დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/11/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.169.016081 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/03/2012 - 19/11/2012)
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 13
2012 წლის 28 თებერვალი
ქ. დედოფლისწყარო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტის, ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
1. განისაზღვროს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს შემდეგი განაკვეთები:
ა) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები:
ა.ა) საკრებულოს თავმჯდომარე – 2360 ლარი;
ა.ბ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – 1100 ლარი;
ა.გ) საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე – 650 ლარი;
ა.დ) საკრებულოს აპარატის უფროსი – 700 ლარი;
ა.ე) საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსი – 500 ლარი;
ა.ვ) მთვარი სპეციალისტი – 420 ლარი;
ა.ზ) სპეციალისტი – 410 ლარი;
ა.თ) მძღოლი – 400 ლარი;
ა.ი) ტექნიკური მდივანი – 410 ლარი;
ბ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები:
ბ.ა) გამგებელი – 2360 ლარი;
ბ.ბ) გამგებლის მოადგილე – 900 ლარი;
ბ.გ) სამსახურის უფროსი – 700 ლარი;
ბ.დ) გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი – 500 ლარი;
ბ.ე) გამგეობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი – 420 ლარი;
ბ.ვ) გამგეობის სამსახურის სპეციალისტი – 410 ლარი;
ბ.ზ) გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დამხმარე მოსამსახურე (მძღოლი) – 400 ლარი;
ბ.თ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – რწმუნებული (გარდა ბ.ი. ქვეპუნქტში მითითებული თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისა) –700 ლარი;
ბ.ი) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანის, ფიროსმანის, და საბათლოს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – რწმუნებული – 600 ლარი;
ბ.კ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი – 250 ლარი;
ბ.ლ) გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის სპეციალისტი (ცვლის უფროსი) – 360 ლარი;
ბ.მ) გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის სპეციალისტი (მძღოლი, მეხანძრე, მაშველი) – 350 ლარი;
ბ.ნ) გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის სპეციალისტი (მეელსმენე) –220 ლარი.
2. ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულდ ჩაითვალოს:
1) „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ადგილობრივი სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 23 იანვრის №3 დადგენილება.
2) „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირების, სხვა მოხელეების, საჯარო მოსამსახურეებისა და დამხმარე მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტემბრის №30 დადგენილება.
3) „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 სექტემბრის №28 დადგენილება.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე ლ. ბაღაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები