საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების სანომრე ნიშნების შესახებ“

  • Word
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების სანომრე ნიშნების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 955
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 24/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 157, 25/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.08.002.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
955
24/12/2009
სსმ, 157, 25/12/2009
310.150.000.08.002.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების სანომრე ნიშნების შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (25/12/2009 - 31/12/2009)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №955

2009 წლის 24 დეკემბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების სანომრე ნიშნების შესახებ

1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების სანომრე ნიშნები თანდართული ნიმუშისა და აღწერილობის შესაბამისად:

ა) სატრანსპორტო საშუალებებისათვის (დანართი №1);

ბ) სატრანსპორტო საშუალებების მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელებისათვის (დანართი №2).

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2010 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებულ სანომრე ნიშნებზე გადასვლა.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების სანომრე ნიშნების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 28 ივლისის №670 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 8 სექტემბრის №433 ბრძანებულების მე-2 და მე-3 პუნქტები.

4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

                                                                           

                           მ. სააკაშვილი

                                                                                                             დანართი № 1

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სანომრე ნიშანი

Text Box: 110mm

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სანომრე ნიშნის ზომაა 520x110x1 მმ, მარცხენა მხრიდან 55x110 მმ ზომის მწვანე ფონზე თეთრი წარწერებით – ზედა კუთხეში ,,G“ და ქვედა კუთხეში ,,A“ ასოები ლათინური შრიფტით; დანარჩენ    465x110 მმ ზომის შავ ფონზე თეთრი წარწერებით – ორი ასო ლათინური შრიფტით და სამი ციფრი, შუაში ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა.

                                                                                                     დანართი № 2

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების

მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების სანომრე ნიშანი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების სანომრე ნიშნის ზომაა 280x205x1 მმ, შავ ფონზე თეთრი წარწერებით – ზედა ნაწილში ორი ასო ლათინური შრიფტით და ქვედა ნაწილში სამი ციფრი, შუაში ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა.