,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“

  • Word
,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 415
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 26/08/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 126, 29/08/2008
სარეგისტრაციო კოდი 120.160.050.08.002.004.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
415
26/08/2008
სსმ, 126, 29/08/2008
120.160.050.08.002.004.
,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (29/08/2008 - 11/05/2009)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.160.050.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №415

2008 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ

ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების, ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის ერთიანი სისტემის ამოქმედების, აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის უზრუნველყოფის მიზნით, „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების თანდართული გეგმა.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა უზრუნველყოს ამ ბრძანებულებით დამტკიცებული ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმა

I თავი.

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1.

ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმა (შემდეგში – ეროვნული რეაგირების გეგმა) არის ერთიან სისტემაში მყოფ სამინისტროთა, მათი მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა რეაგირების გეგმების ერთობლიობა, რომელიც ითვალისწინებს ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვას.

    მუხლი 2.

ეროვნული რეაგირების გეგმის ძირითადი ამოცანაა: ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვა, საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების, სახანძრო-სამაშველო, საძიებო-სამაშველო, საავარიო-სამაშველო და საავარიო-აღდგენითი სამუშაოების ორგანიზება და კოორდინირება, მართვის პუნქტების, შეტყობინებისა და კავშირგაბმულობის სისტემის მუდმივი მზადყოფნა, დაზარალებული მოსახლეობის ევაკუაცია, განთავსება და სასიცოცხლო უზრუნველყოფა, ცხოველების, მცენარეების, სურსათის, წყალსაცავებისა და წყალმომარაგების სისტემების დაცვა რადიოაქტიური, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური დაბინძურებისაგან (დასნებოვნებისაგან), მასიური მოწამვლებისა და დაავადებათა კონტროლი, ტყის ხანძრების ქრობის ორგანიზებისა და ასევე, სამრეწველო და სოციალური დანიშნულების ობიექტების სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

    მუხლი 3.

ეროვნული რეაგირების გეგმა განკუთვნილია: საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებისა) საქმიანობის წარმართვისთვის ეროვნულ დონეზე, მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის ამოცანების გადასაწყვეტად ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების (შემდეგში – საგანგებო სიტუაციები) წარმოქმნის საშიშროებისას და მათი განვითარების შემთხვევაში.

    მუხლი 4.

საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის ღონისძიებები რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით, „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით (საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას), „საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით (საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას), საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 5.

1. ეროვნული რეაგირების გეგმა არეგულირებს:

ა) საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში არსებული ამოცანების გადაწყვეტისას საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების ეფექტიან თანამშრომლობას;

ბ) საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა მოცულობას არსებული ძალებისა და საშუალებების, ასევე სოციალურ-ეკონომიკური, ბუნებრივი და სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით;

გ) საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციებით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების წარმართვის მეთოდოლოგიას უწყებათაშორისი თანამშრომლობისათვის.

2. ეროვნული რეაგირების გეგმის ღონისძიებათა რეგულირების ძირითადი მიმართულებებია საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის ერთიანი სისტემის (შემდეგში _ ერთიანი სისტემა) მართვის ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია და აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, კერძო სექტორის, ასევე საერთაშორისო დახმარებების სახით მოზიდული რესურსების მობილიზების ორგანიზება.

    მუხლი 6.

1. ეროვნული რეაგირების გეგმაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სპეციალურად უფლებამოსილი ორგანო – ორგანო, რომლის განსაკუთრებული კომპეტენციაა ერთიანი სისტემის სუბიექტების საქმიანობის კოორდინირება;

ბ) გადაუდებელი სამუშაოები საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციისას – საავარიო-სამაშველო და საავარიო-აღდგენითი სამუშაოები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების განხორციელება და საგანგებო სიტუაციის ზონაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;

გ) საავარიო-სამაშველო სამუშაოები – საგანგებო სიტუაციის ზონაში ხანძრების ლოკალიზაციისა და ჩაქრობის, თხევადი სათბობის, აირის, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების წყაროების ავარიული გამორთვის, ადამიანთა ძებნისა და გადარჩენის, აგრეთვე დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა და საჭიროების შემთხვევაში მათი საგანგებო სიტუაციების ზონის გარეთ სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში ევაკუაციისათვის პირველ რიგში შესასრულებელი სამუშაოები;

დ) საავარიო-აღდგენითი სამუშაოები – საგანგებო სიტუაციის ზონაში ნგრევისა და გაზრდილი საშიშროების ცალკეული კერების ლოკალიზაციის, ნავთობისა და გაზის მაგისტრალურ სადენებზე, კომუნალური და საწარმოო კომუნიკაციების ქსელებსა და ხაზებზე, სამრეწველო ობიექტებზე ავარიებისა და დაზიანებების აღმოსაფხვრელი, მოსახლეობის სასიცოცხლო უზრუნველყოფისათვის აუცილებელი მინიმალური პირობების შესაქმნელი, აგრეთვე ტერიტორიის სანიტარიული გაწმენდისა და გაუსნებოვნებისათვის პირველ რიგში შესასრულებელი სამუშაოები;

ე) საავარიო-სამაშველო საშუალებები – ტექნიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და ინტელექტუალური პროდუქცია, მათ შორის სპეციალიზებული მართვისა და კავშირის საშუალებები, ტექნიკა, აღჭურვილობა, მოწყობილობა და სხვადასხვა ფასეულობა; მეთოდური ვიდეო,- კინოფოტო მასალები საავარიო-სამაშველო სამუშაოების ტექნოლოგიებზე, ელექტრონული გამომთვლელი მანქანების პროგრამული პროდუქტი და მონაცემთა ბაზა, რომელიც განკუთვნილია საავარიო-სამაშველო სამუშაოების შესასრულებლად.

2. ეროვნული რეაგირების გეგმაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

II თავი.

საგანგებო სიტუაციების ერთიანი სისტემის მართვა, მისი შემადგენელი კომპონენტების ფუნქციები

I. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ამოცანები

    მუხლი 7.

1. ქვეყანაში საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის ღონისძიებების ორგანიზებისა და მართვის უზრუნველსაყოფად ფუნქციონირებს ერთიანი სისტემა – საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სამინისტროთა, მათი მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა ერთობლიობა, რომელთა მიზანია საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილება, ხოლო მისი წარმოქმნის შემთხვევაში – საგანგებო სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაცია, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ეკონომიკის ობიექტებისა და ბუნებრივი გარემოს დაცვა და მატერიალური ზიანის შემცირება.

2. საგანგებო სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციას ახორციელებენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე იურიდიული პირები, რომელთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზედაც მათივე ბრალეულობით წარმოიქმნა საგანგებო სიტუაცია, მათ ხელთ არსებული საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებისა და საშუალებების გამოყენებით. თუ აღნიშნული ძალებითა და საშუალებებით შეუძლებელია საგანგებო სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაცია, სალიკვიდაციო ღონისძიებებში მონაწილეობენ ერთიან სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოები.

3. პოლიცია, სახანძრო-სამაშველო ძალები, სამედიცინო დახმარების ბრიგადები პირველები მიდიან ინციდენტის ადგილზე, ამიტომ მათი მხრიდან საჭიროა დროული და მიზანმიმართული რეაგირება.

4. საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტებს საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში.

5. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციებით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისას შესაბამისი დავალების შემთხვევაში კოორდინაციას უწევს საქართველოს სამინისტროების ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას, ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით, მოითხოვს დახმარებას ეროვნულ დონეზე, როდესაც არ არის საკმარისი საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ადგილობრივი ძალები და საშუალებები.

    მუხლი 8.

1. ერთიანი სისტემის საქმიანობის მართვას ახორციელებენ სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, სახელმწიფოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესაბამისად, მართვის დონეების მიხედვით:

ა) ეროვნული – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი;

ბ) ავტონომიური – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სტრუქტურული დანაყოფები;

გ) ადგილობრივი – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო სიტუაციების მართვის დანაყოფები.

2. სპეციალურად უფლებამოსილ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უფლება აქვთ საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებში მხარდაჭერის მიზნით ხელშეკრულება დადონ შესაბამის პირებთან, თუ მათი საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალები და საშუალებები არ არის საკმარისი.

    მუხლი 9.

წარმოქმნილ საგანგებო სიტუაციებზე სათანადო რეაგირებისათვის მოქმედებს შემდეგი მართვის ცენტრები:

ა) ეროვნულ დონეზე:

ა.ა) საგანგებო სიტუაციების მართვის სამთავრობო კომისია;

ა.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში შექმნილი კრიზისების მართვის საუწყებათაშორისო ოპერატიული ცენტრი;

ბ) ადგილობრივ დონეზე – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საგანგებო შტაბი, რომლის ტერიტორიაზეც წარმოიქმნა საგანგებო სიტუაცია ან/და არსებობს მისი განვითარების საშიშროება;

გ) საველე ოპერაციების ცენტრი (უშუალოდ საგანგებო სიტუაციის ზონაში ან მის მიმდებარედ).

    მუხლი 10.

1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამთავრობო კომისია (შემდეგში – სამთავრობო კომისია) არის ცენტრალური მაკოორდინირებელი ორგანო, რომელიც კოორდინაციას უწევს ერთიან სისტემაში შემავალი ყველა უწყების და დამხმარე ორგანიზაციების საქმიანობას.

2. დაკისრებული ამოცანების ოპერატიულად შესრულების მიზნით სამთავრობო კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დახმარებით.

3. სამთავრობო კომისიის შემადგენლობა, შექმნის წესი, ფუნქციები და ამოცანები განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

    მუხლი 11.

1. ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით რეაგირების ოპერატიულად წარმართვის მიზნით ფუნქციონირებას იწყებს კრიზისების მართვის საუწყებათაშორისო ოპერატიული ცენტრი (შემდეგში – ოპერატიული ცენტრი).

2. ოპერატიული ცენტრის ამოცანებია:

ა) შექმნილი ვითარების ანალიზი მიღებული ინფორმაციის საფუძველზე;

ბ) სამთავრობო კომისიისათვის წინადადებების მომზადება გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;

გ) საძიებო-სამაშველო, საავარიო-სამაშველო და სხვა საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესრულების კოორდინაცია;

დ) მართვის პუნქტების მზადყოფნის, შეტყობინებისა და კავშირგაბმულობის უზრუნველყოფის, მატერიალური რეზერვებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიღება-განაწილების კოორდინაცია და საერთო ხელმძღვანელობა.

3. ოპერატიული ცენტრის ხელმძღვანელს ნიშნავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

4. ოპერატიული ცენტრის შემადგენლობაში შედიან ერთიან სისტემაში მყოფ სამინისტროთა უფლებამოსილი წარმომადგენლები. ოპერატიული ცენტრის წევრთა შეკრება ხდება საგანგებო სიტუაციის ხასიათიდან გამომდინარე.

5. ოპერატიული ცენტრი შედგება ოთხი სექტორისაგან:

ა) ოპერაციების სექტორი, რომელშიც შედის რეაგირების ჯგუფები სხვადასხვა სპეციფიკით და მისივე წინადადებით ხდება აღნიშნული ჯგუფების გამოყენება შესაბამის ოპერაციებში;

ბ) ინფორმაციისა და დაგეგმვის სექტორი, რომელიც უზრუნველყოფს შემოსული ინფორმაციის ანალიზს, განსაზღვრავს საგანგებო სიტუაციის მასშტაბსა და ხასიათს, არსებული რესურსების გათვალისწინებით გეგმავს ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ოპტიმალურ ღონისძიებებს;

გ) ლოჯისტიკის სექტორი, რომელიც სამაშველო ოპერაციებში მონაწილეებს და დაზარალებულ მოსახლეობას უზრუნველყოფს დროებითი საცხოვრებლით, პირველადი მოხმარების საგნებით, საკვებითა და მედიკამენტებით;

დ) საფინანსო სექტორი, რომელიც ზრუნავს ფინანსური რესურსების მოზიდვისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ოპერატიული ცენტრის წინადადებებით სრულ მზადყოფნაში მოიყვანება სახანძრო-სამაშველო, სამედიცინო, საავარიო-სამაშველო და აღდგენითი სამუშაოებისათვის გათვალისწინებული სხვა ძალები და ფორმირებები, რომლებიც საჭიროა კონკრეტული საგანგებო სიტუაციის სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის.

    მუხლი 12.

საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო შტაბების შეკრებას ახდენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელი. შტაბის დაკომპლექტება ხორციელდება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების ფუნქციების გათვალისწინებით. შტაბს ხელმძღვანელობს საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელი, რომელიც საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების შესაბამისად კოორდინაციას უწევს ადგილობრივ ძალებსა და საშუალებებს, მუდმივად უკავშირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ოპერატიულ მორიგეს და არსებული სიტუაციის შესახებ წერილობით მოხსენებას ამზადებს ყოველი ახალი ინფორმაციის მიღებისთანავე. ეროვნულ დონეზე დახმარების მიღებამდე ყველა გადაწყვეტილებას იღებს შტაბის უფროსი.

    მუხლი 13.

საველე ოპერაციების ცენტრი – არის უშუალოდ საგანგებო სიტუაციის ზონაში ან მის მიმდებარედ მოქმედი სამუშაო ჯგუფი და მის შემადგენლობაში შედის:

ა) კავშირის უზრუნველყოფის ჯგუფი, რომლის ფუნქციაა უზრუნველყოს საველე კომუნიკაციები, საველე საშუალებები და დაამყაროს კავშირი შესაბამის უწყებებსა და სამაშველო-ოპერატიულ ჯგუფებთან, რომლებიც დაზიანების კერებში მუშაობენ;

ბ) სამაშველო (სამედიცინო) ოპერაციების ჯგუფი, რომლის ამოცანაა საძიებო-სამაშველო ოპერაციების, ტრიაჟის, მედიკამენტებით უზრუნველყოფის ღონისძიებებისა (საველე ჰოსპიტალის ჩათვლით) და ევაკუაციის ორგანიზება;

გ) ინფორმაციისა და მასმედიის ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს არსებული სიტუაციის შესახებ პირველადი ინფორმაციის გადამუშავებასა და მიწოდებას შესაბამისი უწყებებისა და მოსახლეობისათვის;

დ) ლოჯისტიკის ჯგუფი, რომელიც ახორციელებს საჭირო რესურსების (წყალი, სურსათი, საწვავი, ტექნიკური და სხვა სახის აუცილებელი საშუალებები) განსაზღვრას, მოთხოვნას, განაწილებას და აღრიცხვას დადგენილი წესის შესაბამისად.

II. კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლი და პასუხისმგებლობა საგანგებო სიტუაციების დროს

    მუხლი 14.

1. საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების და ამ სიტუაციებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებებში არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობენ ნებაყოფლობით. იმ ორგანიზაციებს, რომელთა სადამფუძნებლო დოკუმენტაციითაც გათვალისწინებულია ასეთ ოპერაციებში ჩაბმა, ოპერატიული ცენტრის მიერ განესაზღვრებათ კომპეტენცია პროფილის მიხედვით, მათ შორის, შეიძლება განხილულ იქნეს მოხალისე ფორმირებებში მათი მონაწილეობის საკითხიც.

2. საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაბმული არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედებების ორგანიზებას ახორციელებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის კოორდინაციით.

    მუხლი 15.

1. საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებში სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. ისინი ვალდებული არიან შეიმუშაონ საგანგენო სიტუაციებზე რეაგირების გეგმები, რომელიც სპეციფიკურია მათი სექტორისათვის და რომელიც შესაბამისობაში იქნება ეროვნული რეაგირების გეგმასთან.

2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირები საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებებში შესაძლოა მონაწილეობდნენ შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.

    მუხლი 16.

1. ერთიანი სისტემის ღონისძიებების განხორციელებისას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან ხელი შეუწყონ საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო ძალებისა და საშუალებების მოზიდვასა და საქმიანობის ყოველმხრივ უზრუნველყოფას.

2. საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულებისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები სარგებლობენ შეუფერხებელი გატარების, საწვავ-საცხები მასალით უზრუნველყოფისა და სარემონტო სამუშაოების შესრულების უპირატესი უფლებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

3. საგანგებო სიტუაციით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები ფინანსდება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა სახსრებით, რომელთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზედაც მათივე ბრალეულობით წარმოიქმნა საგანგებო სიტუაცია, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის, სადაზღვევო ფონდებისა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა წყაროების ხარჯზე.

III თავი.

საგანგებო სიტუაციების, მათი შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის ღონისძიებების უზრუნველყოფა

    მუხლი 17.

1. საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების უზრუნველყოფა ხორციელდება 17 ძირითადი ფუნქციის (დანართი №1) ამოქმედებით.

2. თითოეული ფუნქციის განხორციელების კოორდინირებას ახორციელებს შესაბამისი სამინისტრო მხარდამჭერი უწყებებისა და ორგანიზაციების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაწილეობით.

დანართი №1

საგანგებო დახმარების ფუნქციები

საგანგებო

დახმარების

ფუნქციები

საგანგებო დახმარების ფუნქციის ამოცანები

პასუხისმგებელი უწყება

ფუნქცია 1 – საგანგებო მართვის უზრუნველყოფა

– საგანგებო მართვის ძი­რითადი მიმართულებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

– საგანგებო სიტუაციების დროს საგანგებო ვითა­რების ანალიზი და შეფასება;

– საგანგებო სიტუაციის ზონიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების დაგეგმვა.

ძირითადი ორგანო

* საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგან­გებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი.

დამხმარე ორგანო

* საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;

* საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

* საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო;

* საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

* საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

* საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო;

* საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;

* საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

* საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;

* საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო;

* საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

ფუნქცია 2 – კავშირგაბმულობის და შეტყობინების ღონისძიებების უზრუნველყოფა

– კავშირგაბმულობისა და შეტყობინების უზრუნ­ველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუ­შავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

– ელექტრონული კომუნიკაციების, საფოსტო კავ­შირის და მაუწყებ­ლობის საშუალებების მზადყოფნის უზრუნ­ველყოფა;

– ინფორმაციული ტექნოლოგიების რესურსების დაცვა, აღდგენა და უწვეტობის უზრუნველყოფა.

 

ძირითადი ორგანო

* საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორ­მაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი.

დამხმარე ორგანო

* საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი;

* საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;

* საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

* საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;

* საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი მაუწყებელი და კერძო მაუწყებლობა;

* ელექტრონული კომუნიკაციებისა და საფოსტო კავშირის საოპერატორო კომპანიები;

* საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

ფუნქცია 3

მოსახლეობის ევაკუაციის ღონისძიებების უზრუნველყოფა

– მოსახლეობის ევაკუაციის უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

– ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;

– საევაკუაციო მარშრუტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

– მოსახლეობის შეტყობინება და ინფორმირება;

– ევაკუირებულთა სამედიცინო უზრუნველყოფა;

– ენერგოუზრუნველყოფა;

– ცხოველების ევაკუაცია.

ძირითადი ორგანო

* საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.

დამხმარე ორგანო

* საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი;

* საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;

* საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

* საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

* საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია;

* საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

* საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;

* საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;

* საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი მაუწყებელი;

* ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.

ფუნქცია 4

საძიებო-სამაშველო, საავარიო-სამაშველო და საავარიო-აღდგენითი სამუშაოების ღონისძიებების უზრუნველყოფა

– საძიებო-სამაშველო, საავარიო-აღდგენითი სამუშაოების განხორციელების კოორდინაცია;

– საძიებო-სამაშველო, საავარიო-სამაშველო და საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა;

– საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო სამაშველო ძალების ჩაბმა.

ძირითადი ორგანო

* საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი.

დამხმარე ორგანო

* საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;

* საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

* საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

* საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია;

* საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი;

* საქართველოს ეკონომი­კური განვითარების სამი­ნისტროს კავშირგაბმულო­ბისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარ­ტამენტი;

* საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;

* ადგილობრივი თვითმმართველობის სახანძრო-სამაშველო რაზმები;

* საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება.

ფუნქცია 5

სატრანსპორტო უზრუნველყოფა

– სატრანსპორტო უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

– საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო სატრანსპორტო ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა;

– ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირება და დაცვის უზრუნველყოფა.

ძირითადი ორგანო

* საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია.

დამხმარე ორგანო

* საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი;

* საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;

* საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

* საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საწარმოთა მართვის სააგენტო.

ფუნქცია 6 – სამედიცინო უზრუნველყოფა

– სამედიცინო უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია. საგანგებო სიტუაციების დროს სამედიცინო ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა;

– სანიტარიულ-ჰიგიენური ღონისძიებების უზრუნველყოფა;

– გარდაცვლილთა აღრიცხვა;

– სამედიცინო ტრანსპორტის უზრუნველყოფა.

ძირითადი ორგანო

* საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

დამხმარე ორგანო

* საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი;

* საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;

* საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;

* საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

* საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

* საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

* საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება.

ფუნქცია 7 – დიპლომატიური პროტოკოლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული მხარდაჭერის უზრუნველყოფა

– საგანგებო სიტუაციებში საერთაშორისო თანამეგობრობისა და ჰუმანიტარული მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების კოორდინაცია;

– ჰუმანიტარული ღონისძიებების მხარდაჭერა;

– საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში მონაწილეობა.

ძირითადი ორგანო

* საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

დამხმარე ორგანო

* საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი;

* საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;

* საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

ფუნქცია 8

ტყის ხანძრებზე ხანძარსაწინააღმდეგო უზრუნველყოფა

– ტყის ხანძრებზე ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

– სახანძრო ტექნიკის გადაადგილების უზრუნველყოფა;

– ტრანსპორტით უზრუნველყოფა;

– სამედიცინო უზრუნველყოფა.

ძირითადი ორგანო

* საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

დამხმარე ორგანო

* საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი;

* საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;

* საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

* საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია;

* საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია;

* საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

* ადგილობრივი თვითმმართველობის სახანრძრო-სამაშველო რაზმები.

ფუნქცია 9 – ენერგომომარაგების უზრუნველყოფა

– ენერგომომარაგების უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

– საგანგებო სიტუაციების დროს ენერგომომარაგების აღდგენითი ღონისძიებების უზრუნველყოფისათვის საჭირო ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა;

– ენერგომომარაგების ობიექტების დაცვის უზრუნველყოფა.

ძირითადი ორგანო

* საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.

დამხმარე ორგანო

* საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი;

* საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;

* საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

ფუნქცია 10 – მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფა

– მცენარეთა და ცხოველთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;

– მცენარეთა და ცხოველთა უსაფრთხოებისათვის საჭირო ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა;

– სასოფლო-სამეურნეო ობიექტების დაცვის უზრუნველყოფა.

ძირითადი ორგანო

* საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

დამხმარე ორგანო

* საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი;

* საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;

* საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია.

ფუნქცია 11 – ქიმიური და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა

– ქიმიური და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

– ქიმიური და რადიაციული უსაფრთხოების ღონისძიებებში გამოსაყენებელი ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა;

– ტრანსპორტითა და კავშირგაბმულობით უზრუნველყოფა;

– საშიში ნივთიერებებისაგან დაცვის უზრუნველყოფა.

ძირითადი ორგანო

* საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

დამხმარე ორგანო

* საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი;

* საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;

* საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;

* საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

* საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

* საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

* საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია.

ფუნქცია 12 – მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

– მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;

– ტრანსპორტითა და კავშირგაბმულობით უზრუნველყოფა;

– მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების დაცვის უზრუნველყოფა.

ძირითადი ორგანო

* საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი.

* საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი.

დამხმარე ორგანო

* საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;

* საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია.

ფუნქცია 13 – საინჟინრო უზრუნველყოფა

– საგანგებო სიტუაციების საინჟინრო უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;

– საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი საინჟინრო ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა;

– ინფრასტრუქტურის აღდგენა, კრიტიკული ინფრასტრუქტურების ურთიერთქმედების უზრუნველყოფა.

ძირითადი ორგანო

* საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი.

დამხმარე ორგანო

* საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი;

* საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

* საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია.

ფუნქცია 14 – საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვის უზრუნველყოფა

– საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობის დაცვის უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

– საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობის დაცვის მიზნით ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველ-ყოფა.

ძირითადი ორგანო

* საქართველოს შინაგან საქმეთა სამი-ნისტროს საჯარო სამართლის იური-დიული პირი – დაცვის პოლიციის დე-პარტამენტი.

* საქართველოს შინაგან საქმეთა სამი-ნისტროს საპატრულო პოლიციის დე-პარტამენტი.

დამხმარე ორგანო

* საქართველოს თავდაცვის სამინის-ტრო;

* საქართველოს შინაგან საქმეთა სამი-ნისტროს საგანგებო სიტუაციების მარ-თვის დეპარტამენტი.

ფუნქცია 15

საგზაო უზრუნველყოფა

– საგზაო უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;

– საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი საინჟინრო ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა;

– სატრანსპორტო უზრუნველყოფა;

– საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა;

– კრიტიკული ინფრასტრუქტურების ურთიერთქმედება.

ძირითადი ორგანო

* საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

დამხმარე ორგანო

* საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი;

* საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

ფუნქცია 16

სურსათითა და წყლით უზრუნველყოფა

– სასურსათო და წყლით უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;

– საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი სასურსათო და წყლით უზრუნველყოფის ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა;

– სურსათისა და წყლის დაცვის უზრუნველყოფა.

ძირითადი ორგანო

* საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

დამხმარე ორგანო

* საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი;

* საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;

* საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია;

* საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

* საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება.

ფუნქცია 17

კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების ევაკუაციის ღონისძიებების უზრუნველყოფა

– კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების უსაფრთხო ზონაში ევაკუაციის უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

– საევაკუაციო ღონისძიებების დაცვის უზრუნველყოფა;

– ფინანსური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა.

ძირითადი ორგანო

* საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.

დამხმარე ორგანო

* საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი;

* საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;

* საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იური-დიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;

* საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

* საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია;

* საქართველოს ეროვნული ბანკი;

* საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი მაუწყებელი.

საგანგებო მართვის უზრუნველყოფა ფუნქცია №1

 

ძირითადი ორგანო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი.

 

მხარდამჭერი უწყებები

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო;

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო;

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი

რესურსების სამინისტრო;

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

 

მიზანი:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მიერ საგანგებო მართვის ძირითადი მიმართულებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია, საგანგებო სიტუაციების დროს საგანგებო ვითარების ანალიზი და შეფასება, საგანგებო სიტუაციის ზონიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, ამ სიტუაციებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების დაგეგმვა.

ღონისძიებების შესრულების გადანაწილება

ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების საგანგებო მართვას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი მხარდამჭერ უწყებებთან ერთად. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: საგანგებო სიტუაციების მართვის, საძიებო-სამაშველო, საავარიო-სამაშველო და სხვა გადაუდებელი ღონისძიებების საჭირო ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა და მეთოდური მითითებების მიცემა საგანგებო სიტუაციების ერთიან სისტემაში შემავალი უწყებებისათვის.

ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე საგანგებო მართვას ახორციელებს საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში საგანგებო სიტუაციებისას საგანგებო მართვას უზრუნველყოფენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფები.

ოპერატიული რეაგირება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი (ოპერატიული ცენტრი)

საგანგებო სიტუაციის საფრთხის არსებობის ან მისი განვითარების შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი იწყებს საგანგებო მართვის (ფუნქცია №1) ღონისძიებების განხორციელებას, კერძოდ, აცხადებს განგაშს და ატყობინებს შექმნილი მდგომარეობის თაობაზე შესაბამის უწყებებსა და პირებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სამთავრობო კომისიას წარუდგენს მოხსენებას შექმნილი საგანგებო ვითარების შესახებ.

ოპერატიული ცენტრი საგანგებო დახმარების ფუნქცია №1-ის შესაბამისად, მოქმედებს მხარდამჭერ უწყებებთან ერთად.

ადგილობრივი და საველე დონე

საგანგებო სიტუაციის საფრთხის არსებობის ან მისი განვითარების შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოები იწყებენ საგანგებო მართვის (ფუნქცია №1) ღონისძიებების განხორციელებას, კერძოდ, აცხადებენ განგაშს და ატყობინებენ შექმნილი მდგომარეობის თაობაზე შესაბამის უწყებებსა და პირებს.

საგანგებო დახმარების ფუნქცია №1-ის შესაბამისად გაიცემა ოპერატიული ბრძანებები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი გამოყოფს ექსპერტებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო შტაბებისა და საველე ოპერაციების ცენტრის დასახმარებლად.

საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული ამოცანების გადასაჭრელად ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოები საჭიროების შემთხვევაში განსაზღვრავენ პირველად მოთხოვნებს ეროვნულ დონეზე დახმარებისათვის.

საგანგებო მართვის ძირითადი ღონისძიებები

ოპერატიულ ცენტრში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო შტაბებსა და საველე ოპერაციების ცენტრში არსებული ინფორმაციის საფუძველზე იგეგმება საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო, საძიებო-სამაშველო და სხვა გადაუდებელი ღონისძიებები, ხდება საჭირო საავარიო-სამაშველო ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა.

საგანგებო მართვის უზრუნველყოფის ღონისძიებებია:

– განგაშის გამოცხადება და შეტყობინება;

– საველე ოპერაციების ცენტრის გაშლა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის საგანგებო რეაგირების ჯგუფების დაკომპლექტება;

– საგანგებო სიტუაციების ზონებიდან ინფორმაციის მიღება, გადამუშავება, საგანგებო ვითარების შეფასება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;

– საგანგებო სიტუაციების ზონებში რეაგირების გეგმის განხორციელება (საავარიო-სამაშველო, საძიებო-სამაშველო და გადაუდებელი-აღდგენითი სამუშაოების განხორციელება);

– ოპერაციების კოორდინაცია;

– ლოჯისტიკა;

– ბრძანებების გაცემა და მათი შესრულების კონტროლი;

– ინფორმაციის მართვა;

– მოთხოვნების დამუშავება ეროვნული დახმარების შესახებ;

– რესურსების მიღება და მართვა;

– მუშაკთა უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა;

– ფინანსური მართვა;

– დაზვერვითი ოპერაციების ჩატარება, შემფასებელი პერსონალის ან ჯგუფის მოქმედებაში მოყვანა და გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების ამოქმედება (GIS);

– საგანგებო სიტუაციების დროს არასამთავრობო და საერთაშორისო სამაშველო ჯგუფების გამოყენების ორგანიზება.

დაუყოვნებლივ იწყება საძიებო-სამაშველო, სამედიცინო დახმარების, საევაკუაციო, გზების გაწმენდის და სხვა გადაუდებელი სამუშაოების შესრულების ორგანიზება. ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურები საგანგებო სიტუაციის ზონაში ხსნიან მოსახლეობის შეკრების, აღრიცხვის, ევაკუაციის, სამედიცინო დახმარების, კვებისა და პირველადი მოხმარების საგნების გაცემის პუნქტებს.

საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, ამ სიტუაციებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების დაგეგმვა ხორციელდება დარგობრივი რეაგირების გეგმების საპროგნოზო მონაცემების საფუძველზე, რომელშიც უნდა იქნეს განსაზღვრული საგანგებო სიტუაციების ზონა და სახეობა, შედეგების რაოდენობრივი მონაცემები (მსხვერპლის, დაჭრილების, დანგრეული შენობების თაობაზე და სხვ.), მაღალი სეისმური რისკის მქონე ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული შენობების სახეობებისა და რაოდენობის გათვალისწინებით. განისაზღვრება ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის რიცხვი, ხოლო შემდეგ – დაღუპულთა და დაჭრილთა სავარაუდო რაოდენობა.

აუცილებელია საგანგებო სიტუაციების როგორც უშუალო, ისე მეორადი შედეგების (ხანძარი, მოწამვლა, მეწყერი და სხვ.) დადგენა. შედეგების პროგნოზირებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს საგანგებო სიტუაციების ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ძალები და საშუალებები.

საჭიროების შემთხვევაში, სამთავრობო კომისია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს წინადადებით საგანგებო სიტუაციის ზონაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.

მხარდამჭერი უწყებების მონაწილეობა

ამ ფუნქციაში მონაწილეობენ ერთიან სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლები, რომლებსაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ უწყებათა დარგობრივი სფეროების გათვალისწინებით. აღნიშნული უწყებებია:

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;

 საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

 საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო;

 საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

 საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო;

 საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;

 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;

 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო;

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

მხარდამჭერი უწყებები უზრუნველყოფენ ოპერატიულ ცენტრში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო შტაბებსა და საველე ოპერაციების ცენტრში ექსპერტების მივლინებას.

კავშირგაბმულობისა და შეტყობინების ფუნქცია №2

ღონისძიებების უზრუნველყოფა

 

ძირითადი ორგანო

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი.

 

მხარდამჭერი უწყებები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი მაუწყებელი და კერძო მაუწყებლობა;

ელექტრონული კომუნიკაციებისა და საფოსტო კავშირის საოპერატორო კომპანიები;

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

 

მიზანი:

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ საგანგებო სიტუაციების დროს კავშირგაბმულობისა და შეტყობინების უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია; საგანგებო სიტუაციების დროს ელექტრონული კომუნიკაციების, საფოსტო კავშირის და მაუწყებლობის ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფის კოორდინაცია.

ღონისძიებების შესრულების გადანაწილება

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი საგანგებო სიტუაციებისას უზრუნველყოფს კავშირგაბმულობისა და მაუწყებლობის ქსელების, ასევე შეტყობინების ღონისძიებების მართვას ეროვნულ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე.

აჭარის და აფხაზეთისა ავტონომიურ რესპუბლიკების ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების წარმოქმნისას კავშირგაბმულობისა და შეტყობინების ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფენ აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სტრუქტურები, აგრეთვე კავშირგაბმულობის მოქმედი ოპერატორი კომპანიები, ხოლო ადგილობრივ დონეზე – ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორები.

ოპერაციების კონცეფცია

საგანგებო სიტუაციის შეტყობინების შემდეგ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი უზრუნველყოფს უფლებამოსილი ექსპერტების მივლინებას ოპერატიულ ცენტრში.

ოპერატიული ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი იწყებს შესაბამისი ღონისძიებების (ფუნქცია №2) განხორციელებას.

შესაბამისად იქმნება:

– კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის საგანგებო შტაბი, რომელიც მუშაობს დეპარტამენტში არსებული რეაგირების გეგმის მიხედვით;

– საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაგირების ჯგუფი.

კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის საგანგებო შტაბმა შეიძლება მოითხოვოს მხარდამჭერი უწყებებიდან სათანადო დახმარება, თუ საკუთარი ძალებით ვერ უზრუნველყოფს საგანგებო დახმარების ფუნქცია №2-ის შესრულებას.

საგანგებო დახმარების ფუნქცია №2-ს დახმარებას უწევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, რათა მოხდეს რისკების ანალიზი, შეფასება და დახმარების აღმოჩენა.

რეაგირების პერიოდში კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ეკისრება პირველადი პასუხისმგებლობა შეაფასოს კავშირგაბმულობისა და შეტყობინების უზრუნველყოფის ხარისხი და დონე, ხოლო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი მოთხოვნის დეკლარირება.

მიუხედავად იმისა, რომ კავშირგაბმულობის ინფრასტრუქტურის აღდგენა მათივე მფლობელების პასუხისმგებლობაა, კავშირგაბმულობის დროულად აღდგენის მიზნით საგანგებო დახმარების ფუნქცია №2 უზრუნველყოფს მათთვის დახმარებასა და მხარდაჭერას ეროვნულ დონეზე.

ორგანიზება კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის საგანგებო შტაბში

საგანგებო დახმარების ფუნქცია №2-ის ამოქმედებასა და მის კოორდინაციას ახორციელებს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის საგანგებო შტაბი.

საგანგებო შტაბი მოქმედებს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ შემუშავებული დარგობრივი რეაგირების გეგმის შესაბამისად.

საგანგებო შტაბი თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან, რათა მოამზადოს დროული და ზუსტი ინფორმაცია და რეკომენდაციები საგანგებო სიტუაციების შედეგების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციისათვის.

ორგანიზება საგანგებო სიტუაციის ზონაში

კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის საგანგებო შტაბი საგანგებო დახმარების ფუნქცია №2-ის შესაბამისად აძლევს რეკომენდაციებს ოპერატიულ ცენტრს, რომელიც შესაბამისად კოორდინაციას უწევს საველე ოპერაციებს.

საგანგებო შტაბმა შეიძლება დანიშნოს წარმომადგენელი საველე ოპერაციების ცენტრში.

საგანგებო დახმარების ფუნქცია №2-ის განხორციელების მიზნით, საგანგებო შტაბი გამოყოფს წარმომადგენლებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა აღმოჩნდნენ საგანგებო სიტუაციის ზონაში პირველადი რეაგირების ჯგუფთან ერთად.

ოპერატიული რეაგირება

●   კავშირგაბმულობის კერძო სექტორთან კოორდინაციაში საგანგებო დახმარების ფუნქცია №2 კავშირგაბმულობის სფეროში ამკვიდრებს უსაფრთხოების სტანდარტებს;

●   საგანგებო დახმარების ფუნქცია №2 ახორციელებს კავშირგაბმულობის სფეროში ვარჯიშებს სხვადასხვა დონეზე საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნის დასახვეწად;

●   კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი მონიტორინგს უკეთებს კავშირგაბმულობის ინფრასტრუქტურას და აწვდის ინფორმაციას ოპერატიულ ცენტრს.

საგანგებო დახმარების ფუნქცია №2-ის გააქტიურების შემდეგ კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი ქმნის საგანგებო შტაბს და პირველადი რეაგირების ჯგუფს.

კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის საგანგებო შტაბი:

●   ატარებს კონსულტაციებს შესაბამის დაინტერესებულ ორგანიზაციებთან;

●   აფასებს ინციდენტს, განსაზღვრავს საჭირო რესურსებს;

●   უზრუნველყოფს ოპერატიულ ცენტრში უფლებამოსილი ექსპერტების მივლინებას;

●   აწარმოებს მონიტორინგს და აწვდის ინფორმაციას ოპერატიულ ცენტრს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო შტაბებს და საველე ოპერაციების ცენტრს;

●   მონაწილეობს ზარალის მიტიგაციის კვლევებში, რათა მომავალში მინიმუმამდე შემცირდეს;

●   საჭიროების შემთხვევაში, დახმარებას უწევს სათანადო უწყებებს ზარალის ხარჯების განსაზღვრაში.

კავშირგაბმულობისა და შეტყობინების უზრუნველყოფის ღონისძიებები

საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვისათვის გასატარებელი ღონისძიებების განხორციელება შეუძლებელია უწყებათა შორის შეუფერხებელი კავშირის არსებობის გარეშე. საგანგებო სიტუაციებისას კავშირგაბმულობისა და შეტყობინების სისტემების ფუნქციონირების კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ხოლო სამინისტროებსა და უწყებებში – კავშირგაბმულობის შესაბამისი სამსახურები.

საგანგებო სიტუაციების დროს, უპირველეს ყოვლისა, ზიანდება კავშირგაბმულობისა და შეტყობინების სისტემების საკომუნიკაციო ელემენტები, რომლის აღდგენაც უნდა მოხდეს უმოკლეს ვადაში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს კავშირი საგანგებო სიტუაციის მართვის ორგანოებსა და საავარიო-სამაშველო ფორმირებებს შორის.

საგანგებო სიტუაციების დროს განისაზღვრება კავშირგაბმულობის კომუნიკაციების, კაბელების (ნგრევის ზონებში) და საჰაერო ხაზების (შენობის ნგრევის, მეწყერების, ჩამონაქცევების შედეგად) დაზიანების სავარაუდო ადგილები. ფართომასშტაბიანი ნგრევის შემთხვევაში, დაზიანებული სატელეფონო კავშირის ხაზები ერთიანად გამოდიან მწყობრიდან. ხერგილების გაწმენდისა და სამაშველო სამუშაოების დროს ძალიან მაღალია საკაბელო ხაზის დაზიანების ალბათობა. ამიტომ საგანგებო სიტუაციის შემდეგ, აუცილებელია უწყებებსა და ობიექტებს შორის კავშირი უზრუნველყოფილ იქნეს უსადენო კავშირის საშუალებებით ან მიწისქვეშა საკაბელო ხაზებით. კავშირგაბმულობისა და შეტყობინების უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებებია:

●   საგანგებო სიტუაციებში კავშირგაბმულობისა და შეტყობინების ძალების, საშუალებების მოზიდვა და ხელმძღვანელობა;

●   მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში კავშირგაბმულობისა და შეტყობინების სისტემებზე ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა;

●   საგანგებო სიტუაციებისას მოსახლეობის დროული შეტყობინების უზრუნველყოფა;

●   საგანგებო სიტუაციებში კავშირგაბმულობისა და შეტყობინების ქვესისტემების შექმნა და მათი მუშაობის კოორდინაცია;

●   საგანგებო სიტუაციების ზონებში საავარიო-სამაშველო, საძიებო-სამაშველო და საავარიო-აღდგენითი სამუშაოების ძალების კავშირით უზრუნველყოფა;

●   ელექტრონულ საკომუნიკაცო ქსელებზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესრულების ორგანიზება.

გაცილებით დიდ სირთულეს წარმოადგენს, როცა საგანგებო სიტუაციის კერა მდებარეობს მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებთან ახლოს, ამის შედეგად შეიძლება ხაზები ერთდროულად გამოვიდეს მწყობრიდან. ამ შემთხვევაში კავშირგაბმულობისა და შეტყობინების უზრუნველყოფის ამოცანებია:

●   კავშირის უზრუნველყოფა გარესამყაროსთან რადიოსადგურების დახმარებით;

●   დასახლებული პუნქტების ახლოს დაზიანებული საკაბელო ხაზების აღდგენა;

●   საერთაშორისო კავშირის უზრუნველყოფა ძირითადად ხდება საქალაქთაშორისო კავშირის ხაზებით;

●  საერთაშორისო და საქალაქთაშორისო კავშირის აღდგენა ხდება შესაბამისად დარგობრივი რეაგირების გეგმის მიხედვით;

●   ქალაქის შიგნით სატელეფონო კავშირის დამყარება.

პირველ რიგში სატელეფონო ქსელით უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შემდეგი ობიექტები:

●   საგანგებო სიტუაციების მართვის სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;

●   ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები;

●   საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილები;

●   საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფები;

●   სამედიცინო დაწესებულებები;

●   სახანძრო-სამაშველო სამსახურები;

●   პურის ქარხნები.

მეორე რიგის ობიექტებად ითვლება:

●   ქალაქის ელექტროქსელი;

●   გაზიფიკაციისა და გაზმომარაგების საწარმოები;

●   ნავთობბაზები;

●   წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ობიექტები;

●   ქარხნები;

●   სამშენებლო ორგანიზაციები.

სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან საგანგებო სიტუაციის დროს დაზიანებული კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების ავარიული მდგომარეობის უმოკლეს ვადაში აღმოფხვრის მიზნით, კავშირგაბმულობისა და ფოსტის საწარმოებს დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ დახმარება (სამუშაო ძალა, ტრანსპორტი) კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მოსახლეობის საინფორმაციო უზრუნველყოფა

საგანგებო სიტუაციების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება ხორციელდება საზოგადოებრივი და კერძო სამაუწყებლო საშუალებებით, აგრეთვე „ხმამაღლა მოლაპარაკე“ საშუალებით მოწყობილი ავტომანქანების გამოყენებით.

მხარდამჭერი უწყებების მონაწილეობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი – საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების ლიკვიდაციის მართვის სფეროში კოორდინაციას უწევს კავშირგაბმულობისა და შეტყობინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს „ხმამაღლა მოლაპარაკე“ საშუალებით მოწყობილი ავტომანქანებით მოსახლეობის ინფორმირებას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – მონაწილეობს კავშირგაბმულობისა და შეტყობინების სფეროში გასატარებელ ღონისძიებებში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო – უზრუნველყოფს კავშირგაბმულობისა და შეტყობინების სისტემის ენერგომომარაგებას.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი მაუწყებელი და კერძო მაუწყებლობა – უზრუნველყოფენ საგანგებო სიტუაციებისას მოსახლეობის დროულ ინფორმირებას.

ელექტრონული კომუნიკაციებისა და საფოსტო კავშირის საოპერატორო კომპანიები – უზრუნველყოფენ საგანგებო სიტუაციების დროს ელექტრონული კომუნიკაციების, საფოსტო კავშირის და მაუწყებლობის ძალებითა და საშუალებებით.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია – საგანგებო სიტუაციების დროს უზრუნველყოფს ელექტრონული კომუნიკაციების, საფოსტო კავშირის და მაუწყებლობის ძალების და საშუალებების აღრიცხვასა და მობილიზების მხარდაჭერას.

მოსახლეობის ევაკუაციის ღონისძიებების ფუნქცია №3

უზრუნველყოფა

 

ძირითადი ორგანო

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.

 

მხარდამჭერი უწყებები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია;

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი მაუწყებელი;

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.

 

მიზანი:

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის ევაკუაციის უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია.

ღონისძიებების შესრულების გადანაწილება

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებისას მოსახლეობის ევაკუაციის ღონისძიებების მართვას ეროვნულ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე.

ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის ევაკუაციის უზრუნველყოფის სფეროში მართვას ახორციელებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.

ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის ევაკუაციის უზრუნველყოფის ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საგანგებო შტაბი, სამინისტროს სისტემაში შემავალი ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად.

ოპერაციების კონცეფცია

საგანგებო სიტუაციის შეტყობინების შემდეგ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო უზრუნველყოფს უფლებამოსილი ექსპერტების მივლინებას ოპერატიულ ცენტრში.

ოპერატიული ცენტრის მითითებით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო იწყებს შესაბამისი ღონისძიებების (ფუნქცია №3) განხორციელებას.

შესაბამისად იქმნება:

– სამინისტროს საგანგებო შტაბი, რომელიც მუშაობს სამინისტროში არსებული რეაგირების გეგმის მიხედვით;

– საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაგირების ჯგუფი.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დარგობრივი რეაგირების გეგმის შემუშავებას.

საგანგებო დახმარების ფუნქცია №3-ის ამოცანები იყოფა შემდეგ ძირითად ნაწილებად:

კოორდინაცია – გულისხმობს საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის ევაკუაციის უზრუნველყოფისათვის ძირითადი ღონისძიებების შემუშავებას, მათი განხორციელების კოორდინაციასა და შესაბამისი ინფორმაციის შეგროვებას.

თავშესაფარი – გულისხმობს ტერიტორიის შერჩევას, წინასწარ იდენტიფიცირებული თავშესაფრების გამოყოფას არსებული ფონდის ფარგლებში, ასევე დროებითი თავშესაფრის (საველე კარვებით) ნაგებობების შექმნასა და იმ თავშესაფარების გამოყენებას, რომლებიც არ არის დაზიანებული საგანგებო სიტუაციების ზონაში.

კვება – კვებით უზრუნველყოფა ხდება სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებში, მობილური კვების პუნქტების მეშვეობით.

განთავსება – საგანგებო დახმარების ფუნქცია №3-ის განთავსების სამუშაოები ხორციელდება პროგრამების მიხედვით, რომელთა ამოცანებია:

●   დაზარალებულთა დროებითი და გრძელვადიანი განთავსების პრობლემის გადაჭრა;

●   იმ ფაქტორების გამოვლენა, რომელთაც შეუძლიათ ხელი შეუშალონ განთავსების საკითხებს;

●   დაზარალებულთა დროებითი და გრძელვადიან განთავსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.

დაზარალებულების დახმარება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საგანგებო დახმარების ფუნქცია №3 უზრუნველყოფს დაზარალებულთა დახმარების პროგრამების განხორციელებას, რაც გულისხმობს:

●   სიტუაციის კოორდინაციას და ვითარების შეფასებას, ევაკუირებულთა დასახმარებლად შესაბამისი გეგმების განხორციელებას არსებული საშუალებებით;

●   ყველა იმ სამსახურების დახმარებას, რომლებიც ჩაბმული არიან საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებაში;

●   იმ პირების გამოვლენას, რომელთაც აქვთ სპეციფიკური მოთხოვნები და საჭიროებენ განსხვავებულ სპეციალიზებულ დახმარებას (მაგ.: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, სხვა ენაზე მოსაუბრე მოსახლეობა და სხვ.);

●   დახმარების აღმოჩენას იმ პირებისათვის, რომელთაც მიიღეს სტრესი, კატასტროფასთან ასოცირებული მენტალური ტრავმა;

●   პირველადი მოხმარების საგნებისა და პროდუქტების დანიშნულების ადგილებამდე მიწოდების კონტროლს;

●   დახმარების აღმოჩენას დაზიანებულ ტერიტორიაზე საფოსტო სამსახურის ოპერატიულად მუშაობაში.

ორგანიზება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საგანგებო შტაბში

საგანგებო დახმარების ფუნქცია №3-ის ამოქმედებისას მის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საგანგებო შტაბი.

საგანგებო შტაბი, საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო დახმარების ფუნქცია №3-ის ამოქმედებისას განსაზღვრავს მხარდამჭერი უწყებებიდან დახმარების სახეებსა და მოცულობას.

საგანგებო შტაბი მოქმედებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ შემუშავებული დარგობრივი რეაგირების გეგმის შესაბამისად.

ორგანიზება საგანგებო სიტუაციის ზონაში

საგანგებო შტაბი ნიშნავს თავის წარმომადგენელს საველე ოპერაციების ცენტრში.

საგანგებო შტაბი საგანგებო დახმარების ფუნქცია №3-ის შესაბამისად რეკომენდაციებს აძლევს ოპერატიულ ცენტრს, რომელიც შესაბამისად კოორდინაციას უწევს საველე ოპერაციებს.

მოსახლეობის ევაკუაციის უზრუნველყოფის ღონისძიებები

საგანგებო სიტუაციების ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაციის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია ღონისძიებების წინასწარ დაგეგმვა, რაც მოიცავს საევაკუაციო ორგანოების შექმნას. ევაკუაციის ორგანიზებულად ჩასატარებლად იქმნება შემკრები და საშუალედო საევაკუაციო პუნქტები, ევაკუირებულთა მიმღები პუნქტები. მოსახლეობის ევაკუაციის უზრუნველყოფის ამოცანებია:

●   დაზარალებული მოსახლეობის შეკრების, საევაკუაციო, სამედიცინო დახმარების, კვებისა და პირველადი მოხმარების საგნების გაცემის პუნქტების ამოქმედება;

●   საგანგებო სიტუაციების ზონიდან და დასნებოვნების ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაციის ორგანიზება;

●   ევაკუაციისთვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის განსაზღვრა, ევაკუაციის მარშრუტების შემუშავება;

●   ევაკუირებული მოსახლეობის განთავსების ობიექტების განსაზღვრა, ევაკუირებული მოსახლეობის საწოლებით, კვების პროდუქტებით, პირველადი მოხმარების საგნებით უზრუნველყოფის ორგანიზება;

●   დაზარალებული და უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დროებითი განსახლების მიზნით საველე ქალაქების მოწყობის ორგანიზება;

●  დაზარალებული და უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის ტანსაცმლით, სასმელი წყლით, სურსათითა და პირველადი მოხმარების საგნებით უზრუნველყოფის ორგანიზება.

მხარდამჭერი უწყებების მონაწილეობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი – უზრუნველყოფს მოსახლეობის ევაკუაციის ღონისძიებების მხარდაჭერას, საგანგებო სიტუაციების ზონაში დაზარალებული მოსახლეობისათვის საველე ქალაქების გაშლას, მათთვის კვებით უზრუნველყოფის მოძრავი და სტაციონარული პუნქტების გახსნას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს „ხმამაღლა მოლაპარაკე“ საშუალებით მოწყობილი ავტომანქანებით მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებას, აგრეთვე ევაკუაციის მარშრუტებზე და განსახლების ადგილებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – მონაწილეობს მოსახლეობის ევაკუაციის სფეროში გასატარებელ ღონისძიებებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – ევაკუირებული მოსახლეობის განთავსების ადგილებში ხსნის სამედიცინო პუნქტებს და უზრუნველყოფს სამედიცინო პერსონალით.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია – ორგანიზებას უწევს საგანგებო სიტუაციების ზონიდან მოსახლეობის ევაკუაციის საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტით უზრუნველყოფას.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – ორგანიზებას უწევს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, დროებით დაკავების იზოლატორებში განთავსებული პირების უსაფრთხო ზონაში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გადაყვანას. იმ მოქალაქეებზე, რომელთაც საგანგებო სიტუაციების შედეგად დაკარგეს პირადობის დამადასტურებელი საბუთი, გასცემს შესაბამის საბუთებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – შეიმუშავებს და განახორციელებს მოსწავლეთა (სტუდენტთა) საევაკუაცო ღონისძიებებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – შეიმუშავებს და განახორციელებს დიპლომატიური კორპუსის საევაკუაცო ღონისძიებებს.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი – საევაკუაციო ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით მოსახლეობას მიაწვდის ინფორმაციას.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები – უზრუნველყოფენ მუნიციპალური, საქალაქო სატრანსპორტო სამსახურების საშუალებით საგანგებო სიტუაციების ზონიდან მოსახლეობის ევაკუაციას ტრანსპორტით.

საძიებო-სამაშველო, საავარიო-სამაშველო და ფუნქცია №4

საავარიო-აღდგენითი სამუშაოების ღონისძიებების უზრუნველყოფა

 

ძირითადი ორგანო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი.

 

მხარდამჭერი უწყებები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია;

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი;

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;

ადგილობრივი თვითმმართველობის სახანძრო-სამაშველო რაზმები;

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება.

 

მიზანი:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მიერ საძიებო-სამაშველო, საავარიო-სამაშველო და საავარიო-აღდგენითი სამუშაოების განხორციელების კოორდინაცია. საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი საძიებო-სამაშველო, საავარიო-სამაშველო და საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო სამაშველო ძალების ჩაბმა.

ღონისძიებების შესრულების გადანაწილება

ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების საძიებო-სამაშველო, საავარიო-სამაშველო და საავარიო-აღდგენითი სამუშაოების უზრუნველყოფის სფეროში მართვას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი.

ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე საგანგებო სიტუაციების საძიებო-სამაშველო, საავარიო-სამაშველო და საავარიო-აღდგენითი სამუშაოების მართვას ახორციელებენ საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.

* საზღვაო-სამაშველო სამუშაოების კოორდინაციასა და განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 

ოპერატიული რეაგირება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი (ოპერატიული ცენტრი)

საგანგებო სიტუაციაზე პირველად რეაგირებას ახდენენ ადგილობრივი თვითმმართველობის სახანძრო-სამაშველო სამსახურები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (ოპერატიული სამაშველო მოქმედება, პირველადი სამედიცინო დახმარება, საგანგებო სიტუაციის ზონის შემოფარგვლა და იზოლირება, საგანგებო სიტუაციის ლოკალიზაციის სამუშაოები, ხანძრის ქრობის სამუშაოები და სხვ.).

პირველი მორეაგირე უკავშირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ცენტრალურ სამაშველო რაზმს, რომელიც გადის საგანგებო სიტუაციის ზონაში. ცენტრალური სამაშველო რაზმი სამაშველო ოპერაციების პარალელურად ახდენს სიტუაციის რეკოგნოსცირებას. რეკოგნოსცირების შედეგების ანალიზის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი მოახსენებს სამთავრობო კომისიის თავმჯდომარეს შექმნილი საგანგებო ვითარების შესახებ.

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი იწყებს შესაბამისი ღონისძიებების (ფუნქცია №4) განხორციელებას.

ადგილობრივი და საველე დონე

ადგილობრივი თვითმმართველობის საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალურად უფლებამოსილ ორგანოებს მოქმედებაში მოჰყავთ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაბამისი გეგმა, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს ადგილობრივ დონეზე საავარიო-სამაშველო და საავარიო-აღდგენითი ფორმირებების ჩაბმას.

საგანგებო დახმარების ფუნქცია №4-ის შესაბამისად გაიცემა ოპერატიული ბრძანებები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი გამოყოფს ექსპერტებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო შტაბებისა და საველე ოპერაციების ცენტრის დასაკომპლექტებლად.

ადგილობრივი თვითმმართველობის საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული ამოცანების გადასაჭრელად სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოები განსაზღვრავენ ეროვნული დახმარების პირველად მოთხოვნებს.

ხდება ეროვნული ძალებისა და რესურსების მობილიზება და გაგზავნა საგანგებო სიტუაციების ზონაში.

საძიებო-სამაშველო, საავარიო-სამაშველო და საავარიო-აღდგენითი სამუშაოების ღონისძიებები

საგანგებო სიტუაციების განვითარების შემდეგ მოსახლეობის გადარჩენის, სასიცოცხლო უზრუნველყოფისა და არსებული რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, საჭიროა ძალებისა და საშუალებების ოპერატიული და მიზანმიმართული მობილიზაცია. საგანგებო სიტუაციის წარმოქმნისთანავე აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე წინასწარ შემუშავებული მოქმედებათა გეგმების განხორციელება.

ფართომასშტაბიანი საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, როცა სახელმწიფოს დამოუკიდებლად არ შეუძლია საგანგებო სიტუაციების დროს წამოჭრილი ამოცანების გადაწყვეტა, უნდა იქნეს მოთხოვნილი საერთაშორისო დახმარებები. საერთაშორისო ძალები და რესურსები განთავსდება საველე ოპერაციების ცენტრის ახლოს.

საგანგებო სიტუაციების საძიებო-სამაშველო, საავარიო-სამაშველო და საავარიო-აღდგენითი სამუშაოების უზრუნველყოფის ღონისძიებებია:

●   საგანგებო სიტუაციების დროს საძიებო-სამაშველო, საავარიო-სამაშველო და საავარიო-აღდგენითი სამუშაოების ძალებისა და საშუალებების გადანაწილება;

●   დაზიანების მასშტაბების, დაზარალებულთა რაოდენობის, სამაშველო სამუშაოებისათვის აუცილებელი საინჟინრო, სამხედრო და სპეციალიზებული ტექნიკის რაოდენობის განსაზღვრა და სამაშველო სამუშაოებში ჩაბმა;

●   სხვა სახელმწიფოთა მაშველების მიღება და მათი განაწილება დაზიანებულ ტერიტორიებზე;

●   დაზარალებულთათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით სამუშაოების ორგანიზება სპეციალური ტექნიკის, სამედიცინო პერსონალის, მედიკამენტების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით, მძიმე ავადმყოფების სხვა ქალაქებსა და სახელმწიფოებში ევაკუაციის შესაძლებლობის განსაზღვრა;

●   სამაშველო-საძიებო, საავარიო-სამაშველო, საავარიო-აღდგენითი, ხანძრის ქრობისა და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების უზრუნველყოფის ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;

●   საგანგებო სიტუაციების მეორადი დამაზიანებელი ფაქტორების თავიდან აცილების ან/და ლოკალიზაციის მიზნით შესაბამისი ზომების მიღება.

საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ასევე იურიდიული პირები ვალდებული არიან საგანგებო სიტუაციების დროს საძიებო-სამაშველო, საავარიო-სამაშველო და საავარიო-აღდგენითი სამუშაოების ფორმირებებს დაუყონებლივ აღმოუჩინონ დახმარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საძიებო-სამაშველო, საავარიო-სამაშველო და საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ოპერატიული ცენტრი.

მხარდამჭერი უწყებების მონაწილეობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი – საგანგებო სიტუაციების ზონებში ამყარებს საზოგადოებრივ წესრიგს და კრძალავს ავტოტრანსპორტის შესვლას, გარდა სპეციალური მანქანებისა; შემოფარგლავს და დაიცავს პერიმეტრს; მარადიორობის წინააღმდეგ აწარმოებს ბრძოლას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – მონაწილეობს საძიებო-სამაშველო, საავარიო-სამაშველო და საავარიო-აღდგენით სამუშაოებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – საძიებო-სამაშველო, საავარიო-სამაშველო და საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესრულებისას უზრუნველყოფს დაზარალებულთათვის პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენას და სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანას, აგრეთვე მედიკამენტების მიწოდებას.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია – კოორდინაციას უწევს სამაშველო და საავარიო-აღდგენით სამუშაოებში ჩაბმული ძალების ტრანსპორტით უზრუნველყოფას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების ზონაში შენობა-ნაგებობების მდგრადობის შეფასებასა და ვარგისიანობის განსაზღვრას.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი – კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოების, საძიებო-სამაშველო, საავარიო-სამაშველო და საავარიო-აღდგენითი სამუშაოების ფორმირებების, ჯგუფებისა და სხვა მონაწილე უწყებების კავშირით უზრუნველყოფას.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების ზონებში ენერგომომარაგების კომუნიკაციებზე საავარიო-აღდგენითი ჯგუფების მუშაობას.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები – ახორცილებენ საძიებო-სამაშველო, საავარიო-სამაშველო და საავარიო-აღდგენით სამუშაოებს.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება – მონაწილეობს საგანგებო სიტუაციების ზონებში საძიებო-სამაშველო სამუშაოებში; ორგანიზებას უკეთებს საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაბმული არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედებებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის კოორდინაციით.

სატრანსპორტო უზრუნველყოფა ფუნქცია №5

 

ძირითადი ორგანო

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია.

 

მხარდამჭერი უწყებები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საწარმოთა მართვის სააგენტო.

 

მიზანი:

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ საგანგებო სიტუაციებში სატრანსპორტო უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი საავტომობილო, საზღვაო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით.

ღონისძიებების შესრულების გადანაწილება

ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების სატრანსპორტო უზრუნველყოფის სფეროში მართვას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია.

ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე სატრანსპორტო უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად.

ოპერაციების კონცეფცია

საგანგებო სიტუაციის შეტყობინების შემდეგ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს უფლებამოსილი ექსპერტების მივლინებას ოპერატიულ ცენტრში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო შტაბებსა და საველე ოპერაციების ცენტრში.

ოპერატიული ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე საგანგებო სიტუაციის შეტყობინების შემდეგ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია იწყებს შესაბამისი ღონისძიებების (ფუნქცია №5) განხორციელებას.

შესაბამისად იქმნება:

– საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის საგანგებო შტაბი, რომელიც მოქმედებს სამინისტროში არსებული რეაგირების გეგმის მიხედვით;

– საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაგირების ჯგუფი.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის საგანგებო შტაბმა შეიძლება მოითხოვოს დახმარება მხარდამჭერი უწყებებიდან, თუ საკუთარი ძალებით ვერ უზრუნველყოფს საგანგებო დახმარების ფუნქცია №5-ის შესრულებას.

საგანგებო დახმარების ფუნქცია №5-ს დახმარებას უწევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, რათა მოხდეს რისკების ანალიზი, შეფასება და დახმარების აღმოჩენა.

რეაგირების პერიოდში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია აფასებს არსებული სიტუაციისათვის სატრანსპორტო უზრუნველყოფის ხარისხსა და დონეს, დახმარების საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს შესაბამისი მოთხოვნის დეკლარირებას.

ორგანიზება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის საგანგებო შტაბში

საგანგებო დახმარების ფუნქცია №5-ის ამოქმედებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის საგანგებო შტაბი.

საგანგებო შტაბი მოქმედებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული დარგობრივი რეაგირების გეგმის შესაბამისად.

საგანგებო შტაბი კოორდინირებს სხვა სტრუქტურებთან, რათა მოამზადოს ინფორმაცია და რეკომენდაციები საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციისათვის.

ორგანიზება საგანგებო სიტუაციის ზონაში

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის საგანგებო შტაბი საგანგებო დახმარების ფუნქცია №5-ის შესაბამისად რეკომენდაციებს აძლევს ოპერატიულ ცენტრს, რომელიც შესაბამისად კოორდინაციას უწევს საველე ოპერაციებს.

საგანგებო შტაბი საჭიროების შემთხვევაში აგზავნის წარმომადგენლებს საგანგებო სიტუაციის ზონაში პირველადი რეაგირების ჯგუფთან ერთად.

ოპერატიული რეაგირება

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის საგანგებო შტაბი:

●   ატარებს კონსულტაციებს შესაბამის დაინტერესებულ ორგანიზაციებთან;

●   აფასებს საგანგებო სიტუაციას, განსაზღვრავს საჭირო რესურსებს;

●   უზრუნველყოფს ოპერატიულ ცენტრში უფლებამოსილი ექსპერტების მივლინებას;

●   აწვდის ინფორმაციას ოპერატიულ ცენტრს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო შტაბებს და საველე ოპერაციების ცენტრს;

●   საგანგებო დახმარების ფუნქცია №5-ის შესაბამისად კოორდინაციას უკეთებს ტრანსპორტით უზრუნველყოფას.

საგანგებო დახმარების ფუნქცია №5-ის განხორციელების მიზნით, საველე ოპერაციების ცენტრში დანიშნული წარმომადგენელი უზრუნველყოფს კავშირს დამხმარე ორგანიზაციებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო შტაბებთან.

სატრანსპორტო უზრუნველყოფის ღონისძიებები

საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, ზიანდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის სატრანსპორტო ქსელები, რომლის აღდგენა უნდა მოხდეს უმოკლეს ვადაში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საგანგებო სიტუაციის ზონაში საავარიო-სამაშველო, საძიებო-სამაშველო და საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად შესაბამისი ფორმირებების სატრანსპორტო გადაადგილება.

სატრანსპორტო უზრუნველყოფის ღონისძიებებია:

●   საევაკუაციო ღონისძიებების ტრანსპორტით უზრუნველყოფა;

●   საგანგებო სიტუაციების ზონიდან უსაფრთხო განთავსების ზონებში მოსახლეობის ევაკუაციისთვის საავტომობილო, საზღვაო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების მობილიზება;

●   საგანგებო სიტუაციების ზონიდან უსაფრთხო ზონაში შესაბამისი ტრანსპორტით მატერიალური ფასეულობის გატანა;

●   საავარიო-სამაშველო, საძიებო-სამაშველო და საავარიო-აღდგენითი სამუშაოების ეფექტიანად შესრულებისათვის საინჟინრო ავტოტრანსპორტისა და ტექნიკის მობილიზების ხელშეწყობა;

●   შესაბამისი ავტოტრანსპორტის მობილიზება ცხოველთა ევაკუაციისათვის;

●   დაზარალებული მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ავტოტრანსპორტის მობილიზება.

მხარდამჭერი უწყებების მონაწილეობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი – კოორდინაციას უწევს სატრანსპორტო უზრუნველყოფის სისტემას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების ზონებში სატრანსპორტო მოძრაობის რეგულირებას და ევაკუაციის მარშრუტებზე უსაფრთხო გადაადგილებას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – მონაწილეობს სატრანსპორტო უზრუნველყოფის სფეროში გასატარებელ ღონისძიებებში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საწარმოთა მართვის სააგენტო – აწვდის ინფორმაციას სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების სატრანსპორტო საშუალებების შესახებ და ხელს უწყობს მათ მობილიზაციას.

სამედიცინო უზრუნველყოფა ფუნქცია №6

 

ძირითადი ორგანო

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

 

მხარდამჭერი უწყებები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება.

 

მიზანი:

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საგანგებო სიტუაციების დროს სამედიცინო უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია. საგანგებო სიტუაციების დროს სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა.

ღონისძიებების შესრულების გადანაწილება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში ახორციელებს სამედიცინო უზრუნველყოფის ღონისძიებების მართვას ეროვნულ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების დროს სამედიცინო უზრუნველყოფის სფეროში მართვას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე სამედიცინო უზრუნველყოფის ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო შტაბი, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად.

ოპერაციების კონცეფცია

საგანგებო სიტუაციის შეტყობინების შემდეგ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს უფლებამოსილი ექსპერტების მივლინებას ოპერატიულ ცენტრში.

ოპერატიული ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იწყებს შესაბამისი ღონისძიებების (ფუნქცია №6) განხორციელებას.

შესაბამისად იქმნება:

– საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო შტაბი, რომელიც მუშაობს სამინისტროში არსებული რეაგირების გეგმის მიხედვით;

– საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაგირების ჯგუფი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს უფლებამოსილი ექსპერტების მივლინებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო შტაბებსა და საველე ოპერაციების ცენტრში.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო შტაბმა შეიძლება მოითხოვოს დახმარება მხარდამჭერი უწყებებიდან, თუ საკუთარი ძალებით ვერ უზრუნველყოფს საგანგებო დახმარების ფუნქცია №6-ის შესრულებას.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო შტაბი მუდმივ კონტაქტზეა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებთან, რათა განისაზღვროს მიმდინარე სამედიცინო მოთხოვნები.

საგანგებო დახმარების ფუნქცია №6-ს დახმარებას უწევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, რათა მოხდეს რისკების ანალიზი, შეფასება და დახმარების აღმოჩენა.

რეაგირების პერიოდში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკისრება სამედიცინო უზრუნველყოფის ხარისხისა და დონის შეფასების პირველადი პასუხისმგებლობა, ხოლო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, ევალება შესაბამისი მოთხოვნის დეკლარირების უზრუნველყოფა.

ორგანიზება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო შტაბში

საგანგებო დახმარების ფუნქცია №6-ის ამოქმედებასა და მის კოორდინაციას ახორციელებს სამინისტროს საგანგებო შტაბი, რომელიც მოქმედებს დარგობრივი რეაგირების გეგმის შესაბამისად.

ორგანიზება საგანგებო სიტუაციის ზონაში

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო შტაბი საგანგებო დახმარების ფუნქცია №6-ის შესაბამისად რეკომენდაციებს აძლევს ოპერატიულ ცენტრს, რომელიც შესაბამისად კოორდინაციას უწევს საველე ოპერაციებს.

საგანგებო დახმარების ფუნქცია №6-ის განხორციელების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო შტაბი საჭიროების შემთხვევაში აგზავნის წარმომადგენლებს საგანგებო სიტუაციის ზონაში პირველადი რეაგირების ჯგუფთან ერთად.

ოპერატიული რეაგირება

პირველადი რეაგირება

საგანგებო სიტუაციების დროს დარგობრივი რეაგირების გეგმის შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო შტაბი ატარებს კონსულტაციებს შესაბამის დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და განსაზღვრავს მოთხოვნებს შემდეგ სფეროებში:

მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და მოთხოვნების განსაზღვრა სამედიცინო უზრუნველყოფის სფეროში

●   მონიტორინგი

– შესაბამის ორგანიზაციებს ევალებათ საგანგებო სიტუაციის ზონაში მოსახლეობის ჯანმრთელობის მონიტორინგი.

●   სამედიცინო დახმარების პერსონალი

– ხდება სამედიცინო პერსონალის დაკომპლექტება;

– საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო შტაბმა შესაძლოა მოიწვიოს ცალკეული ინდივიდუალური სპეციალისტები, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით.

●   სამედიცინო აღჭურვილობა და რესურსები

– ეროვნული სტრატეგიული მარაგის გარდა რესურსები შეიძლება მოძიებულ იქნეს მხარდამჭერი უწყებებიდან, ასევე, საჭიროებისამებრ საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციებიდან.

●   ავადმყოფთა ევაკუაცია

– სამინისტროს მოთხოვნით ავადმყოფთა ევაკუაციის ღონისძიებებში მონაწილეობს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

●   მოსახლეობის, მედიკამენტების, ბიოლოგიური ნივთიერებების და სამედიცინო აღჭურვილობის უსაფრთხოება

●   სისხლი და სისხლის პროდუქტები

– საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სრულად ფლობს სისხლის გადასხმის სადგურების მონაცემთა ბაზას და მათთან ერთად განსაზღვრავს შესაბამის მოთხოვნებს.

●   მუშაკთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა

●   სამედიცინო კონსულტაცია, ტექნიკური დახმარება და თანადგომა

– საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიძლება მოითხოვოს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებებიდან დახმარება საშიში ნივთიერებების რისკის შესაფასებლად, სინჯების ასაღებად, პოპულაციის გამოკვლევის ჩასატარებლად და სხვ.

●   ჯანმრთელობის დაცვა

– საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიძლება მოითხოვოს შესაბამისი დაწესებულებებიდან დახმარება საგანგებო სიტუაციის შემდგომი მენტალური ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შეფასებაში.

●   მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და ინფორმირება

– საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიძლება დაავალოს შესაბამის ორგანიზაციებს დაავადებათა პრევენციის მიზნით მიაწოდონ ადგილობრივ მოსახლეობას სათანადო ინფორმაცია.

●   დაავადებათა კონტროლი

გრძელვადიანი რეაგირება

საგანგებო შტაბი

საგანგებო დახმარების ფუნქცია №6-ის ფარგლებში ხდება საგანგებო სიტუაციის ზონის მუდმივი მონიტორინგი. განისაზღვრება სამედიცინო ხასიათის პრობლემები და მათი მასშტაბები, რისთვისაც გამოიყენება ინფორმაციის შემდეგი წყაროები:

– საგანგებო დახმარების ფუნქცია №6-ის დამხმარე უწყებები;

– შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციები;

– საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური;

– სამედიცინო დაწესებულებები;

– საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.

შეიძლება საჭირო გახდეს საგანგებო დახმარების ფუნქცია №6-ის შემსრულებელი ექსპერტების მონაწილეობა, რათა მათ მოახდინონ შექმნილი ვითარების ანალიზი და შეიმუშაონ რეკომენდაციები.

●   სამედიცინო რეაგირების ჯგუფების აქტივაცია

– საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს სამედიცინო პერსონალის დაკომპლექტებას. საგანგებო დახმარების ფუნქცია №6-ის დამხმარე ორგანიზაციებს ევალებათ სამედიცინო დახმარების ჯგუფების დაკომპლექტება.

●   სამედიცინო ტრანსპორტირების მოთხოვნის კოორდინაცია

– მასშტაბური სამედიცინო საგანგებო ვითარების დროს ადგილობრივი სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს.

●   სამედიცინო აღჭურვილობის შეძენის, აწყობის და მიწოდების კოორდინაცია

– საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან ერთად ახორციელებს სტიქიური უბედურებებისა და ტექნოგენური კატასტროფების სამედიცინო უზრუნველყოფისათვის საჭირო სტრატეგიული მარაგის პირველი რიგის მატერიალურ ფასეულობათა დაგროვებას, დაკომპლექტებას, გამოყენებისათვის მზაობას და მის პერიოდულ განახლებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

●   მოქმედების შემდგომი მოხსენებები

– საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახდენს საგანგებო სიტუაციის შემდგომ შეფასებასა და ანალიზს ოპერატიული ცენტრისთვის.

საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამედიცინო უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებები

საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების შემადგენელი ნაწილია სამედიცინო უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება.

საგანგებო სიტუაციების სამედიცინო უზრუნველყოფის ღონისძიებებია:

●   სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა;

●   დაზარალებულთა დანიშნულების პუნქტში გაგზავნის ორგანიზება;

●   საჭიროების შემთხვევაში საგანგებო სიტუაციის ზონაში საველე ჰოსპიტლების გაშლა;

●   გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა (სტაციონარულ ან საველე პირობებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, შოკსაწინააღმდეგო თერაპიის განხორციელება, სისხლის გადასხმა, ჭრილობის გაკერვა), შემდგომი დიფერენცირებული საექიმო დახმარების აღმოჩენის საკითხის გადაწყვეტა;

●   ტუბერკულოზური, ნარკოლოგიური, ფსიქონევროლოგიური, ვენერიული ავადმყოფების, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დისპანსერული და სხვა სააღრიცხვო ბარათებით განსაკუთრებული დაცვის ქვეშ აყვანა;

●   ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ზედამხედველობის უზრუნველყოფა;

●   ეპიზოოტიური ზედამხედველობის უზრუნველყოფა – განსაკუთრებულად საშიში ინფექციების წარმოშობის ასაცილებლად პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება (საგანგებო სიტუაციების ზონის ეპიზოოტოლოგიური გამოკვლევის ჩატარება და განსაკუთრებულად საშიში ინფექციების ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიული გამოკვლევების განხორციელება);

●   საგანგებო სიტუაციებისთვის სამედიცინო მარაგის შექმნის უზრუნველყოფა;

●   შექმნილი სიტუაციიდან და სეზონურობიდან (შემოდგომა-ზამთარი) გამომდინარე მოსახლეობაში ანტიგრიპოზული ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება – შესაბამისი პრეპარატების გაცემა. კუჭნაწლავის ტრაქტით დაავადებულ ავადმყოფთა გამოვლენა (ზაფხულში);

●   მოსახლეობაში იმუნიზაციისა და პროფილაქტიკური მკურნალობის ჩასატარებლად საჭირო ვაქცინებისა და შესაბამისი პრეპარატების მისაღებად განაცხადების მომზადება და წარდგენა შესაბამის ორგანოებში (არსებული ნორმატივების თანახმად);

●   მეთოდური მითითებების შემუშავება ნაწლავების მწვავე ინფექციის, ქოლერის, მუცლის ტიფის, დიზენტერიის და საშიში ინფექციების (შავი ჭირი, ყვავილი) წინააღმდეგ საბრძოლველად და მათი პროფილაქტიკის შესახებ;

●   ეპიდემიის სავარაუდო კერების გამოვლენა და მათი ლიკვიდაციისათვის გასატარებელი ღონისძიებების კოორდინაცია;

●   საგანგებო სიტუაციებისაგან დაზარალებულებისათვის პირველადი სამედიცინო და სასწრაფო დახმარების აღმოსაჩენად სამედიცინო დაწესებულებების გადარჩენილი (შენარჩუნებული) სტრუქტურული ერთეულების გამოყენების ხარისხის შეფასება;

●   ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) საგანგებო ვითარების შეფასება;

●   პირველადი საექიმო და სასწრაფო დახმარების სამუშაო ბრიგადების ფორმირება და კოორდინაცია;

●   განსაკუთრებულად მძიმე ავადმყოფების სხვა ქალაქებსა და სახელმწიფოებში ევაკუაციის შესაძლებლობის განსაზღვრა და ორგანიზება, მათი კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა;

●   სამედიცინო უზრუნველყოფის ორგანოების სხვა უწყებებთან ურთიერთმოქმედების მექანიზმების დაზუსტება;

●   სეზონურობიდან გამომდინარე, დაავადებების გამოვლენა და მოსახლეობის იმუნიზაცია; მოსახლეობაში, იმუნიზაციისა და საერთო სიტუაციის შესაბამისად, განმარტებითი სამუშაოების შესრულება;

●   აუცილებელ სამედიცინო ინვენტარსა და პრეპარატებზე, ადამიანთა რესურსებსა და სპეციალისტებზე მოთხოვნილების განსაზღვრა როგორც საკუთარი ქვეყნიდან, ისე სხვა სახელმწიფოებიდან;

●   მოსახლეობის წინასწარი შეტყობინება სხვადასხვა სამედიცინო სამსახურის დისლოკაციის ადგილის შეცვლის შესახებ.

მხარდამჭერი უწყებების მონაწილეობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი – საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების და შედეგების ლიკვიდაციის მიზნით კოორდინაციას უწევს სამედიცინო დაწესებულებებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი – უზრუნველყოფს ავადმყოფების ტრანსპორტირების მარშრუტებსა და სასწრაფო დახმარების მანქანების დაუბრკოლებლად გადაადგილებას, კარანტინის ტერიტორიის იზოლაციას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი – უზრუნველყოფს სამედიცინო დაწესებულებების დაცვას.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – აწარმოებს საგანგებო სიტუაციის შედეგად გარდაცვლილთა სიკვდილის მიზეზების დოკუმენტირებას, ფოტოგრაფირებას და აღრიცხვას, აგრეთვე გარდაცვლილთა რეგისტრაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – მონაწილეობას იღებს საგანგებო სიტუაციების ზონაში დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო და სასწრაფო დახმარების აღმოჩენაში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო – ახორციელებს კვების პროდუქტების, საკვები ნედლეულის და ფურაჟის კონტროლსა და ექსპერტიზას. აწყობს დაზიანების კერებში ფიტო და ვეტერინარულ კარანტინებს, წყვეტს ავადმყოფების კვებით უზრუნველყოფის საკითხებს და დახმარების აღმოჩენის დროს წარმოქმნილ სხვა პრობლემებს.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება – უზრუნველყოფს პირველად სამედიცინო დახმარებასა და დაზარალებულთა სამედიცინო დახმარებას, აგრეთვე საველე ჰოსპიტლის მოწყობას.

დიპლომატიური პროტოკოლისა და ფუნქცია №7

საერთაშორისო ჰუმანიტარული მხარდაჭერის

უზრუნველყოფა

 

ძირითადი ორგანო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 

მხარდამჭერი უწყებები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

 

მიზანი:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საგანგებო სიტუაციებში დიპლომატიური პროტოკოლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების კოორდინაცია.

ღონისძიებების შესრულების გადანაწილება

საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების დროს დიპლომატიური პროტოკოლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული მხარდაჭერის ღონისძიებების მართვას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. იგი ოპერატიულ ცენტრთან თანამშრომლობით წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით უზრუნველყოფს საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების უსაფრთხო ევაკუაციის მხარდაჭერას, ორგანიზებას უკეთებს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მოთხოვნისა და მიღების პროცედურებს.

ოპერაციების კონცეფცია

საგანგებო სიტუაციის შეტყობინების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს უფლებამოსილი ექსპერტების მივლინებას ოპერატიულ ცენტრში.

ოპერატიული ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იწყებს შესაბამისი ღონისძიებების (ფუნქცია №7) განხორციელებას.

შესაბამისად იქმნება:

– სამინისტროს საგანგებო შტაბი, რომელიც მუშაობს სამინისტროში არსებული რეაგირების გეგმის მიხედვით;

– საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაგირების ჯგუფი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეიძლება მოითხოვოს სათანადო დახმარება მხარდამჭერი უწყებიდან, თუ საკუთარი ძალებით ვერ უზრუნველყოფს საგანგებო დახმარების ფუნქცია №7-ის შესრულებას.

საგანგებო დახმარების ფუნქცია №7-ის განხორციელებისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებას უწევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სამთავრობო კომისიას წარუდგენს მოხსენებას შექმნილი საგანგებო ვითარების შესახებ.

დიპლომატიური პროტოკოლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული მხარდაჭერის უზრუნველყოფის ღონისძიებები

ფართომასშტაბიანი საგანგებო სიტუაციის დროს, როცა საქართველოს სახელისუფლებო ორგანოებს დამოუკიდებლად არ შეუძლიათ საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილება ან მათი შედეგების ლიკვიდაციის ამოცანების გადაწყვეტა, აუცილებელია ოპტიმალურად იქნეს გამოყენებული არასამთავრობო და საერთაშორისო ჰუმანიტარული მხარდაჭერის ძალები და რესურსები.

დიპლომატიური პროტოკოლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული მხარდაჭერის ღონისძიებებია:

●   საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში მონაწილეობა;

●   საქართველოს ტერიტორიაზე აკრედიტებული, ასევე სხვა ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის დიპლომატიური თანამდებობის პირებისა და პერსონალის, მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

●   საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში დიპლომატიური პროტოკოლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული მხარდაჭერის ღონისძიებების უზრუნველყოფის ძირითადი პრინციპების შემუშავება (შესაბამისი რეაგირების გეგმის შემუშავება);

●   საგანგებო სიტუაციებში საერთაშორისო ჰუმანიტარული მხარდაჭერა;

●   ჰუმანიტარული ორგანიზაციების მიერ შემუშავებული საგანგებო სიტუაციების დახმარების პროგრამების განხორციელებაში მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

მხარდამჭერი უწყებების მონაწილეობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი – უზრუნველყოფს ჰუმანიტარული დახმარების შესახებ მოთხოვნათა მომზადებას, საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნის მიზნით განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების რეზერვების განთავსების ადგილებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების ზონებში ჰუმანიტარული ტვირთების ტრანსპორტირების რეგულირებასა და უსაფრთხოებას, ევაკუაციაში მხარდაჭერას.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს ჰუმანიტარული ტვირთების შემოტანასა და განბაჟებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ტყის ხანძრებზე ხანძარსაწინააღმდეგო ფუნქცია 8

უზრუნველყოფა

 

ძირითადი ორგანო

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

 

მხარდამჭერი უწყებები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ადგილობრივი თვითმმართველობის სახანძრო-სამაშველო რაზმები.

 

მიზანი:

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ტყის ხანძრებზე ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია.

ღონისძიებების შესრულების გადანაწილება

ეროვნულ დონეზე ტყის ხანძრების დროს ხანძარსაწინააღმდეგო უზრუნველყოფის სფეროში მართვას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო მხარდამჭერ უწყებებთან ერთად.

ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე ტყის ხანძრებზე ხანძარსაწინააღმდეგო უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგანგებო შტაბი სამინისტროს სისტემაში შემავალი ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად.

ოპერაციების კონცეფცია

ოპერატიული ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო იწყებს შესაბამისი ღონისძიებების (ფუნქცია №8) განხორციელებას.

შესაბამისად იქმნება:

– საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგანგებო შტაბი, რომელიც მუშაობს სამინისტროში არსებული რეაგირების გეგმის მიხედვით;

– საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაგირების ჯგუფი.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო უზრუნველყოფს უფლებამოსილი ექსპერტების ჩაბმას ოპერატიულ ცენტრში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო შტაბებსა და საველე ოპერაციების ცენტრში.

სამინისტრომ შეიძლება მოითხოვოს დახმარება მხარდამჭერი უწყებებიდან, თუ საკუთარი ძალებით ვერ უზრუნველყოფს საგანგებო დახმარების ფუნქცია №8-ის შესრულებას.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დახმარებას უწევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი სახანძრო ვითარების შეფასებაში, ასევე აწვდის ხანძარსაწინააღმდეგო სპეციალურ ტექნიკას.

სამინისტროს საგანგებო შტაბი

საგანგებო დახმარების ფუნქცია №8-ის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგანგებო შტაბი.

საგანგებო შტაბი მოქმედებს სამინისტროს მიერ შემუშავებული დარგობრივი რეაგირების გეგმის შესაბამისად.

ორგანიზება საგანაგებო სიტუაციის ზონაში

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ქმნის სპეციალურ სეზონურ სახანძრო-სამაშველო ფორმირებებს.

საგანგებო შტაბმა შეიძლება დანიშნოს წარმომადგენელი საველე ოპერაციების ცენტრში.

საგანგებო შტაბი საგანგებო დახმარების ფუნქცია №8-ის შესაბამისად აძლევს რეკომენდაციებს ოპერატიულ ცენტრს, რომელიც შესაბამისად კოორდინაციას უწევს საველე ოპერაციებს.

ოპერატიული რეაგირება

პირველადი რეაგირება

ტყის ხანძრების დროს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო დარგობრივი რეაგირების გეგმის შესაბამისად აკომპლექტებს საგანგებო შტაბს.

სამინისტრო:

– აგზავნის პირველ მორეაგირე ძალებს (სეზონურ სახანძრო-სამაშველო ფორმირებებს) ხანძრის კერაში;

– საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს წარუდგენს შეტყობინებას 2 საათის განმავლობაში;

– ამყარებს საკომუნიკაციო კავშირებს დამხმარე უწყებებთან;

– უზრუნველყოფს ხანძრის პირველადი ზიანის შეფასებას დადგენილი წესით.

გრძელვადიანი რეაგირება

საგანგებო შტაბი

საგანგებო ვითარების ხასიათისა და მასშტაბების შესაფასებლად ხორციელდება მუდმივი მონიტორინგი. გამოიყენება ინფორმაციის სხვა წყაროები:

– საგანგებო დახმარების ფუნქცია №8-ის მხარდამჭერი სამინისტროებიდან და ორგანიზაციებიდან;

– შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან;

– ტერიტორიული ორგანოებიდან.

საგანგებო შტაბი:

– ახორციელებს ზარალის შეფასებას დადგენილი წესის მიხედვით;

– კოორდინაციას უწევს ხანძრის შედეგების ლიკვიდაციისათვის საჭირო რესურსების მობილიზებას და ამზადებს მოთხოვნებს რესურსების დამატებითი მოზიდვის შესახებ;

– მჭიდროდ თანამშრომლობს საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალურად უფლებამოსილ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან.

– სახანძრო რეაგირების პოტენციური სირთულის გამო, მდგომარეობამ შეიძლება მოითხოვოს საგანგებო დახმარების ფუნქცია №8-ის განხორციელებისას სათანადო ექსპერტების ჩაბმა, რათა მათ გააანალიზონ სიტუაცია თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და გასცენ შესაბამისი რეკომენდაციები.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის შემდეგ ამზადებს მოკლე ანგარიშს პრობლემების გამოვლენის, შეფასებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.

ტყის ხანძრებზე ხანძარსაწინააღმდეგო უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებები

ტყის ხანძრებზე ხანძარსაწინააღმდეგო უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებებია:

●   ხანძარსაწინააღმდეგო ძალებისა და საშუალებების მოზიდვა და ხელმძღვანელობა;

●   მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებისათვის ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა;

●   მოსახლეობის დროული შეტყობინება მოსალოდნელი საშიშროების შესახებ;

●   ხანძარსაწინააღმდეგო მართვის სისტემისა და ქვესისტემების ორგანოების შექმნა და მათი მუშაობის კოორდინაცია;

●   სახანძრო-სამაშველო და საძიებო-სამაშველო სამუშაოების შესრულება;

●   ხანძრის ქრობის ღონისძიებების უზრუნველყოფა;

●   სახანძრო ვითარების შეფასება, ხანძრის წარმოშობის თვალსაზრისით ყველაზე საშიში ობიექტების მდგომარეობის შეფასება;

●   ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ყველა მოსამსახურის სადღეღამისო რეჟიმზე გადაყვანა, სარეზერვო ტექნიკის მზადყოფნაში მოყვანა და დაკომპლექტება;

●   საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული მითითებების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული შეტყობინების თანახმად სახანძრო-სამაშველო ბრიგადების მეშვეობით ხანძრის ქრობის ღონისძიებების ორგანიზება;

●   ადგილობრივი თვითმმართველობის სახანძრო-სამაშველო ძალების ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებში ჩაბმა.

ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებები:

●   საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოებიდან ან/და სხვა უწყებებიდან მიღებული ცნობების მიხედვით ზუსტდება წარმოქმნილი ხანძრის ადგილები, ხანძრის კერებთან მისასვლელი გზების მდგომარეობა;

– კერებში ხანძრის ქრობის ღონისძიებების განხორციელება.

– სახანძრო-სამაშველო სამუშაოების შესრულება მიმართულია მოსახლეობის სასიცოცხლო უზრუნველყოფის, ქონების გადარჩენისა და დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად;

●   ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებებში გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:

– გზების ცუდი გამტარუნარიანობა და მათი შესაძლო ჩახერგვა;

– წყალსაკრები ჰიდრანტების შესაძლო გაუმართაობა;

– აუცილებლობის შემთხვევაში წყლის ასაღებად ბუნებრივი ან ხელოვნური წყალსატევის გამოყენება.

მხარდამჭერი უწყებების მონაწილეობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი – უზრუნველყოფს სახანძრო ვითარების შეფასებას, აგრეთვე ხანძრების ზონებში მოსახლეობის დაცვის ღონისძიებების მხარდაჭერას. მონაწილეობს სპეციალური ტექნიკისა და ძალების გამოყენებით ხანძრის ქრობაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი – უზრუნველყოფს სახანძრო ტექნიკის დაუბრკოლებლად გადაადგილებას, საგანგებო სიტუაციის ზონის საზღვრების დაცვას და საზოგადოებრივ წესრიგს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებში მონაწილეობს საფრენი აპარატების გამოყენებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია – უზრუნველყოფს ტრანსპორტით ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებს, აგრეთვე ხანძრის კერიდან დაზარალებული მოსახლეობის გამოყვანისა და მატერიალური ფასეულობის გამოტანის ღონისძიებებს, ანიჭებს ადგილობრივი საჰაერო ტრასის გამოყენების უფლებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია – მონაწილეობს ხანძრის ქრობის ღონისძიებებში, მათ შორის საფრენი საშუალებების გამოყენებით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო – ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარების დროს საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს პირველადი სამედიცინო სასწრაფო დახმარების აღმოჩენას და დაზარალებულების გადაყვანას სამედიცინო დაწესებულებებში.

ადგილობრივი თვითმმართველობის სახანძრო-სამაშველო რაზმები – ახორციელებენ სახანძრო-სამაშველო სამუშაოებს.

ენერგომომარაგების უზრუნველყოფა ფუნქცია №9

 

ძირითადი ორგანო

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.

 

მხარდამჭერი უწყებები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

 

მიზანი:

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ საგანგებო სიტუაციების დროს ენერგომომარაგების უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია. საგანგებო სიტუაციების დროს ენერგომომარაგების უზრუნველყოფისათვის საჭირო ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა.

 

ღონისძიებების შესრულების გადანაწილება

ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციებში ენერგომომარაგების უზრუნველყოფის სფეროში მართვას ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებები.

ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე ენერგომომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საგანგებო შტაბი შესაბამისი მართვის ცენტრების მეშვეობით, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად.

ოპერაციების კონცეფცია

საგანგებო სიტუაციის შეტყობინების შემდეგ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო უზრუნველყოფს უფლებამოსილი ექსპერტების მივლინებას ოპერატიულ ცენტრში.

ოპერატიული ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო იწყებს შესაბამისი ღონისძიებების (ფუნქცია №9) განხორციელებას.

შესაბამისად იქმნება:

– სამინისტროს საგანგებო შტაბი, რომელიც მუშაობს სამინისტროში არსებული რეაგირების გეგმის მიხედვით;

– საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაგირების ჯგუფი.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო უზრუნველყოფს უფლებამოსილი ექსპერტების მივლინებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო შტაბებსა და საველე ოპერაციების ცენტრში.

საგანგებო შტაბმა დამხმარე უწყებებიდან შეიძლება მოითხოვოს სათანადო დახმარება.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დახმარებას უწევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, რათა მოხდეს რისკების ანალიზი, შეფასება და დახმარების აღმოჩენა.

რეაგირების პერიოდში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ეკისრება საინჟინრო უზრუნველყოფის ხარისხისა და დონის შეფასების პირველადი პასუხისმგებლობა.

ენერგეტიკის დარგში ლიცენზირებული კერძო სამართლის იურიდიული პირები ჩაბმული არიან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად საგანგებო სიტუაციების მართვის ყველა ოპერაციაში.

ორგანიზება სამინისტროს საგანგებო შტაბში

საგანგებო დახმარების ფუნქცია №9-ის ამოქმედებასა და მის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საგანგებო შტაბი.

საგანგებო შტაბი მოქმედებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული დარგობრივი რეაგირების გეგმის შესაბამისად.

საგანგებო შტაბი კოორდინირებს სხვა სტრუქტურებთან, რათა მოამზადოს დროული და ზუსტი ინფორმაცია, რეკომენდაციები და რჩევები საგანგებო სიტუაციების თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით.

 ორგანიზება საგანგებო სიტუაციის ზონაში

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საგანგებო შტაბი საგანგებო დახმარების ფუნქცია №9-ის შესაბამისად აძლევს რეკომენდაციებს ოპერატიულ ცენტრს, რომელიც შესაბამისად კოორდინაციას უწევს საველე ოპერაციებს.

საგანგებო შტაბმა შეიძლება დანიშნოს წარმომადგენელი საველე ოპერაციების ცენტრში.

საგანგებო დახმარების ფუნქცია №9-ის განხორციელების მიზნით საგანგებო შტაბი გამოყოფს წარმომადგენლებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა აღმოჩნდნენ საგანგებო სიტუაციის ზონაში პირველადი რეაგირების ჯგუფთან ერთად.

ოპერატიული რეაგირება

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო:

●   მნიშვნელოვანი ენერგეტიკული მოწყობილობების მოსალოდნელი დაზიანების შედეგად შექმნილი საგანგებო სიტუაციისათვის შეიმუშავებს უსაფრთხოების საჭირო ღონისძიებებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას;

●   ახორციელებს ენერგეტიკის სფეროში საგანგებო სიტუაციების ვარჯიშებს სხვადასხვა დონეზე მზადყოფნის დასახვეწად;

●   ატარებს ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგს, აკეთებს სათანადო დასკვნებს, საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად ამზადებს წინადადებებს და რეკომენდაციებს საგანგებო სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევაში ენერგეტიკის კომპლექსში შემავალი ორგანიზაციების მზადყოფნის შესახებ;

●   კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციების დროს დარგის მდგრადი ფუნქციონირებისათვის დასახული ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების შესრულებას.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო საგანგებო შტაბი:

●   ატარებს კონსულტაციებს შესაბამის დაინტერესებულ ორგანიზაციებთან;

●   განსაზღვრავს საგანგებო სიტუაციებიდან შექმნილ ზარალს ენერგეტიკის სფეროში;

●   აფასებს საგანგებო სიტუაციას, განსაზღვრავს საჭირო რესურსებს, ასევე ადგენს ზარალს; კოორდინაციას უწევს ინფორმაციისა და რეკომენდაციების დროულ მიწოდებას;

●   უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში შექმნილ ოპერატიულ ცენტრში უფლებამოსილი ექსპერტების მივლინებას;

●   აწვდის ინფორმაციას ოპერატიულ ცენტრს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო შტაბებს და საველე ოპერაციების ცენტრს;

●   მონაწილეობს ზარალის დადგენის კვლევებში, რათა მომავალში მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი საერთო ზარალის რაოდენობა;

ენერგომომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებები

საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების განხორციელება ენერგომომარაგების სფეროში ეკისრება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, რომლის ამოცანებია:

●   მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში ენერგომატარებლებზე ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა;

●   საგანგებო სიტუაციების დროს ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მართვის ორგანოების სისტემისა და ქვესისტემების შექმნა და მათი მუშაობის კოორდინაცია;

●   საავარიო-აღდგენითი და სხვა გადაუდებელი სამუშაოების შესრულება ენერგომომარაგების კომუნიკაციებსა და ქსელებზე;

●   საგანგებო სიტუაციების დროს ზარალის მასშტაბების შეფასება, ყველაზე უფრო დაზარალებული რაიონებისა და უბნების განსაზღვრა, ქვეყნის ტერიტორიაზე და სხვა სახელმწიფოებიდან აუცილებელ მასალებსა და სპეციალისტებზე მოთხოვნილების გაანგარიშება;

●   ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი გაზისა და ნავთოპროდუქტების მაგისტრალებზე ავარიების შემთხვევაში საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესრულება;

●   ნაკლებად დაზარალებული რაიონების ენერგომომარაგების აღდგენა;

●   თვითმმართველი ერთეულის სასიცოცხლო უზრუნველყოფის მიზნით დროებითი ელექტროხაზების დამონტაჟება;

●   განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების ელექტროენერგიით ოპერატიული უზრუნველყოფა;

●   საგანგებო სიტუაციების შედეგად კაბელების დაზიანების სავარაუდო ადგილების განსაზღვრა (ნგრევის ზონებში);

●   ქალაქის შიგნით დაზიანებული კაბელების აღდგენა;

●   საგანგებო სიტუაციების კერის ზონებში მაღალი ძაბვის საჰაერო ხაზების დაზიანების სავარაუდო მიმართულების განსაზღვრა;

●   ქალაქის მომმარაგებელი მაღალი ძაბვის საჰაერო ხაზების აღდგენა;

●   დაზიანებული ქვესადგურების, გამანაწილებელი პუნქტებისა და თბოქვესადგურების აღდგენა;

●   ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებულ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე, მათ შორის კაშხალსა და ჯებირებზე, გვირაბებზე, მილსადენებზე, წყალმიმღებებსა და წყალსაშვებებზე ავარიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების ორგანიზება;

●   სასიცოცხლო უზრუნველყოფის ობიექტებისა და მუნიციპალური სამსახურების ელექტროენერგიით უზრუნველყოფა. აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნულ ობიექტებამდე დროებითი საჰაერო ხაზების გაყვანა;

●   საგანგებო სიტუაციებში ენერგომომარაგების ღონისძიებების ძალებისა და საშუალებების მოზიდვა და ხელმძღვანელობა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან საგანგებო სიტუაციების დროს დაზიანებული ენერგომომარაგების ქსელების ავარიული მდგომარეობის უმოკლეს ვადაში აღმოფხვრის მიზნით, ენერგომომარაგების საწარმოებს დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ ყოველგვარი დახმარება (სამუშაო ძალა, ტრანსპორტი) კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ენერგომომარაგების ქსელების ავარიული მდგომარეობის სალიკვიდაციო სამუშაოების დაფინანსებისა და ანაზღაურების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

მხარდამჭერი უწყებების მონაწილეობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი – საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებათა მართვის სფეროში კოორდინაციას უწევს ენერგომომარაგების უზრუნველყოფის სისტემის ფუნქციონირებას. ახორციელებს საავარიო-აღდგენითი სამუშაოების მხარდაჭერას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს ენერგომომარაგების სისტემის ობიექტების დაცვას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – მონაწილეობს ენერგომომარაგების სისტემაში საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესრულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მცენარეთა და ცხოველთა დაცვის ფუნქცია №10

უზრუნველყოფა

 

ძირითადი ორგანო

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

 

მხარდამჭერი უწყებები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია.

 

მიზანი:

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ საგანგებო სიტუაციების დროს მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია. საგანგებო სიტუაციების დროს მცენარეთა და ცხოველთა დაცვისათვის საჭირო ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფის კოორდინაცია.

ღონისძიებების შესრულების გადანაწილება

ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების დროს მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფის სფეროში მართვას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მეშვეობით.

ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე საგანგებო სიტუაციების დროს მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორცილებას უზრუნველყოფს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგანგებო შტაბი, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მეშვეობით, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად.

ოპერაციების კონცეფცია

საგანგებო სიტუაციის შეტყობინების შემდეგ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო იწყებს შესაბამისი ღონოსძიებების (ფუნქცია №10) განხორციელებას.

შესაბამისად იქმნება:

– სამინისტროს საგანგებო შტაბი, რომელიც მუშაობს სამინისტროში არსებული რეაგირების გეგმის მიხედვით;

– საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაგირების ჯგუფი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფს უფლებამოსილი ექსპერტების მივლინებას ოპერატიულ ცენტრში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო შტაბებსა და საველე ოპერაციების ცენტრში.

საგანგებო შტაბმა შეიძლება მოითხოვოს სათანადო დახმარება დამხმარე უწყებებიდან, თუ საკუთარი ძალებით ვერ უზრუნველყოფს საგანგებო დახმარების ფუნქცია №10-ის შესრულებას.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარებას უწევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, რათა მოხდეს რისკების ანალიზი, შეფასება და დახმარების აღმოჩენა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეიმუშავებს დარგობრივი რეაგირების გეგმას.

ორგანიზება სამინისტროს საგანგებო შტაბში

საგანგებო დახმარების ფუნქცია №10-ის ამოქმედებას და მის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგანგებო შტაბი.

საგანგებო შტაბი მოქმედებს წინასწარ შემუშავებული დარგობრივი რეაგირების გეგმის შესაბამისად.

ორგანიზება საგანგებო სიტუაციის ზონაში

საგანგებო დახმარების ფუნქცია №10-ის განხორციელების მიზნით საგანგებო შტაბი გამოყოფს წარმომადგენლებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა აღმოჩნდნენ საგანგებო სიტუაციის ზონაში პირველადი რეაგირების ჯგუფთან ერთად.

საგანგებო შტაბი საგანგებო დახმარების ფუნქცია №10-ის შესაბამისად აძლევს რეკომენდაციებს ოპერატიულ ცენტრს, რომელიც შესაბამისად კოორდინაციას უწევს საველე ოპერაციებს.

ოპერატიული რეაგირება

პირველადი რეაგირება

საგანგებო სიტუაციების დროს დარგობრივი რეაგირების გეგმის შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო იწყებს საგანგებო შტაბის დაკომპლექტებას.

სამინისტროს საგანგებო შტაბი ატარებს კონსულტაციებს შესაბამის დაიტერესებულ ორგანიზაციებთან და განსაზღვრავს მოთხოვნებს შემდეგ სფეროებში:

●   ეპიზოოტიური და ეპიფიტოტიური (ან მავნებლების აფუთქარების) ვითარების შეფასება და მოთხოვნების განსაზღვრა

●   ქათმის გრიპის გავრცელების შემთხვევაში პრევენციული ღონისძიებებისა და სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინაცია

●   აღჭურვილობა და რესურსები.

ეროვნული სტრატეგიული მარაგის გარდა რესურსები შეიძლება მოძიებულ იქნეს მხარდამჭერი უწყებებიდან, ასევე, საჭიროებისამებრ საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციებიდან.

●   ცხოველების ვაქცინაცია და მკურნალობა

●   კონსულტაცია, ტექნიკური დახმარება და თანადგომა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიძლება მოითხოვოს მხარდამჭერი უწყებებიდან დახმარება საშიში ნივთიერებების რისკის შეფასებაში, სინჯების აღებაში, ანალიზსა და პოპულაციის გამოკვლევაში.

●   მოსახლეობის ინფორმირება

მოსახლეობის ინფორმირებას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში არსებული ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს ოპერატიული ცენტრი.

●   მკვდარი პირუტყვისა და ფრინველების უტილიზაცია

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საჭიროების შემთხვევაში, მხარდამჭერ უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს მკვდარი პირუტყვისა და ფრინველის უტილიზაციას.

გრძელვადიანი რეაგირება

საგანგებო შტაბი

საჭიროა საგანგებო ვითარების სისტემატური შეფასება, სამედიცინო ხასიათის პრობლემების მასშტაბების განსაზღვრა და მონიტორინგი. გამოიყენება ინფორმაციის სხვა წყაროები:

– საგანგებო დახმარების ფუნქცია №10-ის დამხმარე უწყებებიდან;

– შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან;

– საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურიდან;

– ტერიტორიული ორგანოებიდან;

– საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან.

სამედიცინო რეაგირების პოტენციური სირთულის გამო, მდგომარეობამ შეიძლება მოითხოვოს საგანგებო დახმარების ფუნქცია №10-ის შემსრულებელი ექსპერტები, რათა მათ გააანალიზონ სიტუაცია თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და მოამზადონ შესაბამისი რეკომენდაციები.

●   ვეტერინარული რეაგირების ჯგუფების გააქტიურება

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფს სამედიცინო პერსონალის დაკომპლექტებას. საგანგებო დახმარების ფუნქცია №10-ის დამხმარე უწყებებს ევალებათ ვეტერინარული დახმარების ჯგუფების მხარდაჭერა.

●   მოქმედების შემდგომი მოხსენებები

საგანგებო სიტუაციის შემდგომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამზადებს მოკლე ანგარიშს ოპერატიული ცენტრისათვის, რომელმაც უნდა გამოავლინოს ძირითადი პრობლემები, მოახდინოს მათი შეფასება, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება.

საგანგებო სიტუაციების დროს მცენარეთა და ცხოველთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის ღონისძიებები

საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების შემადგენელი ნაწილია მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება.

საგანგებო სიტუაციების დროს მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფის ამოცანებია:

●   საგანგებო სიტუაციების დროს ცხოველების საკვების საჭირო რესურსების გაანგარიშება და მარაგის შექმნის უზრუნველყოფა;

●   მცენარეთა და ცხოველთა დაცვის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

●   საჭიროების შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების ზონებიდან პირუტყვის ევაკუაციის ორგანიზება;

●   ეპიზოოტიური და ეპიფიტოტიური (ან მავნებლების აფუთქარების) მდგომარეობის კონტროლის უზრუნველყოფა, აგრეთვე მათი წარმოშობის ასაცილებლად ზომების მიღება;

●   ეპიზოოტიისა და ეპიფიტოტიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება;

● ფრინველის გრიპის შემთხვევაში შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება.

მხარდამჭერი უწყებების მონაწილეობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი – კოორდინაციას უწევს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი – სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ტრანსპორტირების მარშრუტებზე უზრუნველყოფს ტრანსპორტის დაუბრკოლებლად გადაადგილებას.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია – კოორდინაციას უწევს ტრანსპორტით უზრუნველყოფას.

ქიმიური და რადიაციული უსაფრთხოების ფუნქცია №11

უზრუნველყოფა

 

ძირითადი ორგანო

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

 

მხარდამჭერი უწყებები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო

სიტუაციების მართვის დეპარტამენტი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია.

 

მიზანი:

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ქიმიური და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია. საგანგებო სიტუაციების დროს ქიმიური და რადიაციული უსაფრთხოების ღონისძიებებში გამოსაყენებელი ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა.

ღონისძიებების შესრულების გადანაწილება

ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების დროს ქიმიური და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში მართვას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე საგანგებო სიტუაციების დროს ქიმიური და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში მართვას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგანგებო შტაბი, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად.

ოპერაციების კონცეფცია

საგანგებო სიტუაციის შეტყობინების შემდეგ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო უზრუნველყოფს უფლებამოსილი ექსპერტების მივლინებას ოპერატიულ ცენტრში.

ოპერატიული ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო იწყებს შესაბამისი ღონისძიებების (ფუნქცია №11) განხორციელებას.

შესაბამისად იქმნება:

– სამინისტროს საგანგებო შტაბი, რომელიც მუშაობს სამინისტროში არსებული რეაგირების გეგმის მიხედვით;

– საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაგირების ჯგუფი.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო უზრუნველყოფს უფლებამოსილი ექსპერტების მივლინებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო შტაბებსა და საველე ოპერაციების ცენტრში.

სამინისტროს საგანგებო შტაბმა შეიძლება მოითხოვოს დამხმარე უწყებებიდან დახმარება, თუ საკუთარი ძალებით ვერ უზრუნველყოფს საგანგებო დახმარების ფუნქცია №11-ის შესრულებას.

საგანგებო დახმარების ფუნქცია №11-ის შესრულებას დახმარებას უწევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, რათა მოხდეს რისკების ანალიზი, შეფასება და დახმარების აღმოჩენა.

ორგანიზება სამინისტროს საგანგებო შტაბში

საგანგებო დახმარების ფუნქცია №11-ის ამოქმედებას და მის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგანგებო შტაბი.

საგანგებო შტაბი მოქმედებს დარგობრივი რეაგირების გეგმის შესაბამისად.

ორგანიზება საგანგებო სიტუაციის ზონაში

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგანგებო შტაბი საგანგებო დახმარების ფუნქცია №11-ის შესაბამისად აძლევს რეკომენდაციებს ოპერატიულ ცენტრს, რომელიც შესაბამისად კოორდინაციას უწევს საველე ოპერაციებს.

საგანგებო შტაბმა შეიძლება დანიშნოს წარმომადგენელი საველე ოპერაციების ცენტრში.

საგანგებო დახმარების ფუნქცია №11-ის განხორციელების მიზნით საგანგებო შტაბი გამოყოფს წარმომადგენლებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა აღმოჩნდნენ შესაბამის ტერიტორიაზე პირველადი რეაგირების ჯგუფთან ერთად.

ოპერატიული რეაგირება

პირველადი რეაგირება

შესაძლო ან მიმდინარე კატასტროფის დროს მოქმედებას იწყებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგანგებო შტაბი.

საგანგებო შტაბი ატარებს კონსულტაციებს შესაბამის დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და განსაზღვრავს მოთხოვნებს შემდეგ სფეროებში:

●   ქიმიური და რადიაციული ვითარების შეფასება და მოთხოვნების განსაზღვრა

●   ქიმიური და რადიოლოგიური მონიტორინგი

შესაბამის ორგანიზაციებს ევალებათ დაზიანების ტერიტორიაზე გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი.

●   ქიმიური და რადიაციული დახმარების პერსონალი

– ხდება დამხმარე პერსონალის დაუყოვნებლივი გამოყოფა;

– შესაძლებელია საჭირო გახდეს მხარდამჭერი უწყებებიდან დახმარება დაზარალებულთა ევაკუაციის ან სხვა შესაბამის ღონისძიებაში;

– სამინისტროს საგანგებო შტაბმა შესაძლოა მოიძიოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების სპეციალისტები.

●   აღჭურვილობა და რესურსები

ეროვნული სტრატეგიული მარაგის გარდა რესურსები შეიძლება მოძიებულ იქნეს მხარდამჭერი უწყებებიდან, ასევე, საჭიროებისამებრ საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციებიდან.

●   დაზარალებულთა ევაკუაცია

●   საკვების დაცულობა და უსაფრთხოება

●   აგროკულტურული დაცულობა და უსაფრთხოება

●   მუშაკთა ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა

     სამედიცინო კონსულტაცია, ტექნიკური დახმარება და თანადგომა

სამინისტრომ შეიძლება დაავალოს თანამოქმედ ორგანიზაციებს თანადგომა გაწიონ საშიში ნივთიერებების რისკის შეფასებაში, სინჯების აღებასა და ანალიზში.

●   ჯანმრთელობის დაცვა

სამინისტრომ შეიძლება დაავალოს თანამოქმედ ორგანიზაციებს დახმარება გაწიონ კატასტროფის შემდგომ მენტალური ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შეფასებაში.

●   მოსახლეობის ინფორმირება

სამინისტრომ შეიძლება დაავალოს თანამოქმედ ორგანიზაციებს შესაბამისი ინფორმაციის ადგილობრივ ორგანიზაციებისა და მოსახლეობისათვის მიწოდება.

●   დაავადებათა კონტროლი

სამინისტრომ შეიძლება მოითხოვოს დახმარება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სამსახურებისაგან იმ დაავადებათა შეფასებაში, რომელთა აფეთქების საფრთხეც არსებობს.

●   წყლის გამოყენება

სამინისტრომ შეიძლება დაავალოს თანამოქმედ ორგანიზაციებს უზრუნველყონ წყლის უსაფრთხოება, მიიღოს საამისოდ აუცილებელი ზომები.

●   ცხოველთა დაცვა

სამინისტრო მონაწილეობს საგანგებო დახმარების ფუნქცია №10-ის კოორდინაციით ცხოველთა დაცვის ღონისძიებებში.

გრძელვადიანი რეაგირება

საგანგებო შტაბი

საგანგებო დახმარების ფუნქცია №11 გამუდმებით მოითხოვს საგანგებო სიტუაციის ზონაში საგანგებო ვითარების შეფასებას. განსაზღვრავს შექმნილი პრობლემის ხასიათი და მასშტაბები, ხორციელდება მონიტორინგი. გამოიყენება ინფორმაციის სხვა წყაროები:

– საგანგებო დახმარების ფუნქცია №11-ის დამხმარე უწყებებიდან;

– შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან;

– საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურიდან;

– ტერიტორიული ორგანოებიდან;

– საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან.

ქიმიური და რადიაციული რეაგირების პოტენციური სირთულის გამო, მდგომარეობამ შეიძლება მოითხოვოს საგანგებო დახმარების ფუნქცია №11-ის დამხმარე ექსპერტები, რათა მათ გააანალიზონ სიტუაცია, შეიმუშაონ და გასცენ შესაბამისი რეკომენდაციები.

●   ტრანსპორტირების მოთხოვნის კოორდინაცია

მასშტაბური საგანგებო ვითარების დროს ადგილობრივი სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს.

●   სპეციალური აღჭურვილობის შეძენისა და მიწოდების კოორდინაცია

●   მოქმედების შემდგომი მოხსენებები

სამინისტრო საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის შემდეგ ამზადებს მოკლე ანგარიშს, რომლითაც ხდება პრობლემების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება.

ქიმიური და რადიაციული უსაფრთხოების ღონისძიებები

საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების შემადგენელი ნაწილია ქიმიური და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

საქართველოში მოქმედებს საწარმოები და ობიექტები, სადაც მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ხდება ძლიერმოქმედი ტოქსიკური და რადიოაქტიური ნივთიერებების (მასალები) წარმოება, შენახვა და გამოყენება. საგანგებო სიტუაციის შედეგად ამგვარ ობიექტზე (საწარმოში) განვითარებულმა ავარიამ შესაძლოა გამოიწვიოს მასობრივი მსხვერპლი და ობიექტის ტერიტორიის დაბინძურება, რაც არახელსაყრელი მეტეოპირობების ხელშეწყობით გავრცელდება ობიექტის (საწარმოს) ფარგლებს გარეთ. აღნიშნული საგანგებო სიტუაციის განვითარების შემთხვევაში ქიმიური და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზედამხედველობასა და კონტროლს აწარმოებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი სამსახურები. ქიმიური და რადიაციული ხასიათის საგანგებო ვითარების შემთხვევაში სამინისტრო მხარდამჭერი უწყებების მონაწილეობით უზრუნველყოფს შემდეგ ღონისძიებებს:

ქიმიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა:

●   ქიმიური ვითარების შეფასება (როგორც პროგნოზირების, ისე ადგილზე უშუალოდ აღებული მონაცემების საფუძველზე) – ძლიერმოქმედი ტოქსიური ნივთიერებებით დაბინძურების ხარისხისა და მასშტაბების განსაზღვრა. მოსახლეობაზე, ობიექტებსა და სამაშველო ძალების საქმიანობაზე მათი გავლენის ანალიზი;

●   ქიმიური ვითარების გამოვლენისას ქიმიური დაბინძურების კერების ზონების, ფართობისა და მომწამლავი ნივთიერებების ტიპის განსაზღვრა. ამ მონაცემების საფუძველზე დაბინძურებული ჰაერის გავრცელების არეალის, ტერიტორიაზე და ტექნიკაზე მომწამლავი ნივთიერებების მედეგობის, კანის დამცავი საშუალებების გამოყენების დროის, შესაძლო დასნებოვნების, ნაგებობების, ტექნიკის დაბინძურების შეფასება;

●   ქიმიური ვითარების შეფასების საფუძველზე ადამიანთა, სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და მცენარეთა დაცვის ღონისძიებების დასახვა, სამაშველო სამუშაოების შესრულების ღონისძიებების შემუშავება და დაბინძურების შედეგების ლიკვიდაცია.

რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა:

●   რადიოაქტიური ვითარების შეფასება (როგორც პროგნოზირების, ისე ადგილზე უშუალოდ აღებული მონაცემების საფუძველზე) – რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურების ხარისხისა და მასშტაბების განსაზღვრა. მოსახლეობაზე, ობიექტებისა და სამაშველო ძალების საქმიანობაზე მათი გავლენის ანალიზი;

●   რადიოაქტიური ვითარების გამოვლენის დროს რადიოაქტიური დაბინძურების ზონების ფართობის და რადიოაქტიური ნივთიერებების ტიპის განსაზღვრა. ამ მონაცემების საფუძველზე დაბინძურებული ჰაერის გავრცელების არეალის, ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გამოყენების დროის, ადამიანთა შესაძლო დასნებოვნების, ნაგებობების, ტექნიკის და ქონების დაბინძურების შეფასება;

●   რადიოაქტიური ვითარების შეფასების საფუძველზე ადამიანთა, სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და მცენარეთა დაცვის ღონისძიებების დასახვა, სამაშველო სამუშაოების შესასრულებლად ღონისძიებების შემუშავება და დაბინძურების შედეგების ლიკვიდაცია;

●   მოსახლეობისა და სხვა უწყებების სამსახურების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფის ორგანიზება და ზედამხედველობა;

●   ტერიტორიის რადიოაქტიული დაბინძურების პირობებში ადამიანთა ევაკუაციის ხელშეწყობა;

●   რადიაციული დაზვერვის წარმოება, რადიოაქტიური დაბინძურების დაწყების დროის დადგენა, რადიაციის დონის გაზომვა და აუცილებლობის შემთხვევაში, ბირთვული აფეთქების დროის განსაზღვრა;

●   დეზაქტივიზაციის (დეკონტამინაციის), მოსახლეობის, ტერიტორიების, შენობა-ნაგებობების, პროდუქტების, წყლისა და ტექნიკის სპეციალური დამუშავების განხორციელების ორგანიზება;

●   ქვეყნის შიდა და ასევე სხვა სახელმწიფოებიდან აუცილებელი რესურსების მოზიდვის და სპეციალისტთა შესახებ მოთხოვნილების განსაზღვრა.

მხარდამჭერი უწყებების მონაწილეობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი – საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების ლიკვიდაციის სფეროში კოორდინაციას უწევს ქიმიური და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებას, მონაწილეობს დეზაქტივიზაციის (დეკონტამინაციის) და სხვა სპეციალური სამაშველო სამუშაოების შესრულებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი – უზრუნველყოფს რადიაციულად და ქიმიურად დაბინძურებულ ზონაში კარანტინის ტერიტორიის იზოლაციას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და სატრანსპორტო მოძრაობის რეგულირებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი – უზრუნველყოფს მატერიალური-ფასეულობის დაცვას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – მონაწილეობს რადიაციული და ქიმიური დაბინძურების ზონების გამოვლენისა და ლიკვიდაციის ღონისძიებებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – უზრუნველყოფს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, დაზარალებული მოსახლეობის სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანასა და მკურნალობას, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების გავრცელების ზონებში სანიტარიულ ზედამხედველობას.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო – ახორციელებს რადიაციული და ქიმიური უსაფრთხოების სფეროში სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და მცენარეთა დაცვის ღონისძიებებს.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია – უზრუნველყოფს რადიაციულად და ქიმიურად დაბინძურებულ ზონაში აუცილებელი სამუშაოების სატრანსპორტო ორგანიზებას.

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ფუნქცია №12

 

ძირითადი ორგანო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი.

მხარდამჭერი უწყებები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია.

 

მიზანი:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მიერ საგანგებო სიტუაციების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია.

ღონისძიებების შესრულების გადანაწილება

ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში მართვას ახორციელებენ ოპერატიული ცენტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი.

ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებას ხელმძღვანელობს ოპერატიული ცენტრი სპეციალურად უფლებამოსილ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად.

ოპერაციების კონცეფცია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი:

●   აფასებენ საწვავის და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანებადობის ხარისხს, ასევე დახმარების მოთხოვნათა ადეკვატურობას;

●   კოორდინირებენ სხვა სტრუქტურებთან, რათა მოამზადონ დროული და ზუსტი ინფორმაცია, რეკომენდაციები და რჩევები საგანგებო სიტუაციის შედეგების აღმოსაფხვრელად.

ოპერატიული რეაგირება

საგანგებო დახმარების ფუნქცია №12-ის ამოქმედების შემდეგ დეპარტამენტები აყალიბებენ საგანგებო მართვის ჯგუფს და მოქმედებაში მოჰყავთ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების გეგმა;

დეპარტამენტები აფასებენ ვითარებას, განსაზღვრავენ საჭირო რესურსებს, ასევე ადგენენ ზარალს.

მონაწილეობენ ზარალის მიტიგაციის კვლევებში, რათა მომავალში მინიმუმამდე შემცირდეს ზარალის რაოდენობა.

საჭიროების შემთხვევაში დახმარებას უწევს სათანადო უწყებებს ზარალის განსაზღვრაში.

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ღონისძიებები

საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების შემადგენელი ნაწილია მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება.

საგანგებო სიტუაციების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ღონისძიებებია:

●   საგანგებო სიტუაციების დროს საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების რაოდენობის განსაზღვრა;

●   საძიებო-სამაშველო, საავარიო-სამაშველო და სხვა გადაუდებელ სამუშაოებში მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საჭირო რესურსების განსაზღვრა;

●   საგანგებო სიტუაციების ზონაში პირველადი მოხმარების ნივთებისა და სასიცოცხლო უზრუნველყოფის საშუალებების (კარვები, თბილი ტანსაცმლის კომპლექტი, საბნები, ინდივიდუალური აფთიაქები და სხვ.) უზრუნველყოფის ორგანიზება;

●   დაზიანების ზონებში სამაშველო, საავარიო-აღდგენითი სამუშაოებისა და მომუშავე ტექნიკის საწვავ-საპოხი მასალების მარაგების შექმნის ორგანიზება;

●   დაზარალებული მოსახლეობის სამედიცინო დახმარების პუნქტებზე და მათი დროებით განსახლების ადგილებში კვებით, სურსათითა და პირველადი მოხმარების სამრეწველო საქონლით მომარაგებისათვის მარაგების შექმნის ორგანიზება;

●   ევაკუირებული მოსახლეობისათვის კვების, სურსათისა და ნივთების მომარაგების მოძრავი პუნქტების შექმნის ორგანიზება;

●   დაზარალებული მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის ორგანიზება;

●   დაზიანების კერაში არსებული სპეციალური რეზერვების საწყობების მდგომარეობის შეფასება;

●   დაზიანების კერაში არსებული ნავთობგადამამუშავებელი ბაზებისა და ბენზინგასამართი სადგურების მდგომარეობის შეფასება და გამოყენება;

მხარდამჭერი უწყებების მონაწილეობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი – ახორციელებს მატერიალური რესურსების ტრანსპორტირების დროს მოძრაობის მარშრუტებზე ტრანსპორტის დაუბრკოლებელი გადაადგილებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია – ახორციელებს საგანგებო სიტუაციების ზონაში მატერიალური რესურსების გადაადგილების საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტით უზრუნველყოფის კოორდინაციას.

საინჟინრო უზრუნველყოფა ფუნქცია №13

 

ძირითადი ორგანო

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი.

 

მხარდამჭერი უწყებები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი;

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია.

 

მიზანი:

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის მიერ საგანგებო სიტუაციების საინჟინრო უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია, საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი საინჟინრო ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა.

ღონისძიებების შესრულების გადანაწილება

ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების დროს საინჟინრო უზრუნველყოფის სფეროში მართვას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი.

ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე საინჟინრო უზრუნველყოფის ღონისძიებების მართვას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად.

ოპერაციების კონცეფცია

საგანგებო სიტუაციის შეტყობინების შემდეგ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს უფლებამოსილი ექსპერტების მივლინებას ოპერატიულ ცენტრში.

ოპერატიული ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი იწყებს შესაბამისი ღონისძიებების (ფუნქცია №13) განხორციელებას.

შესაბამისად იქმნება:

– დეპარტამენტის საგანგებო შტაბი, რომელიც მუშაობს დეპარტამენტში არსებული რეაგირების გეგმის მიხედვით;

– საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაგირების ჯგუფი.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს უფლებამოსილი ექსპერტების მივლინებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო შტაბებსა და საველე ოპერაციების ცენტრში.

საგანგებო შტაბმა შეიძლება მოითხოვოს მხარდამჭერი უწყებებიდან სათანადო დახმარება, თუ საკუთარი ძალებით ვერ უზრუნველყოფს საგანგებო დახმარების ფუნქცია №13-ის შესრულებას.

საგანგებო დახმარების ფუნქცია №13-ის შესრულებას დახმარებას უწევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, რათა მოხდეს რისკების ანალიზი, შეფასება და დახმარების აღმოჩენა.

რეაგირების პერიოდში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტს ეკისრება საინჟინრო უზრუნველყოფის ხარისხისა და დონის შეფასების პირველადი პასუხისმგებლობა, ხოლო დახმარების საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მოთხოვნის დეკლარირების უზრუნველყოფა.

კერძო სექტორი ფლობს და განაგებს სამშენებლო რესურსების უმეტესობას, ამიტომ კერძო სექტორი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტთან ერთად ჩაბმულია ყველა საინჟინრო უზრუნველყოფის ოპერაციაში.

ორგანიზება დეპარტამენტის საგანგებო შტაბში

საგანგებო დახმარების ფუნქცია №13-ის ამოქმედებას და მის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის საგანგებო შტაბი.

საგანგებო შტაბი მოქმედებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული დარგობრივი რეაგირების გეგმის შესაბამისად.

საგანგებო შტაბი კოორდინირებს სხვა სტრუქტურებთან, რათა მოამზადოს დროული და ზუსტი ინფორმაცია, რეკომენდაციები და რჩევები საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციისათვის.

ორგანიზება საგანგებო სიტუაციის ზონაში

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის საგანგებო შტაბი იძლევა რეკომენდაციებს ოპერატიული ცენტრისათვის, რომელიც შესაბამისად კოორდინაციას უწევს საველე ოპერაციებს.

საგანგებო შტაბმა შეიძლება დანიშნოს წარმომადგენელი საველე ოპერაციების ცენტრში.

საგანგებო დახმარების ფუნქცია №13-ის განხორციელების მიზნით საგანგებო შტაბი გამოყოფს წარმომადგენლებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა აღმოჩნდნენ შესაბამის ტერიტორიაზე პირველადი რეაგირების ჯგუფთან ერთად.

ოპერატიული რეაგირება

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი ქმნის საგანგებო შტაბს და პირველადი რეაგირების ჯგუფს, მოქმედებაში მოჰყავს კატასტროფაზე რეაგირების პროცედურები.

საგანგებო შტაბი:

●   ატარებს კონსულტაციებს შესაბამის დაინტერესებულ ორგანიზაციებთან;

●   აფასებს საგანგებო სიტუაციას, განსაზღვრავს საჭირო რესურსებს;

●   უზრუნველყოფს ოპერატიულ ცენტრში უფლებამოსილი ექსპერტების მივლინებას;

●   მონიტორინგს უკეთებს სამშენებლო ინფრასტრუქტურას და აწვდის ინფორმაციას ოპერატიულ ცენტრს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო შტაბებს და საველე ოპერაციების ცენტრს;

● საჭიროების შემთხვევაში დახმარებას უწევს სათანადო უწყებებს ზარალის ხარჯების განსაზღვრაში.

საინჟინრო უზრუნველყოფის ღონისძიებები

საგანგებო სიტუაციების დროს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი განსაზღვრავს დასახლებული პუნქტების, მიწისზედა და მიწისქვეშა კომუნიკაციების, საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისა და თავშესაფრების მდგრადი და უსაფრთხო უზრუნველყოფის ღონისძიებებს. ასევე, გეგმავს ღონისძიებებს საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ქალაქთმშენებლობის, საბინაო-კომუნალური მეურნეობის, მშენებლობის და საშენი მასალის წარმოების სფეროში საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით განსაზღვრავს შემდეგ საპროგნოზო მონაცემებს: შენობა-ნაგებობების ნგრევა, მიწისზედა და მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანება, მეორადი შედეგების გავრცელების შესაძლებლობა.

საგანგებო სიტუაციების დროს საინჟინრო უზრუნველყოფის გასატარებელი ღონისძიებებია:

●   დაზიანების კერებში საინჟინრო ვითარების შეფასება, შენობებისა და ნაგებობების ყველაზე უფრო დიდი ნგრევების სავარაუდო რაიონების განსაზღვრა;

●   შენობებისა და ნაგებობების ტიპების, მათი სართულების, ავარიულობის ხარისხის, იქ დასაქმებული ან მცხოვრები ადამიანების რაოდენობისა და დაზიანებული რაიონის საინჟინროგელოგიური პირობების განსაზღვრა;

●   იმის განისაზღვრა, თუ საგანგებო სიტუაციის შედეგად რომელი შენობა-ნაგებობები გამოვა მწყობრიდან, რომელი შენობებისა და ნაგებობების ექსპლუატაციაა შესაძლებელი რისკის გარეშე;

●   მიწისქვეშა კომუნიკაციების (წყალსადენები, კანალიზაცია, გაზმომარაგება, ელექტრო და სატელეფონო კავშირის საკაბელო ხაზები) დაზიანების ან მწყობრიდან გამოსვლის უბნების განსაზღვრა;

●   საგანგებო სიტუაციის ზონაში სასიცოცხლო მნიშვნელობის საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობების მდგომარეობის განსაზღვრა;

●   ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ფარგლებში არსებული დამცავი ნაგებობების შეფასება (კლასიფიკაცია, რამდენ კაცზეა გათვლილი და მათი მდგომარეობა);

●   საინჟინრო, საავარიო-აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება ნგრევის ზონაში;

●   საკანალიზაციო წყლების მიწის ზედაპირზე გამოსვლისა და თავმოყრის ადგილებში შესაბამისი სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულება;

●   ქუჩების შესაძლო ჩამონაქცევების ადგილების განსაზღვრა, რომლებიც აფერხებს სატრანსპორტო მოძრაობას;

●  საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობების მოსახლეობის თავშესაფრებად გამოყენების შესაძლებლობის განსაზღვრა.

მხარდამჭერი უწყებების მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – მონაწილეობს საინჟინრო უზრუნველყოფის სფეროში გასატარებელ ღონისძიებებში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი – საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების ლიკვიდაციის სფეროში კოორდინაციას უწევს საინჟინრო უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებას.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია – საინჟინრო ნაგებობების, კომუნიკაციების, სპეციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო მაგისტრალების, ენერგეტიკულ და საინფორმაციო სისტემებზე საგანგებო სიტუაციების დროს საინჟინრო ღონისძიებების ტრანსპორტით უზრუნველყოფა.

საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალურ ფუნქცია 14

ფასეულობათა დაცვის უზრუნველყოფა

 

ძირითადი ორგანო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო

სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.

 

მხარდამჭერი უწყებები

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი.

 

მიზანი:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ საგანგებო სიტუაციების დროს საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობის დაცვის უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია. საგანგებო სიტუაციების დროს საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობის დაცვის მიზნით ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა.

ღონისძიებების შესრულების გადანაწილება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობის დაცვის ღონისძიებების მართვას ეროვნულ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე.

ეროვნულ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე საგანგებო სიტუაციების დროს საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობის დაცვის მართვას ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.

ოპერაციების კონცეფცია

ოპერატიული რეაგირება

საგანგებო დახმარების ფუნქცია №14 ამოქმედების შემდეგ იქმნება საგანგებო შტაბი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფენ უფლებამოსილი ექსპერტების მივლინებას ოპერატიულ ცენტრში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო შტაბებსა და საველე ოპერაციების ცენტრში.

საგანგებო დახმარების ფუნქცია №14-ის შესრულებას დახმარებას უწევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, რათა მოხდეს იმ ობიექტების, მარშრუტების, ავტოკოლონებისა და ტერიტორიების დაცვა, რომლებსაც საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის დროს პრიორიტეტული და განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოითხოვენ დახმარებას სხვა უწყებებიდან, თუ საკუთარი ძალებით ვერ უზრუნველყოფენ საგანგებო დახმარების ფუნქცია №14-ის შესრულებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ორგანიზებას უკეთებენ და ახორციელებენ საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვის ღონისძიებებს.

საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებები

საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებია:

●   ოპერატიული ცნობების მიხედვით ნგრევისა და დაზიანების მასშტაბების, ობიექტების მდგომარეობის განსაზღვრა, საჭირო ძალებისა და საშუალებების გაანგარიშება;

●   საპატრულო ჯგუფების გასვლა დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე, პატრულირება უბნებზე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, სპეცმანქანების (სამედიცინო დახმარების, სახანძრო დაცვის, მაშველთა რაზმის) თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობა, მაშველთათვის დახმარების გაწევა ადამიანთა ნანგრევებიდან გამოყვანის დროს;

●   დაკარგული (ან მშობლებდაკარგული) ბავშვებისა და მოზარდების შესახებ შესაბამის საინფორმაციო ცენტრების ინფორმირება, დაკარგულ პირთა ძებნა;

●   საპატრულო ჯგუფების მიერ მოქალაქეთა პირადი ქონების, აგრეთვე საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების ქონების დაცვა;

●   მოსახლეობის ევაკუაციის დროს ავტომანქანების კოლონების გაცილება. აუცილებლობის შემთხვევაში სპეცმანქანების (სამედიცინო, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების, მაშველების და სხვ.) გაცილება;

●   საგანგებო სიტუაციების ზონაში მოძრაობის ახალი მარშრუტების დადგენა, ქუჩების გადაკეტვა, ახალი საგზაო ნიშნების დაყენება;

●   ავტოსაგზაო შემთხვევების (ავარიები) უბნების ლოკალიზება;

● წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში, კერძოდ, ქალაქის შესასვლელებთან, მაგისტრალურ ქუჩებსა და გზაჯვარედინებზე სადღეღამისო საგუშაგოების ორგანიზება;

●   საგანგებო სიტუაციების ზონაში ავტომანქანების შესვლის შეზღუდვა (აკრძალვა), გარდა სპეცმანქანებისა და შესაბამისი საშვების მქონე მანქანებისა;

●   საგანგებო სიტუაციების დროს „ხმამაღლა მოლაპარაკე” საშუალებით მოწყობილი ავტომანქანებით მოსახლეობის ინფორმაციით უზრუნველყოფა.

მხარდამჭერი უწყებების მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – მონაწილეობს საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობის დაცვის ღონისძიებებში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი – საგანგებო სიტუაციების ზონაში განსაზღვრავს იმ ობიექტებსა და ტერიტორიებს, რომლებიც ექვემდებარებიან დაცვას.

საგზაო უზრუნველყოფა ფუნქცია 15

 

ძირითადი ორგანო

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

 

მხარდამჭერი უწყებები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი;

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

 

 

მიზანი:

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (შემდეგში – დეპარტამენტი) მიერ საგანგებო სიტუაციების დროს საგზაო უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია. საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი საინჟინრო ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა.

ღონისძიებების შესრულების გადანაწილება

ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების დროს საგზაო უზრუნველყოფის სფეროში მართვას ახორციე­ლებს დეპარტამენტი.

ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე საგზაო უზრუნველყოფის ღონისძიებების მართვას ახორციე­ლებს დეპარტამენტი აჭარისა და აფხაზეთის ავტონო­მიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად.

ოპერაციების კონცეფცია

საგანგებო სიტუაციის შეტყობინების შემდეგ დეპარტამენტი უზრუნველყოფს უფლებამოსილი ექსპერტების მივლინებას ოპერატიულ ცენტრში.

ოპერატიული ცენტრის გადაწყვეტილების საფუძ­ველზე დეპარტამენტი იწყებს შესაბამისი ღონისძიებების (ფუნაქცია №15) განხორციელებას.

შესაბამისად იქმნება:

– დეპარტამენტის საგანგებო შტაბი, რომელიც მუ­შაობს დეპარტამენტში არსებული რეაგირების გეგმის მიხედვით;

– საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაგირების ჯგუფი.

დეპარტამენტი უზრუნველყოფს უფლებამოსილი ექსპერტების მივლინებას ადგილობრივი თვითმმარ­თველობის ორგანოების საგანგებო შტაბებსა და საველე ოპერაციების ცენტრში.

დეპარტამენტის საგანგებო შტაბმა შეიძლება მოით­ხოვოს მხარდამჭერი უწყებებიდან სათანადო დახმარება, თუ საკუთარი ძალებით ვერ უზრუნველყოფს საგანგებო დახმარების ფუნქცია №15-ის შესრულებას.

საგანგებო დახმარების ფუნქცია №15-ის შესრუ­ლებას დახმარებას უწევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარ­ტამენტი, რათა მოხდეს რისკების ანალიზი, შეფასება და დახმარების აღმოჩენა.

რეაგირების პერიოდში დეპარტამენტს ეკისრება საგზაო უზრუნველყოფის ხარისხისა და დონის შეფა­სების პირველადი პასუხისმგებლობა, ხოლო დახმარების საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მოთხოვნის დეკლარირების უზრუნველყოფა.

კერძო სექტორი ფლობს და განაგებს სამშენებლო ძალებისა და საშუალებების უმეტესობას, ამიტომ იგი დეპარტამენტთან ერთად ჩაბმულია ყველა საგზაო უზრუნველყოფის ოპერაციაში.

ორგანიზება დეპარტამენტის საგანგებო შტაბში

საგანგებო დახმარების ფუნქცია №15-ის ამოქმე­დებასა და მის კოორდინაციას ახორციელებს დეპარ­ტამენტის საგანგებო შტაბი.

საგანგებო შტაბი მოქმედებს დეპარტამენტის მიერ შემუშავებული დარგობრივი რეაგირების გეგმის შესაბამისად.

საგანგებო შტაბი კოორდინირებს სხვა სტრუქტუ­რებთან, რათა მოამზადოს დროული და ზუსტი ინ­ფორ­მაცია, რეკომენდაციები და რჩევები საგანგებო სი­ტუ­აციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციისათვის.

ორგანიზება საგანგებო სიტუაციის ზონაში

დეპარტამენტის საგანგებო შტაბი რეკომენდაციებს აძლევს ოპერატიულ ცენტრს, რომელიც შესაბამისად კოორ­დინაციას უწევს საველე ოპერაციებს.

საგანგებო შტაბმა შეიძლება დანიშნოს წარმომად­გენელი საველე ოპერაციების ცენტრში.

საგანგებო დახმარების ფუნქცია №15-ის განხორ­ციელების მიზნით საგანგებო შტაბი გამოყოფს წარმო­მადგენლებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა აღმოჩნდნენ შესაბამის ტერიტო­რიაზე პირველადი რეაგირების ჯგუფთან ერთად.

ოპერატიული რეაგირება

საგანგებო დახმარების ფუნქცია №15-ის გააქტიუ­რების შემდეგ დეპარტამენტი ქმნის საგანგებო შტაბს და პირველადი რეაგირების ჯგუფს.

საგანგებო შტაბი:

● ატარებს კონსულტაციებს შესაბამის დაინტე­რე­სებულ ორგანიზაციებთან;

● აფასებს საგანგებო სიტუაციას, განსაზღვრავს საჭი­რო რესურსებს;

● უზრუნველყოფს ოპერატიულ ცენტრში უფლე­ბამოსილი ექსპერტების მივლინებას;

● საგზაო ინფრასტრუქტურის შესახებ აწარმოებს მონიტორინგს და აწვდის ინფორმაციას ოპერატიულ ცენტრს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგა­ნოების საგანგებო შტაბებს და საველე ოპერაციების ცენტრს;

● საჭიროების შემთხვევაში დახმარებას უწევს სათანადო უწყებებს ზარალის ხარჯების განსაზ­ღვრაში.

საგზაო უზრუნველყოფის ღონისძიებები

საგანგებო სიტუაციების დროს დეპარტამენტი განსაზ­ღვრავს საავტომობილო გზების მდგრადი და უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფის ღონის­ძიებებს, გეგმავს ღონისძიებებს საგზაო ინფრას­ტრუქტურის მშენებლობის სფეროში საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით. დეპარტა­მენტმა საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით აუცილებლად უნდა განსაზღვროს საპროგ­ნოზო მონაცემები: გზების, ხიდების (როგორც მალუ­რი ნაშენის, ისე გზის საფარის) და გვირაბების ნგრე­ვის, მიწისზედა და მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანების, მეორადი შედეგების გავრცელების შესაძლებლობის შესახებ.

საგანგებო სიტუაციების დროს საგზაო უზრუნველ­ყოფის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებია:

● დაზიანების კერებში საინჟინრო ვითარების შეფასება, გზების ყველაზე უფრო დიდი ნგრევების სავარაუდო რაიონების განსაზღვრა;

● სატრანსპორტო ნაგებობების, მათი ავარიულობის ხარისხისა და შესაძლო დაზიანებული რაიონის საინჟინრო-გეოლოგიური პირობების განსაზღვრა;

● იმის განსაზღვრა, თუ რომელი საგზაო ნაგებობები გამოვა მწყობრიდან და რომელი ნაგებობების ექსპლუატაციაა შესაძლებელი რისკის გარეშე;

● საგანგებო სიტუაციის ზონაში სტრატეგიული მნიშვნელობის საგზაო ნაგებობების მდგომარეობის შეფასება;

● საინჟინრო, საავარიო-აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება ნგრევის ზონაში;

● გზებზე შესაძლო ჩამონაქცევების ადგილების განსაზღვრა, რომლებიც აფერხებს სატრანსპორტო მოძრაობას;

● სამშენებლო ტექნიკის მობილიზების განხორციელება.

მხარდამჭერი უწყებების მონაწილეობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი – საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების ლიკვიდაციის მართვის სფეროში კოორდინაციას უწევს საგზაო უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – მონაწილეობს საგზაო უზრუნველყოფის სფეროში გასატარებელ ღონისძიებებში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სურსათითა და წყლით უზრუნველყოფა ფუნქცია 16

 

ძირითადი ორგანო

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

 

მხარდამჭერი უწყებები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია;

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება.

 

მიზანი:

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ საგანგებო სიტუაციების დროს სურსათითა და წყლით უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია. საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი სურსათითა და წყლით უზრუნველყოფის ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფის კოორდინაცია.

ღონისძიებების შესრულების გადანაწილება

ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების დროს სასურსათო უზრუნველყოფის სფეროში მართვას ახორ­ციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინის­ტრო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მეშვეობით.

ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგანგებო შტაბი, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწ­ყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერი­ნარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მეშვეობით, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბ­ლიკების სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგი­ლობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად.

ოპერაციების კონცეფცია

საგანგებო სიტუაციის შეტყობინების შემდეგ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნ­ველყოფს უფლებამოსილი ექსპერტების მივლი­ნებას ოპერატიულ ცენტრში.

ოპერატიული ცენტრის გადაწყვეტილების საფუძ­ველზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინის­ტრო იწყებს შესაბამისი ღონისძიებების (ფუნქცია №16) განხორციელებას. შესაბამისად იქმნება:

– სამინისტროს საგანგებო შტაბი, რომელიც მუ­შაობს სამინისტროში არსებული რეაგირების გეგმის მიხედვით;

– საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაგირების ჯგუფი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნ­ველყოფს უფლებამოსილი ექსპერტების მივლინე­ბას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო შტაბებსა და საველე ოპერაციების ცენტრში.

საგანგებო შტაბმა შეიძლება მოითხოვოს სათანადო დახმარება მხარდამჭერი უწყებებიდან, თუ საკუთარი ძალებით ვერ უზრუნველყოფს საგანგებო დახმარების ფუნქცია №16-ის შესრულებას.

საგანგებო დახმარების ფუნქცია №16-ის შესრუ­ლებას დახმარებას უწევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, რათა მოხდეს რისკების ანალიზი, შეფასება და დახმარების აღმოჩენა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დარგობრივი რეაგირების გეგმის შემუშავებას.

ორგანიზება სამინისტროს საგანგებო შტაბში

საგანგებო დახმარების ფუნქცია №16-ის ამოქმედ­დებასა და მის კოორდინაციას ახორციელებს სამინის­ტროს საგანგებო შტაბი.

საგანგებო შტაბი მოქმედებს წინასწარ შემუშავებული დარგობრივი რეაგირების გეგმის შესაბამისად.

ორგანიზება საგანგებო სიტუაციის ზონაში

საგანგებო დახმარების ფუნქცია №16-ის განხორ­ციელების მიზნით, საგანგებო შტაბი გამოყოფს წარმო­მადგენლებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა აღმოჩნდნენ შესაბამის ტერიტო­რიაზე პირველადი რეაგირების ჯგუფთან ერთად.

საგანგებო შტაბი საგანგებო დახმარების ფუნქცია №16-ის შესაბამისად აძლევს რეკომენდაციებს ოპერა­ტიულ ცენტრს, რომელიც შესაბამისად კოორდინაციას უწევს საველე ოპერაციებს.

ოპერატიული რეაგირება

პირველადი რეაგირება

საგანგებო სიტუაციების დროს დარგობრივი რეაგირების გეგმების შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგანგებო შტაბი ატარებს კონსულტაციებს დაინტერესებულ ორგანიზა­ციებთან და განსაზღვრავს მოთხოვნებს შემდეგ ფუნ­ქციურ სფეროებში:

●   ვითარების შეფასება და მოთხოვნების განსაზღვრა

●   მონიტორინგის წარმოება

●   სურსათითა და წყლით უზრუნველყოფა

– ხდება პერსონალის გამოყოფა;

– სამინისტრომ შესაძლოა მოიწვიოს სპეციალის­ტები კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით.

●   რესურსები

ეროვნული სტრატეგიული მარაგის გარდა რესურ­სები შეიძლება მოძიებულ იქნეს მხარდამჭერი სამინის­ტროებიდან და ორგანიზაციებიდან.

●   საკვების უვნებლობა და უსაფრთხოება

●   წყლის გამოყენება

სამინისტრომ შეიძლება დაავალოს თანამოქმედ ორგანიზაციებს უვნებელი წყლით უზრუნველყოფა, მიი­ღოს შესაბამისი ზომები მის დასაცავად.

გრძელვადიანი რეაგირება

საგანგებო შტაბი

საგანგებო დახმარების ფუნქცია №16 გამუდმებით მოითხოვს საგანგებო სიტუაციის შემოწმებას ადგილზე. განისაზღვრება პრობლემების ბუნება და მასშტაბები, ხორციელდება მონიტორინგი. გამოიყენება ინფორ­მაციის სხვა წყაროები:

–  საგანგებო დახმარების ფუნქცია №16-ის მხარ­დამჭერი უწყებებიდან;

–  შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან;

– საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინის­ტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურ­სათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურიდან;

– ტერიტორიული ორგანოებიდან;

– საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალურად უფლებამო­სილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართვე­ლობის ორგანოებიდან.

შესაძლოა საჭირო გახდეს საგანგებო დახმარების ფუნქცია №16-ის შემსრულებელი ექსპერტები, რათა მათ გააანალიზონ სიტუაცია თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და გასცენ შესაბამისი რეკომენდაციები.

●   სურსათისა და წყლის ტრანსპორტირების მოთხოვნის კოორდინაცია

მასშტაბური საგანგებო ვითარების დროს ადგილობ­რივი სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს.

●   მოქმედების შემდგომი მოხსენებები

სამინისტრო ამზადებს ანგარიშს ოპერატიული ცენ­ტრი­სათვის, რომლითაც ხდება პრობლემების გამოვ­ლენა და რეკომენდაციების შემუშავება.

საგანგებო სიტუაციების დროს სურსათითა და წყლით უზრუნველყოფის ღონისძიებები

საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების შემადგენელი ნაწილია უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება, რისთვისაც საჭიროა:

ა) განისაზღვროს საგანგებო სიტუაციის ზონაში სასურსათო რესურსებისა და მარაგის საჭირო ოდენობა;

ბ) ორგანიზებულ იქნეს საველე კვების ბლოკების ფუნქციონირება;

გ) საერთაშორისო ჰუმანიტარული და არასამთავრობო სექტორის ჩაბმა მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფაში და შესაბამის ღონისძიებათა კოორდინირება;

დ) სასმელი წყლისა და სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კონტროლი, რისკის ანალიზი, რომელიც მოიცავს რისკის შეფასებას, რისკის მართვას;

ე) საგანგებო სიტუაციების მართვაში შესაძლებელია ჩაბმულ იქნენ საერთაშორისო ორგანიზაციები ეპიდემიის წარმოშობის და მათი თავიდან აცილების ღონისძიებების განხორციელების მიზნით;

ვ) საგანგებო სიტუაციის დროს განხორციელებული ღონისძიებები უნდა შეესაბამებოდეს არსებულ მოთხოვ­ნებს;

ზ) საგანგებო სიტუაციის ზონებში ორგანიზებული უნდა იქნეს სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის ღონისძიებები.

მხარდამჭერი უწყებების მონაწილეობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი – უწევს კოორდინაციას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიანი სისტემის ღონისძიებების განხორციელებაში. მხარდაჭერას უწევს წყლის მობილური რეზერვუარების უზრუნველყოფაში, სურსათისა და წყლის განაწილების ორგანიზებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი – უზრუნველყოფს სურსათის ტრანსპორტირების დროს მოძრაობის მარშრუტებზე ტრანსპორტის დაუბრკოლებელ გადაადგილებას.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია – უზრუნველყოფს სასურსათო პროდუქტების რესურსების ტრანსპორტირებას ყველა სახის ტრანსპორტით, საჭიროების შემთხვევაში, საჰაერო ტრანსპორტით.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – მონაწილეობს საგანგებო სიტუაციების ზონებში დაზარალებულთა საკვებით უზრუნველყოფაში, აგრეთვე საველე კვების ბლოკების გაშლაში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება – უზრუნველყოფს წყლისა და სურსათით მომარაგების ავტონომიური სისტემის ფუნქციონირებას დროებითი საცხოვრებლების ადგილებზე.

კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ფუნქცია №17

ობიექტების ევაკუაციის ღონისძიებების

უზრუნველყოფა

 

ძირითადი ორგანო

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.

 

მხარდამჭერი უწყებები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო

სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია;

საქართველოს ეროვნული ბანკი;

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი მაუწყებელი.

 

მიზანი:

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ საგანგებო სიტუაციების დროს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების უსაფრთხო ზონაში ევაკუაციის უზრუნველყოფის ძირითადი ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია.

ღონისძიებების შესრულების გადანაწილება

ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების დროს მოძრავი ობიექტების ევაკუაციის უზრუნველყოფის სფეროში მართვას ახორციელებს საქართველოს კულ­ტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინის­ტრო.

ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორ­ტის სამინისტრო უზრუნველყოფს საგანგებო სიტუა­ციებისას მოძრავი ობიექტების ევაკუაციის ღონის­ძიებების მართვას აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფ­ლებისა და ადგილობრივი თვითმმა­რთველობის ორგანოებთან ერთად.

ოპერაციების კონცეფცია:

საგანგებო სიტუაციის შეტყობინების შემდეგ საქარ­თველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს უფლებამოსილი ექსპერ­ტების მივლინებას ოპერატიულ ცენტრში.

ოპერატიული ცენტრის გადაწყვეტილების საფუძ­ველზე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო იწყებს შესაბამისი ღონის­ძიებების (ფუნქცია №17) განხორციელებას.

შესაბამისად იქმნება:

– საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს საგანგებო შტაბი, რომელიც მუშაობს სამინისტროში არსებული რეაგირების გეგმის მიხედვით;

– საგანგებო სიტუაციის პირველადი რეაგირების ჯგუფი.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ შეიძლება მოითხოვოს სათანადო დახმარება მხარდამჭერი უწყებიდან, თუ საკუთარი ძალებით ვერ უზრუნველყოფს საგანგებო დახმარების ფუნქცია №17-ის შესრულებას.

საგანგებო დახმარების ფუნქცია №17-ის განხორციელებისას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დახმარებას უწევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი.

ორგანიზება

საგანგებო დახმარების ფუნქცია №17-ის ამოქმე­დებასა და მის კოორდინაციას ახორციელებს საქართვე­ლოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს საგანგებო შტაბი.

საგანგებო შტაბი საგანგებო დახმარების ფუნქცია №17-ის შესასრულებლად კოორდინაციას უწევს საველე ოპერაციებს.

საგანგებო შტაბი გამოყოფს წარმომადგენლებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა აღმოჩნდნენ საგანგებო სიტუაციის ზონაში საგანგებო რეაგირების ჯგუფთან ერთად (საველე ოპერაციების ცენტრში).

კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების ევაკუაციის ღონისძიებები

საგანგებო სიტუაციების ზონებიდან კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების ევაკუაციის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია ღონისძიებების წინასწარ დაგეგმვა. ევაკუაციის ორგანიზებულად ჩასატარებ­ლად იქმნება კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების მოსამზადებელი, გაგზავნის და მიმღები პუნქტები. კულტურული მემკვიდრეობის მოძ­რავი ობიექტების ევაკუაციის უზრუნველყოფის ამოცა­ნებია:

●   კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექ­ტე­ბის დაცვის ღონისძიებების გატარება;

●   კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექ­ტე­ბის მომზადების, სპეციალური შეფუთვისა და დატვირთვის მიზნით ფორმირებების მომზადება;

●   კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექ­ტების ტრანსპორტირება საგანგებო სიტუაციების ზონებიდან;

●   კულტურული მემკვიდრეობის ევაკუაციისთვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებების გაანგარიშება, საევაკუაციო მარშრუტების დაგეგმვა;

●   კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექ­ტების განთავსების ობიექტების განსაზღვრა, მათი უსაფ­რთხო განთავსებისა და დასაწყობების უზრუნ­ველყოფა;

●   რეკომენდაციების გაწევა კულტურული მემკვიდ­რეობის მოძრავი ობიექტების ევაკუაციასთან დაკავში­რებული საკითხების მომზადებასა და საჭირო ღონის­ძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში.

მხარდამჭერი უწყებების მონაწილეობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენ­ტი – ახორციელებს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების ევაკუაციის ღონისძიებების კოორდინაციას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი – ევაკუაციის მარშრუტებზე და გამგზავნ და მიმღებ პუნქტებში უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი – უზრუნველყოფს საგან­გებო სიტუაციების ზონაში კულტურული მემკვიდ­რეობის მოძრავი ობიექტების დაცვას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – მონაწილეობს მოძრავი ობიექტების ევაკუაციის სფეროში გასატარებელ ღონისძიებებში კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია – საგანგებო სიტუაციების ზონიდან მოძრავი ობიექტების ევაკუაციისას უზრუნველყოფს საავ­ტო­მობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტით.

საქართველოს ეროვნული ბანკი – ორგანიზებას უკეთებს საქართველოს ეროვნულ ბანკში დაცული ფინან­სური ფასეულობების უსაფრთხო ზონაში ევაკუა­ციას.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი მაუწყებელი – ორგანიზებას უკეთებს ისტორიული მნიშვნელობის ტელე-, რადიოჩანაწერებისა („ოქროს ფონდში“ დაცული აუდიოფირები) და ეროვ­ნული მნიშვნელობის სხვა ფასეულობათა უსაფრთხო ზონაში ევაკუაციას.