დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების სანომრე ნიშნების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 24 დეკემბრის №955 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 223 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 26/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110426011, 27/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.08.002.016214 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №223
2011 წლის 26 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების სანომრე ნიშნების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 24 დეკემბრის № 955 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების სანომრე ნიშნების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 24 დეკემბრის № 955 ბრძანებულებაში (სსმ III, 2009 წ., №157, მუხ. 1879) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) ბრძანებულების პირველ პუნქტს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის საპატრულო სატრანსპორტო საშუალებებისათვის (დანართი №3).“;
ბ) ბრძანებულებას დაემატოს დანართი №3 შემდეგი რედაქციით.
„დანართი №3
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის საპატრულო სატრანსპორტო საშუალებების სანომრე ნიშანი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის საპატრულო სატრანსპორტო საშუალებების სანომრე ნიშნის ზომა არის 520x110x1 მმ, მარცხენა მხრიდან 55x110 მმ ზომის გლუვ ოქროსფერ ფონზე თეთრი წარწერებით: ზედა კუთხეში „G” და ქვედა კუთხეში „A” ასოები ლათინური შრიფტით; დანარჩენ 465x110 მმ ზომის შავ ფონზე თეთრი წარწერებით: ორი ასო ლათინური შრიფტით და სამი ციფრი, შუაში ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები