„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 215
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 07/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 36, 07/04/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 30/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
215
07/04/2010
სსმ, 36, 07/04/2010
000000000.00(0).000.000000
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/04/2010 - 08/11/2010)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №215

2010 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ

1. ,,სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი –  სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრი (შემდეგში – ცენტრი).

2. ცენტრის საქმიანობის სფერო და ძირითადი  მიმართულებები განისაზღვრება სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონით და ცენტრის წესდებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. ცენტრის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ:

ა) განახორციელოს ცენტრის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

5. ეს ბრძანებულება,  გარდა მე-4 პუნქტის ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 მაისიდან.

6. ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტის ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი