დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის № 941 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 183 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 22/03/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 31, 24/03/2010 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 22/05/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №183
2010 წლის 22 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №135, მუხ. 1486) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) №1 დანართის „ღ“ ქვეპუნქტში სიტყვების: „საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „და მის სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის“;
ბ) №2 დანართის „ლ“ ქვეპუნქტში სიტყვების: „საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „და მის სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის,“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები