დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N297/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 350/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 138, 26/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016009 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №350/ნ
2010 წლის 25 ოქტომბერი
ქ. თბილისი
გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქარველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებით (სსმ III, 2001წ., №90, მუხ.647) დამტკიცებულ „დასახლებული ადგილების ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები“ – ჰიგიენური ნორმატივები (დანართი12)“-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მუხლი მე-7, ცხრილი „ნივთიერებები, რომლებიც ჯამური ეფექტით ხასიათდება“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| ჯამური ეფექტის მქონე ნივთიერებები | |
| 1 | აზოტის დიოქსიდი და ოქსიდი, მაზუთის ნაცარი, გოგირდის დიოქსიდი |
| 2 | აზოტის დიოქსიდი, გოგირდის დიოქსიდი, ნახშირბადის ოქსიდი, ფენოლი |
| 3 | აზოტის დიოქსიდი, ჰექსანი, ნახშირბადის ოქსიდი, ფორმალდეჰიდი |
| 4 | აზოტის დიოქსიდი, ჰექსანი, გოგირდის დიოქსიდი, ნახშირბადის ოქსიდი |
| 5 | აკრილმჟავა და მეტაკრილმჟავა |
| 6 | აკრილ და მეტაკრილმჟავები, ბუტილაკრილატი, ბუთილმეტაკრილატი, მეთილაკრილატი, მეთილმეტაკრილატი |
| 7 | აეროზოლები ვანადიუმის ხუთჟანგისა და მანგანუმის ჟანგეულებისა |
| 8 | აეროზოლები ვანადიუმის ხუთჟანგისა და გოგირდის ანგიდრიდი |
| 9 | აეროზოლები ვანადიუმის ხუთჟანგისა და ქრომის სამჟანგისა |
| 10 | ამიაკი, გოგირდწყალბადი |
| 11 | ამიაკი, გოგირდწყალბადი, ფორმალდეჰიდი |
| 12 | ამიაკი, ფორმალდეჰიდი |
| 13 | აცეტალდეჰიდი, ვინილაცეტატი |
| 14 | აცეტონი, აკროლეინი, ფტალიუმის ანჰიდრიდი |
| 15 | აცეტონი, აცეტოფენონი |
| 16 | აცეტონი, ტრიკრეზოლი, ფენოლი |
| 17 | აცეტონი, ფენოლი |
| 18 | აცეტონი, ფურფუროლი, ფორმალდეჰიდი და ფენოლი |
| 19 | აცეტოფენონი, ფენოლი |
| 20 | ბენზოლი და აცეტოფენონი |
| 21 | გოგირდის დიოქსიდი, გოგირდწყალბადი |
| 22 | გოგირდის დიოქსიდი და გოგირდის სამჟანგი, ამიაკი და აზოტის ჟანგეულები |
| 23 | გოგირდის დიოქსიდი, ნახშირბადის ოქსიდი, ფენოლი და კონვერტორული წარმოების მტვერი |
| 24 | გოგირდის დიოქსიდი, გოგირდმჟავა |
| 25 | გოგირდმჟავა სპილენძი, კობალტი, ნიკელი, გოგირდის დიოქსიდი |
| 26 | გოგირდწყალბადი და დინილი |
| 27 | გოგირდწყალბადი, ფორმალდეჰიდი |
| 28 | დარიშხანის ანჰიდრიდი და გერმანიუმი |
| 29 | დარიშხანის ანჰიდრიდი და ტყვიის აცეტატი |
| 30 | 2,3-დიქლორ-1. 4-ნაფტაქინონი და 1,4-ნაფტაქინონი |
| 31 | 1,2-დიქლორპროპანი, 1,2,3-ტრიქლორპროპანი და ტეტრაქლორეთილენი |
| 32 | ეთილენი, პროპილენი, ბუთილენი და ამილენი |
| 33 | ვალერიანის, კაპრონისა და ცხიმოვანი მჟავები |
| 34 | ვოლფრამისა და გოგირდოვანი ანჰიდრიდები |
| 35 | იზოპროპილბენზოლი და იზოპროპილბენზოლის ჰიდროზეჟანგი |
| 36 | იზობუთილკარბინოლი და დიმეთილვინილკარბინოლი |
| 37 | მეთილჰიდროპირანი და მეთილენტეტრაჰიდროპირანი |
| 38 | ნახშირბადის ოქსიდი და ცემენტის წარმოების მტვერი |
| 39 | ოზონი, აზოტის ორჟანგი და ფორმალდეჰიდი |
| 40 | პროპიონმჟავა და პროპიონალდეჰიდი |
| 41 | ტყვიის ოქსიდი, გოგირდის დიოქსიდი |
| 42 | ფურდუროლი, მეთილისა და ეთილის სპირტები |
| 43 | ციკლოჰექსანი და ბენზოლი |
| 44 | ძლიერი მინერალური მჟავები (გოგირდმჟავა, მარილმჟავა, აზოტმჟავა) |
| 45 | ძმარმჟავა, ფენოლი, ეთილაცეტატი |
| 46 | ძმარმჟავა და ძმარმჟავა ანგიდრიდი |
| 47 | ჰექსაქლორანი და ფოზალონი |
| არასრული ჯამური ეფექტის მქონე ნივთიერებები | |
| 48 | აზოტის დიოქსიდი, გოგირდის დიოქსიდი (კომბინირებული მოქმედების კოეფიციენტი (კმკ) ტოლია 1,6) |
| 49 | ვოლფრამატი ნატრიუმის, პარამოლიბდატი ამონიუმის, ტყვიის აცეტატი (კომბინირებული მოქმედების კოეფიციენტი (კმკ) ტოლია 1,6) |
| 50 | ვოლფრამატი ნატრიუმის, დარიშხანის ანჰიდრიდი, პარამოლიბდატი ამონიუმის, ტყვიის აცეტატი (კმკ ტოლია 2,0) |
| 51 | ვოლფრამატი ნატრიუმის, გერმანიუმის დიოქსიდი, დარიშხანის ანჰიდრიდი |
| 52 | პარამოლიბდატი ამონიუმის, ტყვიის აცეტატი (კმკ ტოლია 2,5) |
| ნივთიერებები, რომელთა ერთდროულად არსებობისას შენარჩუნებულია მათი ინდივიდუალური ზდკ | |
| 53 | ჰექსილის, ოქტილის სპირტები |
| 54 | გოგირდის დიოქსიდი, თუთიის ოქსიდი |
| ნივთიერებები, რომლებიც პოტენცირების ეფექტით ხასიათდება | |
| 55 | ბუთილაკრილატი და მეთილაკრილატი კოეფიციენტით 0,8 |
| 56 | ფტორწყალბადი და ფტორის მარილები კოეფიციენტით 0,8 |
2. ჰიგიენური ნორმატივების დანართი №1-ის „დასახლებული ადგილების ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები (ზდკ)“ მე-6 სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| № | ნივთიერების დასახელება | NCAS-ის მიხედვით | ფორმულა | ზდკ-ის სიდიდე (მგ/მ3) |
|
| |
| მაქსიმალური ერთჯერადი | საშუალო სადღეღამისო | ||||||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 6 | აზოტის (IV) ოქსიდი (აზოტის დიოქსიდი) | 10102-44-0 | NO2 | 0,2 | 0.04 | რეფლ. -რეზ. | 2 |
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ურუშაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები