სახანძრო ონკანი.

5. სახანძრო ტექნიკის, სამრეცხაოს და ავტომობილების ტექნიკური მომსახურების საგუშაგოს სათავსებში ჰაერმიმოცვლა უნდა იყოს მიღებული პრინციპით „ზევიდან-ზევით“ . მომდენ-გამწოვი ვენტილაცია უნდა იყოს გაანგარიშებული ავტომობილების 50%-ის ერთდროული გასვლის პირობიდან გამომდინარე.

6. I-IV ტიპის სახანძრო დეპოების ელექტრომომარაგება უნდა იყოს I კატეგორიის საიმედობის.

7. I-IV ტიპის სახანძრო დეპოს შენობები უნდა იყოს მოწყობილი სახანძრო-სადარაჯო სიგნალიზაციით და ადმინისტრაციულ-მმართველობითი კავშირგაბმულობით.

8. კავშირგაბმულობის კვანძის, სახანძრო ტექნიკის, მორიგე ცვლის სათავსები და მათი დამაკავშირებელი დერეფნები უნდა იყოს მოწყობილი ავარიული განათებით აკუმულატორთა ბატარეებიდან და დამოუკდებელი სტაციონარული კვების წყაროდან.

9. სახანძრო დეპოს შენობა უნდა იყოს მოწყობილი სატელეფონო კავშირგაბმულობის ქსელით და სპეცხაზებით „01“, ხოლო სახანძრო ტექნიკისა და მორიგე ცვლის სათავსები – განგაშის სიგნალიზაციის დანადგარებით.

10. სანიტარიული კვანძები უნდა იყოს გათვალისწინებული სახანძრო დეპოს ყველა სართულზე.

 დანართი 1

სავალდებულო

სპეციალური სახანძრო ავტომობილების რაოდენობა

სპეციალური ავტომობილების დასახელება

მოსახლეობის რაოდენობა ქალაქში (დასახლებულ პუნქტში), ათასი ადამიანი

 

50-მდე

50-დან 100-მდე

100-დან 350-მდე

350-დან 700-სდე

700-დან 1250-მდე

1250-დან 2000-მდე

2000-ზე მეტი

ავტოკიბეები და ავტოამწეები

1*

2

3

4-6

7-8

8-11

**

აირკვამლდამცავი სამსახურის ავტომობილები

1

1

2

3

4

7

8

კავშირისა და განათებისავტომოილები

-

1

1

2

2

3

4

 

*    ოთხი და მეტსართულიანი შენობისათვის

** განისაზღვრება ადმინისტრაციული რაიონების რაოდენობის მიხედვით: ავტოკიბე და ავტოამწე თითოეულ რაიონზე.

შენიშვნა: სპეციალური ავტომობილების რაოდენობა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ცხრილში, განისაზღვრება ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის ადგილობრირვი პირობებიდან გამომდინარე, დიდი ხანძრების ჩაქრობის საყრდენი პუნქტების რაოდენობის გათვალისწინებით.

დანართი 2

რეკომენდებული

სახანძრო დეპოს მიწის ნაკვეთის ფართობი

 

 

სახანძრო დეპოს ტიპი

 

I

II

III

IV

V

დეპოში სახანძრო ავტომობილების რაოდენობა, ცალი

12    10        8           6

6     4    2

12     10       8        6

6      4        2

4            2

სახანძრო დეპოს მიწის ნაკვეთის ფართობი, ჰა

2,2   1,95    1,75     1,6

1, 2   1   0,8

1,7   1,6   1,5   1,3

1,2    1     0,8

0,85     0,55

დანართი 3

სავალდებულო

სახანძრო დეპოს ტერიტორიაზე მდებარე სათავსების

შემადგენლობა და ფართობები

 

ნაგებობების დასახელება

 

ფართობი მ2

სახანძრო დეპოს ტიპი

I

II

III

IV

V

ავტომობილების რაოდენობა დეპოში, ცალი

12        10      8        6

6          4        2

12       10     8     6

6         4         2

4           2

1. სასწავლო-სავარჯიშო კომპლექსი:

 

 

 

 

 

ა)სპორტული დარბაზი დამხმარე სათავსებით

580580320320

- - -

- - - -

-     - -

-     -

ბ) მოედანი 100-მეტრიანი ზოლისათვის დაბრკოლებებით

550 550 550 550

550 550 550

50550550550

550 550 550

550550

გ)50მ3 მოცულობის მიწისქვეშა რეზერვუარი და სახანძრო ჰიდრანტი ავტომობილების დასაყენებელი მოედნით

210 210 210 210

210 150 75

210210210 210

210 150 75

75  75

დ) მოედანი სასწავლო კოშკით

540 540 540 540

540 250 250

540540 540540

540 250 250

250250

ე) კალათბურთისა და ხელბურთის მოედნები*

612612360360

360360 96

612612612360

360 360 96

192 96

2. სარეზერვო ავტომობილების დახურული ფარეხ-სადგომი*

576 480 384 288

288 192 96

576480384288

288 192 96

192 96

3. საწყობები:

 

 

 

 

 

ა) სახანძრო მოწყობილობებისა და სამეურნეო ინვენტარის

60  60 60 50

50  40 20

60 60 60 50

50  40 20

20  20

ბ) ცეცხლმაქრი საშუალებების (ფხვნილი, ქაფწარმოქმნელი და სხვ.)

240 200 200 160

120 80 40

240 200200160

120 80 40

80 40

გ) ავტოგასამართი სადგური ავტომობილის მისასვლელი მოედნით

ფართობი განისაზღვრება მოქმედი ნორმებისა და საპროექტო დავალების მიხედვით

4. კავშირგაბმულობის კვანძი:

 

 

 

 

 

ა) სადისპეტჩერო

20  18 18 15

15 15 12

30 25 25 20

15 15 12

15  12

ბ) სააპარატო

15  15 15 12

12 12 10

15  15 15 12

12 12 10

12  10

გ) ოთახი პერსონალისათვის

10 10 10 10

10 8 8

10 10 10 10

10 8 8

8 8

5. სახელოების უბანი

 

 

 

 

 

ა) სათავსი სახელოების მომსახურებისა და შენახვისათვის

45 45 35 30

25 20 10

45 40 35 30

25  20 10

12  10

ბ) სპეცტანსაცმლის გასარეცხი და გასაშრობი სათავსი

30 30 25 25

20 18 16

30 30 25 25

20 18 16

18 16

6. აირკვამლდამცავი სამსახურის საგუშაგო: სათავსი აირწინაღების შესანახად და შესამოწმებლად

35 30 25 20

50 30 20

35 30 25 20

50 30 20

30 20

7. სამსახურებრივი სათავსები:

 

 

 

 

 

ა) უფროსის კაბინეტი

16 16 16 16

14 14 14

16 16 16 16

14 14 14

14 14

ბ)უფროსის მოადგილის კაბინეტი

14 14 14 14

12 12 12

14 14 14 14

12 12 12

12  12

გ) კანცელარია (მიმღები)

12 12 12 12

10 10 10

12 12 12 12

10 10 10

10 10

დ) ინსპექტორების ოთახი

4მ2 თითოეულ თანამშრომელზე, პირადი შემადგენლობის 100%-იანი დასწრების გათვალისწინებით

ე) ოთახი მორიგე ცვლის მოსასვენებლად

4,5 მ2 თითოეულ თანამშრომელზე, პირადი შემადგენლობის 100%-იანი დასწრების გათვალისწინებით

 

*- სარეკომენდაციო სათავსები


დანართი 4

სავალდებულო

სახანძრო დეპოს სათავსების შემადგენლობა და ფართობები

ნაგებობების დასახელება

ფართობი მ2

სახანძრო დეპოს ტიპი

I

II

III

IV

V

ავტომობილების რაოდენობა დეპოში, ცალი

 

12         10      8       6

6       4         2

12      10      8      6

6         4      2

4          2

1. სახანძრო ტექნიკისა და ტექმომსახურების სათავსი:

 

 

 

 

 

ა) სახანძრო ტექნიკის სათავსები

860 720 580 440

370 210 70

860720 580440

370 210 70

175      70

ბ) ტექმომსახურების საგუშაგო სათვალიერებელი ორმოთი

90 90 90 90

90 90 70

90 90 90 90

90 90 70

70  70

გ) სახელოსნო

30  30 30 25

25 20 20

30 30 30 25

25  20 20

20  20

დ) ინსტრუმენტებისა და სათადარიგო ნაწილების საწყობი

20  20 15 15

10 10 10

20 20 15 15

10 10 10

10  10

ე) სამრეცხაო პოსტი

90 90 90 90

90 90 90

90 90 90 90

90 90 90

-     -

ვ) მოძრაობის უსაფრთხოების კაბინეტი

20  20 18 15

15 15 15

20 20 15 15

15 15 15

-     -

ზ) მორიგე ცვლის უფროსის კაბინეტი

12 12 12 12

12 12 12

12 12 12 12

12 12 12

12 12

თ) სასწავლო კლასი

2.5 მ2 თითოეულ თანამშრომელზე, მორიგე ცვლის 100%-იანი დასწრების გათვალისწინებით

ი) მოსახლეობის ინტსრუქტაჟის ოთახი

40 40 40 40

30 30 30

40 40 40 40

30 30 30

30 30

2. დამხმარე სათავსები:

ა) სპეცტანსაცმლის შესანახი და აღსადგენი პუნქტი:

გასახდელი

4 მ2 თითოეულ თანამშრომელზე, პირადი შემადგენლობის 100%-იანი დასწრების გათვალისწინებით

 

10 10 8 8

 8 8 8

10 10 8 8

8 8 8

8 8

თერმოკამერა

საშხაპე და ტუალეტი

თანახმად მოქედი ნორმებისა

ფსიქოლოგიური განტვირთვის კაბინეტი

30 30 30 30

30 30 -

30 30 30 30

30 30 -

- -

ბ) სასადილო ოთახი

1,4 მ2 თითოეულ თანამშრომელზე, მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის 75%-იანი დასწრების გათვალისწინებით

გ) სამზარეულო

20 16 14 12

10 10 10

20 16 14 12

10 10 10

10 10

დ) მატერიალური საწყობი კომენდანტის ოთახით

55 45 40 30

 

25 18 12

55 45 40 30

25 18 12

18 12

ე) სააქტო დარბაზი

1,6 მ2 თითოეულ თანამშრომელზე, მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის 100%-იანი დასწრების გათვალისწინებით

ვ) დარბაზის დამხმარე ოთახი

12 12 12 12

12 - -

12 12 12 12

12 - -

- -

 

ზ) სპორტული დარბაზი

280 160 80 45

40 40 40

280 160 80 45

40 40 40

- -

 

3. სამსახურებრივი ბინები (რაოდენობა

სათვსების ფართი და სიმაღლე უნდა მიიღონ მოქმედი ნორმების თანახმად

ა) ერთოთახიანი

4 4 4 4

3 3 2

1 - - -

- - -

1 1

 

ბ) ოროთახიანი

5 5 3 3

3 2 1

- - - - -

- - -

1 1

 

გ) სამოთახიანი

1 1 1 1

1 1 1

- - - -

- - -

- -

 

4. პირადი შემადგენლობის საერთო საცხოვრებელი (ოთახების რაოდენობა)

60 50 40 30

20 - -

- - - -

- - -

- -

 

 

შენიშვნა:

1. თანამშრომელთა საანგარიშო რაოდენობა მორიგე ცვლაში 1 სახანძრო ავტომობილზე – 7 ადამიანი.

2. ცენტრალურ სახანძრო დეპოებში დასაშვებია განლაგდეს:

     ა)  ძალებისა და საშუალებების მართვის ცენტრი;

     ბ)  ხანჯარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფი;

     გ)  სასწავლო ცენტრი;

     დ)  აირკვამლდამცავი სამსახურის ბაზა;

     ე)  სახელოების საგუშაგო;

     ვ)  საკონფერენციო დარბაზი კინოსაპროექციოთი და ფოიეთი.

3. ზემოაღნიშნული სათავსების ფართი მიღებულ უნდა იქნეს დანართი 5-ის თანახმად.

4. სახანძრო დეპოში დასაშვებია ქაფწარმომქმნელის შესანახი 2 მ3-მდე ტევადობის ერთი ჭურჭლის განთავსება გათბობის მქონე ცალკე სათავსში.

5. სახანძრო დეპოს შენობაში სპორტული დარბაზი არ გაითვალისწინება, თუ იგი არსებობს სასწავლო-სავარჯიშო კომპლექსის შემადგენლობაში.

დანართი 5

სავალდებულო

ცენტრალური სახანძრო დეპოების სათავსების შემადგენლობა და ფართობები

 

სათავსების დასახელება

მომსახურე სახანძრო დეპოების რაოდენობა

 

10 და მეტი

9-5

4 და ნაკლები

1. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის სათავსები

4 მ2თითოეულ თანამშრომელზე, ოთახები 4-6 და 3-5 ადამიანზე

2. სახელოების საგუშაგო:

ა) სახანძრო სახელოების ტექმომსახურების სათავსი

ბ) სახელოების გასაცემი და შესანახი საწყობი

გ)დამხმარე მასალების შესანახი სათავსი

დ) სპეცტანსაცმლის საშრობი სათავსი

 

220

 

60

12

15

 

200

 

50

10

12

 

150

 

35

6

10

3.აირკვამლდამცავი სამსახურის ბაზა:

ა) სააპარატო

ბ) ჟანგბად-მაიზოლირებელი აირწინაღების საშემკეთებლო სახელოსნო

გ) ჟანგბადისა და ჰაერშემვსები სადგური

დ) ჟანგბადის ბალონების სათავსი

ე) რეგენერაციული ვაზნის დასამუხტი და შესანახი სათავსი

ვ) ჟანგბად-მაიზოლირებელი აირწინაღების გასარეცხი და საშრობი სათავსი

 

50

30

 

20

12

16

 

18

 

45

25

 

20

10

16

 

18

 

35

15

 

12

8

12

 

15

4. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ძალებისა და საშუალებების მართვის ცენტრი

1. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ოპერატიული კავშირგაბმულობის განყოფილება (კვანძი):

ა) საოპერაციო დარბაზი

 

ბ) სამანქანო დარბაზი

 

გ) სააპარატო და კროსის დარბაზი

 

დ) სააკუმულატორო მჟავას შესანახი სათავსით

 

ე) სააგრეგატო (ასს)

 

ვ) სადისპეტჩერო

 

ზ) პერსონალის სათავსი

 

თ) უფროსის კაბინეტი

 

ი) კავშირის საშუალებების საშემკეთებელო ოთახი

 

კ) საკუჭნაო

 

 

 

 

 

 

 

75

 

40

 

30

 

20

 

20

 

-

 

12

 

12

 

 

15

 

 

8

 

 

 

 

 

75

 

40

 

30

 

20

 

20

 

-

 

12

 

12

 

 

15

 

 

8

 

 

 

 

 

შენიშვნა

 

შენიშვნა

 

შენიშვნა

 

შენიშვნა

 

20

 

20

 

8

 

10

 

 

12

 

 

6

2) რადიოკავშირის ცენტრალური პუნქტი:

 

 

 

 

ა) სააპარატო

 

15

15

შენიშვნა

ბ) სადისპეჩერო

18

18

10

3) ხანძრის ჩაქრობის მორიგე სამსახური:

 

 

 

ა) ოპერატიულ – საინფორმაციო ცენტრი

 

18

18

14

ბ) სამუშაო ოთახი

 

12

12

-

გ) პერსონალის ოთახი

 

12

12

8

დ) გასახდელი

8

8

6

5. საკონფერენციო დარბაზი ფოიეთი და კინოსაპროექციოთი

მიიღება ნორმების შესაბამისად ადგილების რაოდენობა განისაზღვრება საპროექტო დავალებით

 

შენიშვნა: ქალაქში 4 და ნაკლები ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის განლაგებისას ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ოპერატიული კავშირგაბმულობის განყოფილება (კვანძი) შეთავსებულია ერთ-ერთი ქვედანაყოფის კაშირგაბმულობის კვანძთან.


დანართი 6

რეკომენდებული

გასასვლელების სიგანე სახანძრო ტექნიკის სათავსში

 

სახანძრო ტექნიკის სათავსში ავტომობილებისა და კონსტრუქციებს შორის მანძილი, მეტრებში

ავტომობილებს შორის, არანაკლები

2,0

მარჯვენა ნაპირა ავტომობილიდან (გასვლის მიმართულებით) კედლამდე, არანაკლები

2,0

მარცხენა ნაპირა ავტომობილიდან (გასვლის მიმართულებით) კედლამდე, არანაკლები

1,5

ავტომობილიდან კოლონის წიბომდე, არანაკლები

1,0

ავტომობილიდან უკანა ან წინა კედლამდე:

ა) 1-2 ავტომობილზე

ბ) 4 და მეტ ავტომობილზე

 

2,0

3,0

დანართი 7

რეკომენდებული

I და III ტიპის სახანძრო დეპოებთან განთავსებული შენობა-ნაგებობები

შენობა-ნაგებობების დასახელება

ფართობი მ2

 

I ტიპი

III ტიპი

ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის სასწავლო ცენტრი

5000

2500

ხანძრის ჩაქრობის საყრდენი პუნქტი

15000

5000

ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის სახანძრო-ტექნიკური გამოცდილების პროპაგანდის ცენტრი

2000

1000

აგამომცდელო პოლიგონი

20000

10000

საგამომცდელო ლაბორატორია

400

200

აირკვამლდამცავი სამსახურის სავარჯიშო კომპლექსი (კვამლსაკანი, თბოკვამლსაკანი)

700

200

მეხანძრეების ფსიქოლოგიური მომზადების უბანი

1000

600

სპორტული ბირთვი სახანძრო ესტაფეტისათვის (180X80მ)

1440

1440

დახურული სპორტული კომპლექსი სახანძრო-გამოყენებითი სპორტისა და ფიზმომზადებისათვის

5000

2000

 

შენიშვნა:

     1. საგამომცდელო პოლიგონის მშენებლობა უნდა განხორციელდეს ქალაქგარეთ და უნდა შეთანხმდეს დადგენილი წესით.

     2. შენობა-ნაგებობები უნდა განლაგდეს სამრეწველო და კომუნალურ-სასაწყობო ზონებში. დასაშვებია სასწავლო და სახანძრო-ტექნიკური ცენტრის განლაგება ქალაქის სელიტებურ ზონაში.

 


დანართი 8

სავალდებულო

სახანძრო დეპოებისა და სახანძრო ავტომობილების რაოდენობა ქალაქებისა და დასახლებული პუნქტებისათვის

 

დასახლებული პუნქტის ტერიტორიის ფართობი, 1000 ჰა

მოსახლეობა, ათასი ადამიანი

 

5-მდე

5-ზე მეტი 20-მდე

20-ზე მეტი  50-მდე

50-ზე მეტი  100-მდე

100-ზე მეტი  250-მდე

250-ზე მეტი 500-მდე

500 -ზემეტი 800-მდე

800 –ზე მეტი 1000-მდე

1000 –ზე მეტი 1500-მდე

2-მდე

1/(1*2)

1/(1*6)

2/(2*6)

2/(1*8+1*6)

 

 

 

 

 

2-ზე მეტი 4-მდე

 

 

 

3/(1*8+2*6)

4/(2*8+2*6)

 

 

 

 

4-ზე მეტი 6-მდე

 

 

 

 

5/(2*8+3*6)

6/(2*8+4*6)

 

 

 

6-ზე მეტი 8-მდე

 

 

 

 

6/(2*8+3*6+1*4)

8/(3*8+5*6)

9/(3*8+6*6)

 

 

8-ზე მეტი 10-მდე

 

 

 

 

 

9/(3*8+6*6)

10/(1*12+3*8+6*8)

 

 

10-ზე მეტი 12-მდე

 

 

 

 

 

11/(3*8+8*6)

12/(1*12+4*8+7*6)

13/(1*12+6*8+6*6)

 

12-ზე მეტი 14-მდე

 

 

 

 

 

 

13/(1*12+5*8+7*6)

14/(2*12+4*8+8*6)

 

14-ზე მეტი 16-მდე

 

 

 

 

 

 

15/(2*12+6*8+9*6)

16/(2*12+6*8+8*6)

18/(2*12+6*8+10*6)

16-ზე მეტი 18-მდე

 

 

 

 

 

 

17/(2*12+6*8+9*6)

18/(2*12+6*8+10*6)

20/(4*12+6*8+10*6)

18-ზე მეტი 20-მდე

 

 

 

 

 

 

20/(4*12+6*8+10*6)

21/(4*12+7*8+10*6)

23/(4*12+7*8+12*6)

20-ზე მეტი 25-მდე

 

 

 

 

 

 

21/(4*12+7*8+10*6)

23/(4*12+7*8+12*6)

25/(4*12+7*8+14*6)

25-ზე მეტი 30-მდე

 

 

 

 

 

 

23/(4*12+7*8+12*6)

27/(4*12+7*8+16*6)

30/(6*12+10*8+14*6)

30-ზე მეტი 35-მდე

 

 

 

 

 

 

 

30/(6*12+10*8+14*6)

35/(6*12+10*8+19*6)