იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 141
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 93, 30/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 31/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 070010110.22.027.014919
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
141
30/07/2010
სსმ, 93, 30/07/2010
070010110.22.027.014919
იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/07/2010 - 31/01/2011)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.010.110.22.027.014.919

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №141

2010 წლის 30 ივლისი

 ქ. თბილისი

იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის დამტკიცების შესახებ

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 113-ე მუხლის მე-12 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები და წესი.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                 თ. ბურჯალიანი

იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები და წესი

    მუხლი 1

1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს ადგენს აღმასრულებელი, რის შესახებაც იგი აუქციონის ჩატარებამდე არანაკლებ 7 დღით ადრე აკეთებს სპეციალურ საჯარო განცხადებას.

2. განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) ქონების მესაკუთრის დასახელებას;

ბ) აღმასრულებლის ვინაობას და საკონტაქტო მონაცემებს;

გ) აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს;

დ) ქონების საწყის ფასს, რომელიც არის ამ ქონებაზე ყადაღის დადების აქტში მითითებული ან ექსპერტის/აუდიტორის მიერ დადგენილი საბაზრო ფასის 50%;

ე) ქონების მოკლე აღწერას, მის ადგილმდებარეობას, გარდამავალ უფლებათა ღირებულებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ვ) მითითებას იმის შესახებ, რომ ყველა სხვა პირი, რომელსაც აქვს უფლებები უძრავ ნივთზე, ვალდებულია, ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარადგინოს აუქციონის დაწყებამდე;

ზ) აუქციონის პირობებს.

3. აღმასრულებელი ვალდებულია აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდზე და შესაბამისი სააღსრულებო ბიუროს საინფორმაციო დაფაზე.

4. აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ. მათი ინფორმირება ხორციელედება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი საშუალებებით.

    მუხლი 2 

1. აუქციონში მონაწილეობის მსურველმა (მათ შორის, კრედიტორმა და მოვალემ) აუქციონის დაწყებამდე შესაბამისი სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე უნდა შეიტანოს სარეალიზაციო ქონების გამოცხადებული საწყისი ფასის ერთი მეათედის ოდენობის თანხა, კონკრეტული აუქციონის მითითებით, ან უნდა წარმოადგინოს ამავე ოდენობის საბანკო გარანტია. საბანკო გარანტიის მიმღებია შესაბამისი სააღსრულებო ბიურო. წარმოდგენილი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს აუქციონის ჩატარების დღიდან არანაკლებ 20 კალენდარულ დღეს. საჯარო აუქციონის მონაწილეებს (გარდა ქონების შემძენისა) აუქციონის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა უბრუნდებათ გარანტიის სახით სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე შეტანილი თანხა ან მათ მიერ აუქციონზე წარმოდგენილი საბანკო გარანტია.

2. აუქციონს ატარებს აღმასრულებელი, რომელიც:

ა) პირველი აუქციონის შესახებ აცნობებს გარდამავალი უფლებებისა და აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის მოთხოვნის შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მოთხოვნების მფლობელ პირებს, მათ შორის, შესაბამის საგადასახადო ორგანოს სარეალიზაციო ნივთზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის არსებობისას, ხოლო განმეორებითი აუქციონის შესახებ ამ პირთა ინფორმირება ხორციელდება ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი საშუალებებით;

ბ) აუქციონს გახსნილად აცხადებს;

გ) აცხადებს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებებიდან რომელი სარგებლობს უპირატესი უფლებით იმ კრედიტორის მოთხოვნასთან შედარებით, რომლის სასარგებლოდაც ხორციელდება აღსრულება (გარდამავალი უფლება);

დ) აცხადებს, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უპირატესი უფლებები იმ კრედიტორის მოთხოვნასთან შედარებით, რომლის სასარგებლოდაც ხორციელდება აღსრულება (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, ასეთის არსებობისას), ძალაში რჩება;

ე) აცხადებს, თუ რა ღირებულება აქვს გარდამავალ უფლებებს (საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის და კრედიტორის მოთხოვნასთან შედარებით სხვა უპირატეს უფლებებს, ან უფლებებს, რომლებიც გადაყვება ნივთს აუქციონის წესით მისი რეალიზაციის შემდეგ);

ვ) აცხადებს ქონების საწყის ფასს;

ზ) მონაწილეებს განუმარტავს აუქციონის ჩატარების წესსა და პირობებს;

თ) ადგენს აუქციონის ჩატარების ოქმს.

3. აუქციონი გრძელდება ფასის ყველაზე მაღალი შემოთავაზების დაფიქსირებამდე. აღმასრულებელმა უნდა გამოაცხადოს ფასის საბოლოო შემოთავაზება და აუქციონის დასასრული. პირველ აუქციონზე შემო-თავაზებული ფასი არ უნდა იყოს ნივთის საწყის ფასზე ნაკლები.

4. აუქციონზე ფასის საბოლოო შემოთავაზება უნდა გამოცხადდეს სამჯერ და ხმამაღლა.

5. აუქციონში გამარჯვებულმა (ქონების შემძენმა) შესყიდვის ფასი სრულად უნდა შეიტანოს სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, აუქციონის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში.

6. თუ აუქციონზე რეალიზებული ნივთიდან მიღებული თანხა კრედიტორების მოთხოვნებზე ნაკლებია, ამონაგები თანხა კრედიტორებს შორის განაწილდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის XIV1 თავით დადგენილი წესით.

    მუხლი 3

1. თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ნივთის რეალიზაცია, განმეორებითი აუქციონის ჩატარებამდე პირს შეუძლია შეიძინოს ეს ნივთი პირველ აუქციონზე გამოცხადებულ საწყის ფასად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 761 მუხლით დადგენილი წესით.

2. თუ პირველ აუქციონზე ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით არ მოხდა ნივთის რეალიზაცია, აღმასრულებელი პირველი აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში ატარებს განმეორებით აუქციონს. განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი და მიეთითება, რომ აუქციონი ტარდება განმეორებით.

3. განმეორებით აუქციონზე ნივთის საწყისი ფასი შეადგენს პირველ აუქციონზე გამოცხადებული საწყისი ფასის ნახევარს. თუ კრედიტორის (კრედიტორების) მოთხოვნა და აღსრულების საფასური ამ ოდენობაზე ნაკლებია, მაშინ განმეორებით აუქციონზე ნივთის საწყისი ფასი განისაზღვრება მოთხოვნისა და აღსრულების საფასურის ჯამური ოდენობით. განმეორებით აუქციონზე შემოთავაზებული ფასი არ უნდა იყოს ნივთის ამ პუნქტით დადგენილ საწყის ფასზე ნაკლები.

4. თუ განმეორებით აუქციონზეც არ მოხდა ნივთის რეალიზაცია, მაშინ აუქციონი აღარ გაიმართება. კრედიტორის მიერ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 771 მუხლით დადგენილ ვადაში ნივთის ნატურით მიღების თაობაზე განცხადების წარმოდგენამდე ნივთის რეალიზაცია შეიძლება მოხდეს განმეორებითი აუქციონისათვის დადგენილ საწყის ფასად, ამავე კანონის 761 მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით განსაზღვრული წესით.