„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I-კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეების (რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) და პირობების განსაზღვრის შესახებ" თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ოქტომბრის №64 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 68
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/11/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 55, 25/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 330010040.35.154.016026
  • Word
68
17/11/2010
სსმ, 55, 25/11/2010
330010040.35.154.016026
„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I-კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეების (რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) და პირობების განსაზღვრის შესახებ" თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ოქტომბრის №64 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
თიანეთის მუნიციპალიტეტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №68

2010 წლის 17 ნოემბერი

დაბა თიანეთი

„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  I-კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეების (რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) და პირობების განსაზღვრის შესახებ“თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ოქტომბრის №64 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების  ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  I-კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეების (რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) და პირობების განსაზღვრის შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ოქტომბრის №64 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1.    პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“პუნქტი:

„ზ) ხაზობრივი ნაგებობები – III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალანირების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზები.“.

2.   მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შიგა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების ღერძულა ხაზიდან 100-მეტრიან ზონაში და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ღერძულა ხაზიდან 50-მეტრიან ზონაში I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების ასაშენებლად (გარდა 1-ლი მუხლის „ბ“, „გ“ „დ“ „ე“ „ვ“ „ზ“, ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევების და იმ შენობა-ნაგებობების, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო რესპუბლიკური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა მშენებლობისათვის დადგენილი წესით;

ბ) დაცული ტერიტორიების მიმდებარედ 300-მეტრიან ზონაში წყალდაცვითი ზოლების მიმდებარე 50-მეტრიან ზონაში და სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში 1 კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების ასაშენებლად (გარდა 1-ლი მუხლის „ბ“, „გ“ „დ“ „ე“ „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების და იმ შენობა-ნაგებობების, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო რესპუბლიკური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა მშენებლობისათვის დადგენილი წესით.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს  თავმჯდომარე                                     გ. წიკლაური