ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/09/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 37, 12/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 03/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.119.016018
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
31
29/09/2010
სსმ, 37, 12/10/2010
330130000.35.119.016018
ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების წესის დამტკიცების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (12/10/2010 - 24/11/2010)

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2010 წლის 29 სექტემბერი

ქ. ხონი

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

    მუხლი1

დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების თანდართული წესი.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს  თავმჯდომარე           გ. გელენიძე

 

დანართი

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების წესი

    მუხლი 1

 ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობი ვარგისად აღიოარების წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების საფუძველზე.

    მუხლი 2

 წინამდებარე წესი და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება განსაზღვრავს და არეგულირებს ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების პროცესს.

    მუხლი 3

 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემას აწარმოებს ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო ორგანო – საკრებულო.

    მუხლი 4

მშენებლობის ნებართვის გაცემა ხორციელდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე.

    მუხლი 5

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობა დამთავრებული ობიექტის ვარგისად აღიარებას აწარმოებს ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო ორგანო –  საკრებულო.

    მუხლი 6

შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარება ხორციელდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე.

საკრებულოს თავმჯდომარე         გ. გელენიძე