დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 148 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 14/03/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 19/03/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130.060.000.08.002.004 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (19/03/2008 - 28/06/2010)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №148
2008 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები დანართის თანახმად.
2. თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 2 თებერვლის №51 ბრძანებულება.
4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2008 წლის 1 აპრილიდან.
მ. სააკაშვილი
საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
| № | თანამდებობის დასახელება | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები (ლარობით) |
| 1. | სამსახურის უფროსი | 3540 |
| 2. | სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე | 3000 |
| 3. | სამსახურის უფროსის მოადგილე | 2950 |
| 4. | დირექტორატის უფროსი, სამსახურის უფროსის კონსულტანტი | 2500 |
| 5. | დირექტორატის უფროსის მოადგილე | 2400 |
| 6. | სამმართველოს უფროსი | 2350 |
| 7. | სამმართველოს უფროსის მოადგილე, განსაკუთრებულ დავალებათა ოფიცერი, სპეციალური მრჩეველი, ექსპერტ-ანალიტიკოსი |
2000 |
| 8. | განყოფილების უფროსი, სპეციალურ დავალებათა ოფიცერი | 1800 |
| 9. | განყოფილების უფროსის მოადგილე, მთავარი ანალიტიკოსი | 1600 |
| 10. | უფროსი ოპერატიული თანამშრომელი, ანალიტიკოსი, მთავარი ბუღალტერი |
1500 |
| 11. | ოპერატიული თანამშრომელი, მთავარი სპეციალისტი | 1400 |
| 12. | უმცროსი ოპერატიული თანამშრომელი | 1200 |
| 13. | ოპერატიული მორიგე, უფროსი სპეციალისტი, ბუღალტერი | 1100 |
| 14. | სპეციალისტი | 800 |
| 15 | მძღოლი | 600 |
| 16. | დამხმარე მოსამსახურე | 500 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები