დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2003 წლის 1 მაისი-29 აპრილის №147-12 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 943 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/07/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 100, 13/07/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140060000.22.034.010558 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.060.000.22.034.010.558
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების
მინისტრის ერთობლივი ბრძანება №943–1-1/1031
2007 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
„ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2003 წლის 1 მაისი-29 აპრილის №147-12 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტისა და 36-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2003 წლის 1 მაისი-29 აპრილის №147-12 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, 15.05.03 წ., №42, მუხ. 388) დამტკიცებულ ნორმებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტებისათვის სახანძრო დეპოებისა და სახანძრო ავტომობილების რაოდენობა განისაზღვრება ამ ნორმის მე-8 დანართის შესაბამისად.“.
2. ამოღებულ იქნეს დანართი №1 (სპეციალურო სახანძრო ავტომობილების რაოდენობა).
3. ამოღებულ იქნეს დანართი №4-ის (სახანძრო დეპოს სათავსების შემადგენლობა და ფართობები) შენიშვნის პირველი პუნქტი.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
გ. არველაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები