დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| უმუშევართა სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 352 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 26/08/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 93, 27/08/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/03/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/08/2004 - 22/03/2005)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №352
2004 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
უმუშევართა სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
„დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 21-ე მუხლის შესაბამისად, უმუშევართა სოციალური დაცვის გაუმჯობესების მიზნით:
1. დასაქმების სახელმწიფო სამსახურში რეგისტრირებული უმუშევრის შემწეობა განისაზღვროს ყოველთვიურად 20 (ოცი) ლარის რაოდენობით.
2. უმუშევრის შემწეობის გაცემა განხორციელდეს არა უმეტეს ექვსი თვის განმავლობაში, თანაბარი რაოდენობით იმ უმუშევრებზე, რომელთაც აქვთ შემწეობის მიღების უფლება.
3. უმუშევრის სტიპენდია მისი პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პერიოდში განისაზღვროს ყოველთვიურად 20 (ოცი) ლარის რაოდენობით.
4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „უმუშევართა სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შე-სახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 22 აპრილის №189 ბრძანებულება (სსმ III, 2002 წ., №39, მუხ. 349).
5. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2004 წლის 1 სექტემბრიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები