დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I-კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეების(რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) და პირობების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 64 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 42, 22/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330010040.35.154.016022 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (22/10/2010 - 17/11/2010)
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №64
2010 წლის 6 ოქტომბერი
დ. თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეების (რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) და პირობების განსაზღვრის შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ღონისძიებათა სრულყოფის მიზნით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესის და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1.
განისაზღვროს I კლასს დაქვემდებარებული შემდეგი სახეობების შენობა-ნაგებობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის პროცედურების გარეშე.
ა) 60მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2მ-მდე ჩაღრმავების შენობა;
ბ) გრუნტის ზედაპირიდან 2,2მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე;
გ) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგურები 50 კვტ-მდე, მზის და ბიოგაზის დანადგარი);
დ) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის 1მ-მდე ჩაღრმავების ტრანშეის თხრილის მოწყობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობების მშენებლობას/მონტაჟს;
ე) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა;
ვ) საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 2,5მ-მდე სიმაღლის და 6მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობები და დანადგარი.
მუხლი 2.
თუ სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს:
ა) შიდა-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების ღერძულა ხაზიდან 100-მეტრიან ზონაში და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ღერძულა ხაზიდან 50-მეტრიან ზონაში I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების ასაშენებლად (გარდა 1-ლი პუნქტის „ბ“, „გ“ „დ“ „ე“ „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევების და იმ შენობა-ნაგებობების, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო რესპუბლიკური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა მშენებლობისათვის დადგენილი წესით;
ბ) დაცული ტერიტორიების მიმდებარედ 300-მეტრიან ზონაში წყალდაცვითი ზოლების მიმდებარე 50-მეტრიან ზონაში და სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში 1-ლ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების ასაშენებლად (გარდა 1-ლი პუნქტის „ბ“, „გ“ „დ“ „ე“ „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების და იმ შენობა-ნაგებობების, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო რესპუბლიკური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა მშენებლობისათვის დადგენილი წესით.
მუხლი 3.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-9 პუნქტის თანახმად, დადგენილების მე-2 პუნქტის შემთხვევაში დამკვეთის მიერ I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის შესახებ განცხადებასთან ერთად ნებართვის გამცემი ორგანოსთვის დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) მიწის ნაკვეთის საკუთრების და არსებული საინჟინრო საკომუნიკაციო ნაგებობების მესაკუთრეთა ან ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობა საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანხმობა;
ბ) სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით;
გ) სანებართვო ობიექტის საპროექტო ტერიტორიაზე განთავსების სიტუაციური გეგმა გაბარიტული ზომებისა და საზოგადოებრივ საზღვართან მიბმის ჩვენებით (ტერიტორიის მოწყობის ჩვენებით);
დ) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა და ცნობა სამშენებლო მოედნის სტიქიური გეოლოგიური საშიშროების ზონაში არ მდებარეობის შესახებ;
ე) ფასადების სქემატური ნახაზები ძირითადი ნიშნულის ჩვენებით.
მუხლი 4.
დადგენილება ამოქმედებს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. წიკლაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები