„ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 აგვისტოს №202 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 აგვისტოს №202 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 97
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.030.016049
  • Word
97
01/05/2012
ვებგვერდი, 01/05/2012
010340000.22.030.016049
„ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 აგვისტოს №202 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №97

2012 წლის 1 მაისი

 ქ. თბილისი

„ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 აგვისტოს №202 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 აგვისტოს №202 ბრძანებით (სსმ III, 27/08/2010 , 106 , მუხ.1657) დამტკიცებულ ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე -2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2

1. დოკუმენტის ლეგალიზაციის დამოწმების ფაქტი რეგისტრირდება ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟუნალში.

2. ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალი (შემდგომში – სარეგისტრაციო ჟურნალი) იწარმოება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით. მატერიალური ფორმით წარმოებულ სარეგისტრაციო ჟურნალში შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) რიგითი ნომერი, რომელსაც პასუხობს ლეგალიზაციის შტამპი;

ბ) ლეგალიზაციის განმახორციელებელი ორგანოს დასახელება და ლეგალიზაციის განხორციელების თარიღი;

გ) ლეგალიზებულ დოკუმენტზე ხელმომწერი პირის ვინაობა და თანამდებობა.

3. მატერიალური ფორმით წარმოებულ სარეგისტრაციო ჟურნალში დოკუმენტის ლეგალიზაცია ინომრება უწყვეტი ნუმერაციით, ნუმერაცია იწყება ერთიდან, ხოლო ყოველი წლის დასაწყისში ნუმერაცია იწყება თავიდან. ნუმერაციაში შეცდომის დაშვების შემთხვევაში შეცდომის შესახებ უნდა აღინიშნოს გრაფაში „შენიშვნებისათვის“.

4. მატერიალური ფორმით წარმოებულ სარეგისტრაციო ჟურნალში ჩანაწერი კეთდება დოკუმენტზე ლეგალიზაციის II ეტაპის შტამპის დასმის შემდეგ, მასზე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერისთანავე.

5. მატერიალური ფორმით წარმოებულ სარეგისტრაციო ჟურნალში ჩანაწერს ასრულებს დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამდებობის პირი. დაუშვებელია სარეგისტრაციო ჟურნალებში ჩანაწერის გაკეთება ფანქრით.

6. მატერიალური ფორმით წარმოებულ სარეგისტრაციო ჟურნალში ჩანაწერის გაკეთებისას შეცდომის დაშვების შემთხვევაში, შესწორების შეტანის შესახებ უნდა აღინიშნოს გრაფაში „შენიშვნებისათვის“ და დამოწმდეს შესწორების შემტანი პირის მიერ.

7. ჟურნალის შევსების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ პირს.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ვაშაძე