დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| უმუშევართა სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 189 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 22/04/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 39, 23/04/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/04/2002 - 26/08/2004)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №189
2002 წლის 22 აპრილი
ქ. თბილისი
უმუშევართა სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
უმუშევართა სოციალური დაცვის გაუმჯობესების მიზნით, „საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „უმუშევართა შემწეობის სახელმწიფო პროგრამით“ დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში:
1. 2002 წლის 1 მაისიდან ყოველთვიურად გასაცემი უმუშევრის შემწეობა განისაზღვროს 14 (თოთხმეტი) ლარის ოდენობით.
2. უმუშევრის შემწეობის გაცემა განხორციელდეს ექვსი თვის განმავლობაში.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულ მუშაკთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების, მოსახლეობის სოციალური დაცვისა და უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 11 აგვისტოს №469 ბრძანებულების მე-9 პუნქტი.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები