დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 92 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 09/02/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 18, 16/02/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (16/02/2010 - 02/02/2015)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №92
2010 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის შექმნის შესახებ
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი (შემდეგში – ცენტრი).
2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ:
ა) განახორციელოს ცენტრის სახელმწიფო კონტროლი;
ბ) უზრუნველყოს ცენტრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ცენტრისათვის შესაბამისი სახელმწიფო ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები