დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 898 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 08/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 144, 08/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030050.08.002.016053 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №898
2010 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:
1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრი (შემდეგში – ცენტრი) 2010 წლის 30 ნოემბრიდან.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2010 წლის 30 ნოემბრამდე უზრუნველყოს ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის –სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 7 აპრილის №215 ბრძანებულება.
4. ეს ბრძანებულება, გარდა მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 30 ნოემბრიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები