დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 95-უ.ს.რ.ს |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 28/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 127, 04/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.31.056.016001 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/10/2010 - 16/12/2010)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 1381 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის ბიუჯეტი.
2. უმაღლესი საბჭოს 2011 წლის ბიუჯეტი განისაზღვროს 2 914,4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) ხარჯები 2 865,0 ათასი ლარი;
ა.ა) შრომის ანაზღაურება 1 884,0 ათასი ლარი;
ა.ბ) საქონელი და მომსახურება 943,0 ათასი ლარი;
ა.გ) სოციალური უზრუნველყოფა 10,0 ათასი ლარი;
ა.დ) სხვა ხარჯები 28,0 ათასი ლარი;
ბ) არაფინანსური აქტივები 49,4 ათასი ლარი.
3. უმაღლესი საბჭოს მომუშავეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 90 საშტატო ერთეულით, მათ შორის, უმაღლესი საბჭოს 18 წევრი.
4. აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული თანხები გათვალისწინებულ იქნეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტში.
5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე მ. მახარაძე
ბათუმი,
2010 წლის 28 სექტემბერი
№95 – უ.ს.რ.ს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები