დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების, სხვა მოხელეების, საჯარო მოსამსახურეებისა და დამხმარე მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 38, 15/10/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.169.016001 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/10/2010 - 30/09/2011)
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2010 წლის 30 სექტემბერი
ქ. დედოფლისწყარო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების, სხვა მოხელეების, საჯარო მოსამსახურეებისა და დამხმარე მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:
1. განისაზღვროს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების, სხვა მოხელეებისა და საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოები დანართი 1-ის შესაბამისად (დანართი 1–1 ფურცელი დადგენილებას თან ერთვის);
2. განისაზღვროს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის დამხმარე მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოები დანართი 2-ის შესაბამისად (დანართი 2 –1 ფურცელი დადგენილებას თან ერთვის);
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე;
4. დადგენილების გასაჩივრება შეიძლება დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში (ქ. დედოფლისწყარო, კიკვიძის ქ.№2) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე ლ. ბაღაშვილი
დანართი 1
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების, სხვა მოხელეების, საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობა | თანამდებობრივი სარგო (ლარობით) |
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე | 2360 |
| 2 | გამგებელი | 2360 |
| 3 | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 1100 |
| 4 | გამგებლის მოადგილე | 900 |
| 5 | სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი | 700 |
| 6 | საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე | 650 |
| 7 | გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი, საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსი | 500 |
| 8 | გამგებლის თანაშემწე, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი | 450 |
| 9 | გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი- გამგეობის რწმუნებული | 400 |
| 10 | უმცროსი საჯარო თანამდებობა: მთავარი სპეციალისტი სპეციალისტი გამგეობის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი |
420 410 200 |
დანართი 2
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| 1 | მძღოლი | 400 |
| 2 | დარაჯი | 200 |
| 3 | დამლაგებელი | 180 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები