დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საქართველოში ,,კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის” ,,კიოტოს ოქმით” გათვალისწინებული ,,სუფთა განვითარების მექანიზმის” განხორციელების კოორდინაციის მიზნით საბჭოს შექმნის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 172 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/09/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 115, 30/09/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.020.10.003.000.306 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/09/2005 - 27/12/2006)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №172
2005 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოში ,,კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის“ ,,კიოტოს ოქმით“ გათვალისწინებული ,,სუფთა განვითარების მექანიზმის“ განხორციელების კოორდინაციის მიზნით საბჭოს შექმნის შესახებ
1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად საქართველოში ,,სუფთა განვითარების მექანიზმის“ განხორციელების კოორდინაციის მიზნით შეიქმნას საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი პაპუაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე
გიორგი აბულაშვილი – ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი
გრიგოლ გობეჯიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
გრიგოლ ლაზრიევი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამსახურის უფროსი, საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი
ზაალ ლომთაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
ზაზა ლორთქიფანიძე – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი
არჩილ მამათელაშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე
ზვიად ჭეიშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსი
ზაზა ჭელიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი) უზრუნველყოს საბჭოს დებულების შემუშავება-დამტკიცება.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები