საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის კველევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 163
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 06/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 111, 06/09/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 05/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.027.015136
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
163
06/09/2010
სსმ, 111, 06/09/2010
010320040.22.027.015136
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის კველევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/09/2010 - 04/06/2015)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.027.015.136

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება 163

2010 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის კველევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2.    ანალიტიკური დეპარტამენტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერების კუთხით (მაგისტრის დიპლომი);

ბ) სოციოლოგიური კვლევის ჩატარების ერთწლიანი გამოცდილება;

გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

დ) უცხო ენის სრულყოფილი ცოდნა (სასურველია ინგლისური ენა);

ე) დანაშაულის და სამართლის სოციოლოგიის ცოდნა (სასურველია);

ვ) საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

ზ) სტატისტიკური პროგრამა – SPSS-ის სრულყოფილი ცოდნა.

3.    ანალიტიკური დეპარტამენტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ)   „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულება;

ე) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 აგვისტოს №161 ბრძანება.