დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოში ,,კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის“ ,,კიოტოს ოქმით“ გათვალისწინებული ,,სუფთა განვითარების მექანიზმის“ განხორციელების კოორდინაციის მიზნით საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 სექტემბრის №172 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 248 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 176, 29/12/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.020.10.003.000.632 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №248
2006 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოში ,,კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის“ ,,კიოტოს ოქმით“ გათვალისწინებული ,,სუფთა განვითარების მექანიზმის“ განხორციელების კოორდინაციის მიზნით საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 სექტემბრის №172 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ,,საქართველოში ,,კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის“ ,,კიოტოს ოქმით“ გათვალისწინებული ,,სუფთა განვითარების მექანიზმის“ განხორციელების კოორდინაციის მიზნით საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 სექტემბრის №172 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №115, მუხლი 1268) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი პუნქტით შექმნილი საბჭოს შემადგენლობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე
გიორგი აბულაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია – ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი
გრიგოლ გობეჯიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
გივი კალანდაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსი
გრიგოლ ლაზრიევი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი
ზაალ ლომთაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე
ზაზა ლორთქიფანიძე – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი
არჩილ მამათელაშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე
ივანე ნაკაიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე
გიორგი ნოზაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი
ირაკლი ღვალაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე
დავით ჩანტლაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
გიორგი ცხაკაია – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მდგრადი განვითარების პოლიტიკის სამმართველოს უფროსი
ზვიად ჭეიშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარე.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები