დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საავადმყოფოთა შერწყმის პროცესში დათხოვნილი სამედიცინო პერსონალის საკომპენსაციო პაკეტების დაფინანსების წყაროსა და საკომპენსაციო თანხების გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 376/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/10/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 115, 29/10/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.11.119.005024 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/10/2001 - 12/02/2003)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.024
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №376/ნ/246
2001 წლის 16-23 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოსა და მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის საკრედიტო ხელშეკრულებით “სტრუქტურული რეფორმების ხელშეწყობის პროექტი (SRS)” ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, აგრეთვე “თბილისის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებათა შერწყმის პირველი ეტაპის განხორციელების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 14 მაისის №190 ბრძანებულების მე-3 პუნქტის შესრულების მიზნით ვბრძანებთ:
1. დამტკიცდეს “საავადმყოფოთა შერწყმის პროცესში დათხოვნილი სამედიცინო პერსონალის საკომპენსაციო პაკეტის გაანგარიშების მეთოდიკა” (დანართი 1).
2. საკომპენსაციო პაკეტების დაფინანსების წყაროდ განისაზღვროს საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის სახსრები.
3. აღნიშნული მეთოდიკის გამოყენებით სამედიცინო დაწესებულებათა დათხოვნილი სამედიცინო პერსონალისათვის გასაცემი საკომპენსაციო პაკეტების გაანგარიშება განხორციელდეს სამედიცინო დაწესებულებათა ადმინისტრაციის მიერ.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ა. ჯორბენაძე
ზ. ნოღაიდელი
დანართი 1
საავადმყოფოთა შერწყმის პროცესში დათხოვნილი სამედიცინო პერსონალის საკომპენსაციო პაკეტის გაანგარიშების მეთოდიკა
1. საკომპენსაციო პაკეტი შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:
ა. სახელფასო დავალიანება (თუ ასეთი არსებობს);
ბ. დახმარება შრომის კანონთა კოდექსის 38-ე და 423 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
გ. ერთჯერადი განაცემი (კომპენსაცია).
2. ერთჯერადი განაცემის (კომპენსაციის) მოცულობა პროპორციულია მოცემულ დაწესებულებაში თანამშრომლის საერთო მუშაობის სტაჟისა და საშუალო თვიური ხელფასისა და გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
n
K = ∑Si x Ei
i=1
სადაც:
K - არის ერთჯერადი განაცემის თანხა (კომპენსაცია);
Ei - არის i –ური კატეგორიით (ექიმი, საშუალო, უმცროსი სამედიცინო პერსონალი) საერთო მუშაობის სტაჟი (წლებში);
Si - არის i –ური თანამდებობის ან კატეგორიის საშუალო თვიური ხელფასი;
i - არის თანამდებობის (კატეგორიის) ინდექსი.
3. თანამდებობის ან კატეგორიის საშუალო თვიური ხელფასი განისაზღვრება ბოლო კალენდარული 12 თვის მანძილზე ამ თანამდებობისათვის (ან კატეგორიისათვის) დარიცხული ხელფასების საშუალო არითმეტიკულით.
4. ორგანიზაციაში თითოეულ თანამდებობაზე (კატეგორით) მუშაობის საერთო სტაჟი განისაზღვრება აღნიშნულ თანამდებობაზე (კატეგორიაზე) სრულად ნამუშევარი წლების რაოდენობას დამატებული არასრული ნამუშევარი წელიწადი, დამრგვალებული არითმეტიკული დამრგვალების წესით ნახევარი წლის სიზუსტით.
5. თუ მე-2 პუნქტის მიხედვით გაანგარიშებული ერთჯერადი განაცემის (კომპენსაციის) თანხა აღემატება: ექიმთა კატეგორიისათვის თვიური საარსებო მინიმუმის 24-მაგ ოდენობას; საშუალო სამედიცინო პერსონალის კატეგორიისათვის თვიური საარსებო მინიმუმის 18-მაგ ოდენობას; უმცროსი სამედიცინო პერსონალის კატეგორიისათვის თვიური საარსებო მინიმუმის 12-მაგ ოდენობას, მაშინ ერთჯერადი განაცემის (კომპენსაციის) მოცულობა განისაზღვრება:
ა) ექიმთა კატეგორიისათვის – თვიური საარსებო მინიმუმის 24-მაგი ოდენობით;
ბ) საშუალო სამედიცინო პერსონალის კატეგორიისათვის - თვიური საარსებო მინიმუმის 18-მაგი ოდენობით;
გ) უმცროსი სამედიცინო პერსონალის კატეგორიისათვის - თვიური საარსებო მინიმუმის 12-მაგი ოდენობით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები