დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 37, 12/10/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330130000.35.119.016018 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/10/2010 - 24/11/2010)
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31
2010 წლის 29 სექტემბერი
ქ. ხონი
ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
მუხლი1
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების თანდართული წესი.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გელენიძე
დანართი
ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების წესი
მუხლი 1
ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიოარების წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების საფუძველზე.
მუხლი 2
წინამდებარე წესი და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება განსაზღვრავს და არეგულირებს ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების პროცესს.
მუხლი 3
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემას აწარმოებს ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო ორგანო – საკრებულო.
მუხლი 4
მშენებლობის ნებართვის გაცემა ხორციელდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 5
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობა დამთავრებული ობიექტის ვარგისად აღიარებას აწარმოებს ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო ორგანო – საკრებულო.
მუხლი 6
შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარება ხორციელდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გელენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები