„ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე“

  • Word
„ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 202
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 106, 27/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.030.015045
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
202
26/08/2010
სსმ, 106, 27/08/2010
010340000.22.030.015045
„ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/08/2010 - 01/05/2012)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.030.014.045

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება 202

2010 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე

 „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის მე-15 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის თანდართული წესი.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ვაშაძე

ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესი

    მუხლი 1

ეს წესი არეგულირებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) მიერ უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი, საქართველოში გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოებისა და შენახვის წესს.

    მუხლი 2

1. დოკუმენტის ლეგალიზაციის დამოწმების ფაქტი რეგისტრირდება ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟუნალში.

 2. ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალი (შემდგომში – სარეგისტრაციო ჟურნალი) იწარმოება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით და მათში შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) რიგითი ნომერი, რომელსაც პასუხობს ლეგალიზაციის შტამპი;

ბ) ლეგალიზაციის განმახორციელებელი ორგანოს დასახელება და ლეგალიზაციის განხორციელების თარიღი;

გ) ლეგალიზებულ დოკუმენტზე ხელმომწერი პირის ვინაობა და თანამდებობა.

3. სარეგისტრაციო ჟურნალში დოკუმენტის ლეგალიზაცია ინომრება უწყვეტი ნუმერაციით, ნუმერაცია იწყება ერთიდან, ხოლო ყოველი წლის დასაწყისში ნუმერაცია იწყება თავიდან. ნუმერაციაში შეცდომის დაშვების შემთხვევაში შეცდომის შესახებ უნდა აღინიშნოს გრაფაში „შენიშვნებისათვის“.

4. სარეგისტრაციო ჟურნალში ჩანაწერი კეთდება დოკუმენტზე ლეგალიზაციის II ეტაპის შტამპის დასმის შემდეგ, მასზე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერისთანავე.

5. სარეგისტრაციო ჟურნალებში ჩანაწერს ასრულებს დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამდებობის პირი. დაუშვებელია სარეგისტრაციო ჟურნალებში ჩანაწერის გაკეთება ფანქრით.

6. ჩანაწერის გაკეთებისას შეცდომის დაშვების შემთხვევაში, შესწორების შეტანის შესახებ უნდა აღინიშნოს გრაფაში „შენიშვნებისათვის“ და დამოწმდეს შესწორების შემტანი პირის მიერ.

7. ჟურნალის შევსების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ პირს.

    მუხლი 3

დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში დეპარტამენტი ვალდებულია გასცეს ინფორმაცია, შეესაბამება თუ არა დოკუმენტზე ლეგალიზაციის შტამპში აღნიშნული მონაცემები სარეგისტრაციო ჟურნალებში არსებულ მონაცემებს.

    მუხლი 4

1. სარეგისტრაციო მატერიალური ჟურნალი უნდა იყოს აკინძული, დანომრილი, პასუხისმგებელი თანამდებობის პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული.

2. სარეგისტრაციო მატერიალური ჟურნალი უნდა ინახებოდეს იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული მისი მთლიანობის დარღვევა ან დაკარგვა.

3. ელექტრონული სარეგისტრაციო ჟურნალის გამართული წარმოება, მონაცემთა ავთენტიკურობა, უსაფრთხოება და არასანქცირებული წვდომისაგან დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო პროგრამული მხარდაჭერით.