საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 450
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 28/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 76, 30/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
450
28/06/2010
სსმ, 76, 30/06/2010
000000000.00(0).000.000000
საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №450

2010 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ჟ” ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. დამტკიცდეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები №1 დანართის შესაბამისად.

2. დამტკიცდეს დაზვერვის ოფიცრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო კატეგორიის მიხედვით №2 დანართის შესაბამისად.

3. საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები დაფინანსდეს საქართველოს დაზვერვის სამსახურისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის №148 ბრძანებულება.

5. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივლისიდან.

მ. სააკაშვილი

                                                              

დანართი  №1

საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

 

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი

(ლარობით)

1.

სამსახურის უფროსი

3540

2.

სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე

3000

3.

სამსახურის უფროსის მოადგილე

2950

4.

დირექტორატის უფროსი, სამსახურის უფროსის მრჩეველი

 

2500

5.

დირექტორატის უფროსის მოადგილე, ინსტრუქტორ-კონსულტანტი

 

2400

6.

სამმართველოს უფროსი, ინსტრუქტორი

2300

7.

სამმართველოს უფროსის მოადგილე, ექსპერტ-ანალიტიკოსი

 

2000

8.

განყოფილების უფროსი

1800

9.

განყოფილების უფროსის მოადგილე

1600

10.

მთავარი სპეციალისტი, მთავარი ბუღალტერი

 

1500

11.

დაცვის ოფიცერი, წამყვანი სპეციალისტი

1400

12.

დაზვერვის ოფიცერი (კატეგორიის გარეშე)

 

1200

13.

ოპერატიული მორიგე, უფროსი სპეციალისტი

 

1100

14.

სპეციალისტი

800

15.

დაცვის თანამშრომელი, უმცროსი სპეციალისტი, მძღოლი

 

600

16.

დამხმარე მოსამსახურე

500.

 

                                                                              

 დანართი  №2

დაზვერვის ოფიცრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო კატეგორიის მიხედვით

 

კატეგორია

I

II

III

IV

V

VI

VII

თანამდებობრივი სარგ (ლარობით)

 

2400

 

2250

 

2000

 

1800

 

1600

 

1500

 

1400.

 

შენიშვნა: დაზვერვის ოფიცერს კატეგორიას ანიჭებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი.