საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 185
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 84, 12/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
185
09/07/2010
სსმ, 84, 12/07/2010
000000000.00.000.000000
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (12/07/2010 - 28/07/2010)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №185

2010 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების საფუძველზე დაფუძნებული ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ

    მუხლი 1

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის მე-13 მუხლის, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტისა და „მეც­ნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესა­ხებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნ­ქტის სა­­­­ფუძ­ველზე:

1. რეორგანიზებულ იქნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტრუქტურულ ერთეულებად – დამოუკიდე­ბელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებად „სახელმწიფო სამეც­ნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იური­დიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავ­რო­ბის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების პირველი მუხ­ლის მე-2, მე-3, მე-12, მე-16, მე-17, 35-ე, 37-ე, 38-ე, მე-40, 42-ე, 43-ე, 47-ე, 49-ე და 54-ე პუნქტებით გათვალისწინებული სამეც­ნი­ერო-კვლევითი დაწესებულებები შემდეგ სსიპ – უმაღლეს სა­­გან­მა­ნათ­ლებლო დაწესებულებებთან შეერთების გზით:

ა) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სა­ხელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდეს:

ა.ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – პეტრე მელი­ქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი;

ა.ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – რაფიელ აგ­ლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტი­ტუტი;

ა.გ) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სა­ხელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იუ­რიდიული პირების – პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორ­­გა­ნული ქიმიის ინსტიტუტის და რაფიელ აგლაძის არაორ­გა­ნული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უფლებამო­ნაცვლედ;

ბ) სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდეს:

ბ.ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დემოგრა­ფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი;

ბ.ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი;

ბ.გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი;

ბ.დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – პოლიტო­ლო­­გიის ინსტიტუტი;

ბ.ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სავლე წე­რეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი;

ბ.ვ) სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვა­ლოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – დემოგ­რაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის, დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის, გიორგი წერეთლის აღმოსავლეთ­მცოდნეობის ინ­სტი­ტუტის, პოლიტოლოგიის ინსტიტუტის, სავ­ლე წერეთლის ფი­ლოსოფიის ინსტიტუტის უფლებამონაც­ვლედ;

გ) სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შეუერ­თდეს:

გ.ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი;

გ.ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნიკო მუსხე­ლიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი;

გ.გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – არჩილ ელი­ა­შვილის მართვის სისტემების ინსტიტუტი;

გ.დ) სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩა­ით­ვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ვლა­დი­მერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის, ნიკო მუს­ხე­ლიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტი­ტუტის, არჩილ ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის უფლება­მონაც­ვლედ;

დ) სსიპ – საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნი­ვერ­სი­ტეტს შეუერთდეს:

დ.ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აგრარული რა­დიოლოგიისა და ეკოლოგიის ინსტიტუტი;

დ.ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მიხეილ სა­­ბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორა­ციის ინსტიტუტი;

დ.გ) სსიპ – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნი­ვერ­სიტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პი­რების – აგრარული რადიოლოგიისა და ეკოლოგიის ინსტი­ტუ­ტისა და მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგრო­ქიმი­ისა და მელიორაციის ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ;

ე) სსიპ – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერ­სი­ტეტს შეუერთდეს:

ე.ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნიკო ბერ­ძე­ნიშვილის ინსტიტუტი;

ე.ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ფიტოპათო­ლოგიის ინსტიტუტი;

ე.გ) სსიპ – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერ­სი­ტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და ფიტოპათოლოგიის ინსტი­ტუტის უფლებამონაცვლედ.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, საქართვე­ლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარ­დგენილ წი­ნადადებათა საფუძველზე განახორციელოს შესა­ბამისი ცვლი­­­ლებები საქართველოს განათლებისა და მეცნი­ერების სა­მინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით დამ­ტკიცებულ ორგანიზაციულ კლასიფიკაციასა და კვარტალურ განწერაში.

3. დაევალოთ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დი­რექტორებს შესაბამის დაწესებულებათა ბალანსზე რი­ცხუ­ლი მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, დებიტო­რულ-კრედიტორული დავალიანებების სრული აღრიცხვა და მათ­დამი დაქვემდებარებული დაწესებულებების რეორგანიზა­ციას­თან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების განხორცი­ე­ლება.

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამი­ნისტრომ ამ დადგენილებით გათვალისწინებული რეორგა­ნი­ზაციის დასრულებისთანავე უზრუნველყოს შესაბამისი ნორ­მა­ტიული აქტების გამოცემა.

5. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგუ­ლად გამოცხადდეს „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწე­სე­ბუ­ლებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძ­ნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარ­ტის №58 დადგენილების პირველი მუხლის მე-2, მე-3, მე-12, მე-16, მე-17, 35-ე, 37-ე, 38-ე, მე-40, 42-ე, 43-ე, 47-ე, 49-ე და 54-ე პუნქტები.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თა­ნავე.

პრემიერ-მინისტრი   ნ. გილაური