დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 28 სექტემბრის №95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 148-უ.ს.შ.ს. |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 15/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111220027, 22/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.31.056.016016 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 28 სექტემბრის №95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 28 სექტემბრის №95 უ.ს.რ.ს. დადგენილების („სსმ III, №127, 04.10.10, მუხ.1857) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უმაღლესი საბჭოს 2011 წლის ბიუჯეტი განისაზღვროს 5 196,1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) ხარჯები 3 448, 3 ათასი ლარი;
ა.ა) შრომის ანაზღაურება 2 315, 5 ათასი ლარი;
ა.ბ.) საქონელი და მომსახურება 1 095,7 ათასი ლარი;
ა.გ) სოციალური უზრუნველყოფა 2,1 ათასი ლარი;
ა.დ) სხვა ხარჯები 34, 9 ათასი ლარი;
ბ) არაფინანსური აქტივების ზრდა 1 747,6 ათასი ლარი;
გ) ვალდებულებების კლება 0,2 ათასი ლარი.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მ. მახარაძე
ქობულეთი,
2011 წლის 15 დეკემბერი.
№148–უ.ს.შ.ს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები